წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
37 წლის ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს - "ბიჭი დღესასწაული წავიდა..."
37 წლის ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს - "ბიჭი დღესასწაული წავიდა..."

37 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი ჭკა­დუა ოჯახ­მა თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა. ირაკ­ლის შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ. მას­ზე და მის მიერ ჩა­დე­ნილ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერს.

ირაკ­ლი ჭკა­დუა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კერ­ძო ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი და კომ­პა­ნია AWARD-ი და­ა­ფუძნა.

ირაკ­ლის მე­გობ­რე­ბი წე­რენ, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა კო­ვი­დი ერთი თვის წინ გა­და­ი­ტა­ნა, თუმ­ცა კარ­გად იყო და ვირუსს სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

ირაკ­ლის მე­გო­ბა­რი ელე­ნე გა­ნა­ია იხ­სე­ნებს:

"სვა­ნეთ­ში გას­ვე­ნე­ბა­ში ვი­ყა­ვით ერ­თად, სა­დაც კო­ვი­დი და­ფიქ­სირ­და... მე­ო­რე დღეს ბა­თუმ­ში მოგ­ვი­წია წას­ვლა, მე ახალ­გაზ­რდულ კონ­ფე­რენ­ცი­ას ვეს­წრე­ბო­დი. მე­ო­რე დღეს­ვე გა­მა­ქა­ნა კლი­ნი­კა­ში პსრ ტეს­ტი ამი­ღო და პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში მე გულ­გა­ხეთ­ქილს, ვა­ი­თუ, რამე მჭირ­დეს-მეთ­ქი, წა­მიყ­ვა­ნა ერთ-ერთ ბრენ­დულ მა­ღა­ზი­ა­ში და ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი კე­დე­ბი მი­ყი­და, რო­მელ­საც მის სა­ხელ­ზე სულ მო­ვუფრ­თხილ­დე­ბი დღე­ი­დან. ერთი თეთ­რიც კი არ და­ი­ნა­ნა, მე გავ­გიჟ­დი ვე­ჩხუ­ბე ამ­ხე­ლა თან­ხას რაში იხდი - თქო, უნ­დო­და, ჩემი გა­ხა­რე­ბა.

მერე იყო კო­ტე­ჯე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყე და ას­ჯერ მი­თხრა რა­მე­ში თუ დაგ­ჭირ­დე­ბი, შენს გვერ­დით მი­გუ­ლეო... მშე­ნებ­ლო­ბის დროს მარ­თლა გა­მი­ჭირ­და და რო­გორც ყო­ველ­თვის არ და­ა­ყოვ­ნა ჩემი მხარ­და­ჭე­რა. გუ­ში­ნაც კი ვუყ­ვე­ბო­დი ჩემს სტუმ­რებს შენ­ზე და შენ­ნა­ირ მე­გობ­რებ­ზე ირაკ­ლი, მაგ­რამ რას ვი­ფიქ­რებ­დი, წარ­სულ­ში თუ და­ვი­წყებ­დი შენ­ზე სა­უ­ბარს, მე­გო­ბა­რო.

ტვინს ვუ­ჭამ­დი, ცოლი მო­იყ­ვა­ნე დრო­ზე, გა­უ­ხა­რე მშობ­ლებს გული - მეთ­ქი, აღარ მოვ­თვლი კი­დევ რამ­დენ სი­კე­თეს უკე­თებ­დი ადა­მი­ა­ნებს... შენ ჩემი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია ხარ, რო­მე­ლიც არას­დროს წა­იშ­ლე­ბა ჩემს გულ­ში. რო­გორ ჩამ­წყვი­ტე ყვე­ლა­ფე­რი...

ეს რა ჯან­და­ბა­აა... ვიცი, რომ ოდეს­მე მა­ინც შეგ­ხვდე­ბი... მიყ­ვარ­ხარ, მე­გო­ბა­რო".

ირაკ­ლი ჭკა­დუ­ას მე­გო­ბა­რი სოფო მდი­ნა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ცხოვ­რობ, ოჯა­ხი გყავს, შვი­ლი გყავს, მე­გობ­რე­ბი გყავს, ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი გყავს და გყავს ირაკ­ლი ჭკა­დუა - ის ცალ­კეა, არ­ცერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში არ ჯდე­ბა: ქა­რიშ­ხა­ლია, ბო­ბო­ქა­რია, გა­და­რე­უ­ლია, დღე­სას­წა­უ­ლია!

ირაკ­ლი ჭკა­დუა - ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ცხოვ­რე­ბის არ გე­ში­ნია! აი, ასე­თი ცხოვ­რე­ბა გვას­წავ­ლა მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ნაც­ნო­ბებს და... ბიჭი დღე­სას­წა­უ­ლი წა­ვი­და... წა­ვი­და და ისე­თი ტკი­ვი­ლია, კე­დე­ლი გინ­და".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩა
2

ოჰჰჰ რა ვერაგი რამეა,გაგვანადგურებს.რა ვქნათ,როგორ მოვიქცეთ,ამდენი ახლობელი წაგვართვა,ალბათ ტრამპი მართალს ამბობდა რომ ჩინეთმა გამოიგონა და გაავრცელაო

???????
1

ბოლოს კოვიდმა წაგვართვა ეს კარგი ბიჭიც?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

37 წლის ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს - "ბიჭი დღესასწაული წავიდა..."

37 წლის ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს - "ბიჭი დღესასწაული წავიდა..."

37 წლის ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა ოჯახმა თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ირაკლის შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ. მასზე და მის მიერ ჩადენილ ქველმოქმედებაზე სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს.

ირაკლი ჭკადუა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელი იყო. მოგვიანებით კი კერძო ბიზნესში სცადა ბედი და კომპანია AWARD-ი დააფუძნა.

ირაკლის მეგობრები წერენ, რომ ბიზნესმენმა კოვიდი ერთი თვის წინ გადაიტანა, თუმცა კარგად იყო და ვირუსს სერიოზული გართულება არ მოჰყოლია.

ირაკლის მეგობარი ელენე განაია იხსენებს:

"სვანეთში გასვენებაში ვიყავით ერთად, სადაც კოვიდი დაფიქსირდა... მეორე დღეს ბათუმში მოგვიწია წასვლა, მე ახალგაზრდულ კონფერენციას ვესწრებოდი. მეორე დღესვე გამაქანა კლინიკაში პსრ ტესტი ამიღო და პასუხის მოლოდინში მე გულგახეთქილს, ვაითუ, რამე მჭირდეს-მეთქი, წამიყვანა ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში და ჩემთვის უსაყვარლესი კედები მიყიდა, რომელსაც მის სახელზე სულ მოვუფრთხილდები დღეიდან. ერთი თეთრიც კი არ დაინანა, მე გავგიჟდი ვეჩხუბე ამხელა თანხას რაში იხდი - თქო, უნდოდა, ჩემი გახარება.

მერე იყო კოტეჯების მშენებლობა დავიწყე და ასჯერ მითხრა რამეში თუ დაგჭირდები, შენს გვერდით მიგულეო... მშენებლობის დროს მართლა გამიჭირდა და როგორც ყოველთვის არ დააყოვნა ჩემი მხარდაჭერა. გუშინაც კი ვუყვებოდი ჩემს სტუმრებს შენზე და შენნაირ მეგობრებზე ირაკლი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, წარსულში თუ დავიწყებდი შენზე საუბარს, მეგობარო.

ტვინს ვუჭამდი, ცოლი მოიყვანე დროზე, გაუხარე მშობლებს გული - მეთქი, აღარ მოვთვლი კიდევ რამდენ სიკეთეს უკეთებდი ადამიანებს... შენ ჩემი ცხოვრების ისტორია ხარ, რომელიც არასდროს წაიშლება ჩემს გულში. როგორ ჩამწყვიტე ყველაფერი...

ეს რა ჯანდაბააა... ვიცი, რომ ოდესმე მაინც შეგხვდები... მიყვარხარ, მეგობარო".

ირაკლი ჭკადუას მეგობარი სოფო მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ცხოვრობ, ოჯახი გყავს, შვილი გყავს, მეგობრები გყავს, ძალიან ახლო მეგობრები გყავს და გყავს ირაკლი ჭკადუა - ის ცალკეა, არცერთ მიმართულებაში არ ჯდება: ქარიშხალია, ბობოქარია, გადარეულია, დღესასწაულია!

ირაკლი ჭკადუა - ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების არ გეშინია! აი, ასეთი ცხოვრება გვასწავლა მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს და... ბიჭი დღესასწაული წავიდა... წავიდა და ისეთი ტკივილია, კედელი გინდა".