მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად ის იყო მომხრე რადიკალიზმის" - ვახტანგ ძაბირაძე
"საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად ის იყო მომხრე რადიკალიზმის" - ვახტანგ ძაბირაძე

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რია, თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ცოტა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რად­გან თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო მომ­ხრე რა­დი­კა­ლიზ­მის, ბო­ი­კო­ტის და ასე შემ­დეგ" - ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ბოლო რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი ძა­ლი­ან კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სტრა­ტე­გი­ულ გათ­ვლა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან.

"მე რომ მკი­თხოთ ბო­ი­კო­ტი არას­დროს არაფ­რის მომ­ტა­ნია და ეს არამ­ხო­ლოდ შარ­შან­დელ­მა, არა­მედ წარ­სულ­მა წლებ­მაც მშვე­ნივ­რად და­ა­დას­ტუ­რა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რია, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ცოტა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რად­გან თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო მომ­ხრე რა­დი­კა­ლიზ­მის, ბო­ი­კო­ტის და ასე შემ­დეგ. რო­გორც ჩანს, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ იწყე­ბა ტაქ­ტი­კუ­რი სვლე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გია თუ ამას მარ­თლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­უღ­რმავ­დე­ბი­ან პრობ­ლე­მას. შე­საძ­ლოა, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა მი­ვი­ღოთ, რად­გან ბოლო რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი ძა­ლი­ან კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. თუ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ამ არა­რე­ზო­ნან­სულ ქმე­დე­ბებს, კი­დევ უფრო კო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სტრა­ტე­გი­ულ გათ­ვალ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან და არა ემო­ცი­ურ, მა­სობ­რივ შიმ­ში­ლო­ბა­ზე და შემ­დეგ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ, გა­უთ­ვლელ შე­წყვე­ტა­ზე ამ შიმ­ში­ლო­ბის“, - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თვლის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მის საქ­მე­ზე პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მის მი­მართ „არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის ფაქტს“. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის თა­ვად წარ­სდგეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და კო­მი­სი­ის წევ­რებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

მიშას რა უნდა თვითნაც აღარ იცის მგონი 

ედიკა
0

მიხლიკო: მზად ვარ, პრლამენტში მივიდეეეეეე!????????? კაცი კამერაში მოწყენილია, ათას სისუს-რამეს იგონებს, გარეთ გასასეირნებლად,, მაგრამ " "სისუები"-ივით გარეთ მყოფები მოჩანან,; ექსპერტები, პოლიტიკოსებიც და მედიაც რადგან; დგანან და მთელი სერიოზულობით იხილავენ, პატიმარ მიხლიკოს თეზისებს, იმ მიხლიკოსი რომელიც არც თუ ისე ცოტახანს, მართავდა კიდეც ქვეყანას და რა თეზისებიც ქონდა ყველამ ვნახეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად ის იყო მომხრე რადიკალიზმის" - ვახტანგ ძაბირაძე

"საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად ის იყო მომხრე რადიკალიზმის" - ვახტანგ ძაბირაძე

"საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა მიხეილ სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად სააკაშვილი იყო მომხრე რადიკალიზმის, ბოიკოტის და ასე შემდეგ" - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ბოლო რადიკალური ქმედებებით ოპოზიციური სპექტრი ძალიან კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, შესაბამისად, კარგი იქნება თუ სტრატეგიულ გათვლაზე ჩამოყალიბდებიან.

"მე რომ მკითხოთ ბოიკოტი არასდროს არაფრის მომტანია და ეს არამხოლოდ შარშანდელმა, არამედ წარსულმა წლებმაც მშვენივრად დაადასტურა. საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად სააკაშვილი იყო მომხრე რადიკალიზმის, ბოიკოტის და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იწყება ტაქტიკური სვლების გადაფასება და ძალიან კარგია თუ ამას მართლა განახორციელებენ, სერიოზულად ჩაუღრმავდებიან პრობლემას. შესაძლოა, ოპოზიციაში გაცილებით უკეთესი ვითარება მივიღოთ, რადგან ბოლო რადიკალური ქმედებებით ოპოზიციური სპექტრი ძალიან კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუ გააგრძელებენ ამ არარეზონანსულ ქმედებებს, კიდევ უფრო კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. კარგი იქნება თუ სტრატეგიულ გათვალზე ჩამოყალიბდებიან და არა ემოციურ, მასობრივ შიმშილობაზე და შემდეგ სრულიად გაუგებარ, გაუთვლელ შეწყვეტაზე ამ შიმშილობის“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.