მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო" - დავით სერგეენკო
"ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო" - დავით სერგეენკო

"ის, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, ეს სი­ურპრი­ზი არა­ვის­თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან წი­ნას­წარ იყო ცნო­ბი­ლი, რომ მას შემ­დეგ, რაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბო­და, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და,- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

"ეს არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თა­ვის­თა­ვად ცხა­დი მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დეც, რო­გორც კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბო­და, უკან დაბ­რუნ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, სტა­ბი­ლუ­რი იყო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თუ არა, ამა­ზე დო­მი­ნან­ტუ­რად ბევ­რად მეტი არა­ე­ქი­მი აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, ვიდ­რე მისი მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბი.

მერ­წმუ­ნეთ, არ­ცერთ ექიმს არ მო­უ­ვა თავ­ში აზ­რად ის, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად და­ამ­ძი­მოს ან შე­ამ­სუ­ბუ­ქოს. როცა ექიმს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, ის თა­ვის ფუნ­ქცი­ას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს და ამას ბოლო 2 წელი გვაჩ­ვე­ნებს. ასე რომ, ად­ვო­კა­ტებ­მა, არა­ე­ქი­მებ­მა, ენ­თუ­ზი­ას­ტებ­მა აცა­ლონ ექი­მებს თა­ვი­სი საქ­მის კე­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მისი თქმით, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ შიმ­ში­ლო­ბას და­ი­წყებს, ეს ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც და ჰუ­მა­ნუ­რა­დაც. რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კო აღ­ნიშ­ნავს, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე შე­ფა­სე­ბებს სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ, „ეს მხო­ლოდ ვნებს და ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
1

მაგი, რომ უჭმელი, გარეთ გამოგეპაროთ, მერე, ვერც დაიჭერთ, ქვეყანას გადაჭამს. 

პავლე
3

გისმენთ გვარამია ეხლა თქვენი კომენტარების დროა.აბა ცხრლ ცხელად გამოაცხვე პასკვილები მთავრობის მხეცობაზე სააკაშვილის მიმართ და გადააგზავნე ევროპაში. მაგრა, ევროპიდან მარტო წვრილფეხობა აკეთებს შეშფოთებულ კომენტარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო" - დავით სერგეენკო

"ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნდებოდა, სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო" - დავით სერგეენკო

"ის, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, ეს სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

"ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები.

მერწმუნეთ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. როცა ექიმს მუშაობის საშუალებას აძლევენ, ის თავის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს და ამას ბოლო 2 წელი გვაჩვენებს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს ძალიან ცუდი იქნება ადამიანურადაც და ჰუმანურადაც. როგორც დავით სერგეენკო აღნიშნავს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეფასებებს სხვა პროფესიის ადამიანები აკეთებენ, „ეს მხოლოდ ვნებს და ძაბავს სიტუაციას“.