მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ და ასე ვამთავრებთ წელს" - ბადრი ჯაფარიძე
"რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ და ასე ვამთავრებთ წელს" - ბადრი ჯაფარიძე

"რაც კი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვართ დღეს და ასე ვამ­თავ­რებთ წელს" - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ას „ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ 2021 წელი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბის წელი იყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით გა­უშ­ვა ხე­ლი­დან.

„ეს წელი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სწო­რედ კრი­ზი­სე­ბის ოდე­ნო­ბით, მწვა­ვე ვი­თა­რე­ბა გვქონ­და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სით და­ვი­წყეთ წელი და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სით ვამ­თავ­რებთ. ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, პან­დე­მი­უ­რი კრი­ზი­სი. ჰქონ­და შან­სი ქვე­ყა­ნას, რომ გა­და­ედ­გა წინ ნა­ბი­ჯე­ბი, რო­დე­საც ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას 19 აპ­რილს. სამ­წუ­ხა­როდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­მო­ვი­და ამ შე­თან­ხმე­ბი­დან, რო­მელ­საც ყვე­ლა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მე­გო­ბა­რი უწო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის საგ­ზაო რუ­კას. გვქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო დარ­ღვე­ვე­ბით, შემ­დეგ გვქონ­და და გვაქვს პოსტსა­არ­ჩევ­ნო კრი­ზი­სე­ბი საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში. ასე რომ, რაც კი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვართ დღეს და ასე ვამ­თავ­რებთ წელს.

რო­დე­საც ბერ­კე­ტე­ბი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში, ბერ­კე­ტე­ბის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ან არ გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა კრი­ზი­სის შექ­მნის ან კრი­ზი­სის არ გა­დაჭ­რის მი­ზე­ზი. შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნდა, კრი­ზი­სებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ყვე­ლა იმ კრი­ზის­ზე, რო­მე­ლიც ჩა­მოვ­თვა­ლე. 2021 წელი იყო სავ­სე მწვა­ვე კრი­ზი­სე­ბით, პრობ­ლე­მე­ბით და გა­დავ­დი­ვართ 2022 წელ­ში ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ვე იყო ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წელი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვის გამო გა­უშ­ვა ხე­ლი­დან”, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ

ალექს
0

პრობლემური სესხი მეტი გვაქვს , თითიდან გამოწოვილი და კაბალამოხვეული !

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ და ასე ვამთავრებთ წელს" - ბადრი ჯაფარიძე

"რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ და ასე ვამთავრებთ წელს" - ბადრი ჯაფარიძე

"რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ დღეს და ასე ვამთავრებთ წელს" - ამის შესახებ პარტიას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 2021 წელი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების წელი იყო და ხელისუფლებამ შესაძლებლობები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გაუშვა ხელიდან.

„ეს წელი გამორჩეული იყო სწორედ კრიზისების ოდენობით, მწვავე ვითარება გვქონდა ყველა მიმართულებით. პოლიტიკური კრიზისით დავიწყეთ წელი და პოლიტიკური კრიზისით ვამთავრებთ. ეკონომიკური კრიზისი, პანდემიური კრიზისი. ჰქონდა შანსი ქვეყანას, რომ გადაედგა წინ ნაბიჯები, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას 19 აპრილს. სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, რომელსაც ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი უწოდებს საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკას. გვქონდა ადგილობრივი არჩევნები, რომელიც გამორჩეული იყო დარღვევებით, შემდეგ გვქონდა და გვაქვს პოსტსაარჩევნო კრიზისები საკრებულოებში. ასე რომ, რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ დღეს და ასე ვამთავრებთ წელს.

როდესაც ბერკეტები არის ხელისუფლების ხელში, ბერკეტების არასწორად გამოყენება ან არ გამოყენება ხდება კრიზისის შექმნის ან კრიზისის არ გადაჭრის მიზეზი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კრიზისებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ყველა იმ კრიზისზე, რომელიც ჩამოვთვალე. 2021 წელი იყო სავსე მწვავე კრიზისებით, პრობლემებით და გადავდივართ 2022 წელში ამ მემკვიდრეობით. სამწუხაროდ, ასევე იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელისუფლებამ სამწუხაროდ, სწორედ მისი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ სწრაფვის გამო გაუშვა ხელიდან”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ