მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ" - კახა ქემოკლიძე
"სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ" - კახა ქემოკლიძე

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რის კახა ქე­მოკ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მეგ­რე­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს, მალ­ხაზ თო­რი­ას და მის არას­რულ­წლო­ვან შვილს თავს და­ესხნენ და სცე­მეს.

რო­გორც კახა ქე­მოკ­ლი­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, თავ­დას­ხმა 30 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ათ­ზე, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოკ­ში მოხ­და, რო­დე­საც თო­რია შვილ­თან ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის საფ­ლავ­ზე მი­დი­ო­და.

"30 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ათ­ზე, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოკ­ში, მალ­ხაზ თო­რია, მის არას­რულ­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­სუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის საფ­ლავ­ზე, რა დრო­საც, სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მის ავ­ტო­მან­ქა­ნას მი­უ­ახ­ლოვ­და და გზა ჩა­უ­ხერ­გა სამ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა. მათ შო­რის ერთ-ერთი იყო თეთ­რი ფე­რის, BMW-ს მარ­კის, X3 მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა, მე­ო­რე ავ­ტო­მან­ქა­ნა იყო "მერ­სე­დე­სის" მარ­კის, ლურ­ჯი ფე­რის, ხოლო მე-3 ავ­ტო­მან­ქა­ნა იყო შავი ფე­რის, თუმ­ცა მისი მარ­კის გარ­ჩე­ვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს.

სა­მი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით 8 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც მი­უ­ახ­ლოვ­დნენ მალ­ხაზ თო­რი­ას და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ რო­გორც მას, ასე­ვე მას­თან ერ­თად მყოფ არას­რულ­წლო­ვან შვილს. ასე­ვე, და­უ­ზი­ა­ნეს ავ­ტო­მან­ქა­ნა, და­უჭ­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნის ოთხი­ვე სა­ბუ­რა­ვი და წა­არ­თვეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქნა ნა­პოვ­ნი. მალ­ხაზ თო­რია თავ­დამ­სხმე­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, რომ რა­ღაც ეშ­ლე­ბო­დათ, რა­ზეც თავ­დამ­სხმე­ლე­ბი პა­სუ­ხობ­დნენ, რომ არა­ფე­რი შეშ­ლი­ათ და ზუს­ტად იქ იყ­ვნენ, სა­დაც უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ძა­ლა­დო­ბის მო­მენ­ტში მალ­ხაზ თო­რი­ას პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ "მეტს იმ­სა­ხუ­რებ­და, რად­გან არას­წო­რი გზა აირ­ჩია და მათ გა­ნუდ­გა", - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს ფაქ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბას და თავ­დამ­სხმე­ლე­ბის დას­ჯას ითხოვს.

"რო­გორც ირ­კვე­ვა, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ სო­ფელ კოკ­ში, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ მალ­ხაზ თო­რი­ას სახ­ლს და ეძებ­დნენ ხელ­საყ­რელ მო­მენტს თავ­დას­ხმის­თვის. მო­ვი­თხოვთ ფაქ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბას, თავ­დამ­სხმე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და მკაც­რად დას­ჯას. რო­გორც ჩანს, და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გას­ცდა. სა­უ­ბა­რია არამ­ხო­ლოდ და­ნა­შა­ულ­ზე, არა­მედ მო­რა­ლის და ადა­მი­ა­ნო­ბის სრულ წაშ­ლა­ზე, ისე­ვე რო­გორც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბნე­ლი და მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კის სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბა­ზე" - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
26

საინტერესოა 30 დეკემბერს 21:30 სოფელ კოკის სასაფლაოზე ბვშვთან ერთად რა უნდოდა მეტი ფანტაზიის უნარი არ ააქვს აშკარად კოქსი აქვს შეყნოსილი

მერაბ გ.
33

ესაა კობახიძის მიერ გაცხადებული პოლიტიკა "ჩვენ საკრებულოებში კოალიცია, არ გვინდა, ცალკეულ დეპუტატებთან ვილაპარაკებთ ცალ-ცალკე" ... და ლაპარაკობენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ" - კახა ქემოკლიძე

"სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ" - კახა ქემოკლიძე

"საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს.

როგორც კახა ქემოკლიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა, როდესაც თორია შვილთან ერთად გარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიოდა.

"30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო "მერსედესის" მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს.

სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მასთან ერთად მყოფ არასრულწლოვან შვილს. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ "მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" შესაბამის ორგანოებს ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.

"როგორც ირკვევა, თავდამსხმელები, დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის. მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და მკაცრად დასჯას. როგორც ჩანს, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა. საუბარია არამხოლოდ დანაშაულზე, არამედ მორალის და ადამიანობის სრულ წაშლაზე, ისევე როგორც წინა ხელისუფლების ბნელი და მანკიერი პრაქტიკის სრულად ადაპტირებაზე" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.