საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ" - ომბუდსმენის წარმომადგენელი
"27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

"27 დე­კემ­ბერს არის დას­მუ­ლი ახა­ლი დი­აგ­ნო­ზი, რო­მელ­საც ამ ეტა­პის­თვის არ გა­ვახ­მა­უ­რებთ" - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გო­რის ჰოს­პიტ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

საბა ბრაჭ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი თავს კვლავ არ გრძნობს კარ­გად და ითხოვს და­მა­ტე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რას.

"შევ­ხვდი რო­გორც ნევ­რო­ლოგს, ისე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და თა­ვად პა­ცი­ენ­ტსაც. რო­გორც გა­ვი­გეთ, 27 დე­კემ­ბერს არის დას­მუ­ლი ახა­ლი დი­აგ­ნო­ზი, რო­მელ­საც ამ ეტა­პის­თვის არ გა­ვახ­მა­უ­რებთ. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს პა­ცი­ენ­ტი, მას ჰქონ­და სამი ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი კრი­ზი, ამ­ჟა­მად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარ­გად და ითხოვს და­მა­ტე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რას, მათ შო­რის - ნევ­რო­ლოგ­თან, თუმ­ცა, მკურ­ნა­ლი ნევ­რო­ლო­გი ამ­ბობს, რომ ამ დრო­ის­თვის დი­ნა­მი­კა არის და­დე­ბი­თი. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, არ მოგ­ვე­ცა სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ მი­ზე­ზით, რომ 6 სა­ა­თის შემ­დგომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ფორ­მა #100-ის ნახ­ვა.

ამ მო­მენ­ტის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახა­ლი მკურ­ნა­ლი ექი­მი არ არის და­ნიშ­ნუ­ლი. რო­გორც გან­გვი­მარ­ტეს, ამ დრო­ის­თვის, სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბი ერ­თობ­ლი­ვად იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის და­გეგ­მვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, 27-ში, სწო­რედ იმ მო­მენ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და რო­დე­საც წა­ვი­და, ამის შემ­დეგ მას­თან შე­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­მაც ჯერ სცა­დეს მის­თვის სა­ა­თის წარ­თმე­ვა, რა დრო­საც ფი­ზი­კურ იძუ­ლე­ბა­საც ჰქონ­და ად­გი­ლი, ხოლო შემ­დგომ მოხ­და ფან­ჯრის სრუ­ლად დაგ­მან­ვა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამო­იჭ­რა მცი­რე სარ­კმე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მცი­რე­დით იღე­ბა. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მზის შუქი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს ამ მცი­რე სარ­კმლის სა­შუ­ა­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იროდი
0

ეს ყველაფერი ახლა დაემართა ამ კაცს? ნევროლოგი, ფსიქიქტრი, უროლოგი, ვერმონელება, ვერგამოყოფა, შიშები ... და ასეთი ფსიქიკისა და ჯანმრთელობისა იყო ქვეყნის პრესიდენტი და მტავარსარდალი? იცოდით და დუმდით? აი ესაა ღალატი!

Kosta
0

ფორმა 100 რა შუაშია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

"27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

"27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ" - ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

საბა ბრაჭველის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას.

"შევხვდი როგორც ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად ამბობს პაციენტი, მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი, ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის - ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი. დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის შემდგომ შეუძლებელი იყო ფორმა #100-ის ნახვა.

ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

სააკაშვილის თქმით, 27-ში, სწორედ იმ მომენტის შემდეგ, როდესაც მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და როდესაც წავიდა, ამის შემდეგ მასთან შევიდა დაახლოებით ექვსი თანამშრომელი, რომლებმაც ჯერ სცადეს მისთვის საათის წართმევა, რა დროსაც ფიზიკურ იძულებასაც ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ მოხდა ფანჯრის სრულად დაგმანვა, თუმცა, მოგვიანებით ამოიჭრა მცირე სარკმელი, რომელიც ამჟამად მცირედით იღება. ჩემთვის წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ შეიძლება შევიდეს ამ მცირე სარკმლის საშუალებით“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.