საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია? ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა? - ამ კითხვებით მიმართა მმართველი პარტიის დეპუტატებს „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთ გამოსავლად შესთავაზა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ახალი სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნოს.
"ბევრი მოვისმინე აქ დისკუსია ამ თემაზე და იყო არგუმენტი გამოთქმული მშობიარობაზე, იყო სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, მაგრამ საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია. მართლა რაში გვჭირდება? ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა? თუ ოდესღაც არ იყო ინსტიტუცია სწორი, კარგი, არ უჭერდით მხარს და ახლა რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს მოგვეწონა, ამიტომ კარგი გახდა?
მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მხოლოდ. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ინსტიტუცია მართლა გვჭირდება. „ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო, ხომ ცხადია, რომ ლონდა თოლორაიაზეა ახლა საუბარი? ანუ ერთი ადამიანის გაშვებაზე ამდენი ამბავი ავტეხეთ. თუ ასეთი მიზანი არ გაქვთ და მართლა რაღაც რეფორმაა ჩაფიქრებული, რომელსაც ვერ ვხედავ რაში გამოიხატება, მაგრამ დავუშვათ რომ ასეა, რადგან პრემიერ-მინისტრი აფასებს ლონდა თოლორაიას კვალიფიკაციას, საჯაროდ შესთავაზა მას დასაქმება, იქნებ ამ ახალი სააგენტოს თავმჯდომარის თუ დირექტორის პოზიციაც შესთავაზოთ? თვითონ აირჩიოს, რომელი ახალი სააგენტოს თავმჯდომარეობა უნდა და მაშინ ყველა კითხვა მოიხსნება - ლონდა დარჩება თანამდებობაზე და შეგვეძლება რაღაც რეფორმაზეც ვისაუბროთ. მგონია, რომ მარტივი გამოსავალი იქნება ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ჩვენი პოლიტიკური სისტემა ანტისახალხოა, ანტიეროვნული და უზნეოც -ის უზრუნველყოფს ადამიანთა ერთი, ან რამოდენიმე მცირე ჯგუფის უსაზღვრო ბატონობას გაერთიანებულ სახალხო მასაზე , რა დროსაც უკანასკნელი ღატაკდება და უმცირესობა მდიდრდება არა საკუთარი შრომის, არამედ სხვისი ნაშრომის მითვისების ხარჯზე ! შესაბამისად ეკონომიკური სისტემაც ბერწია, ის ახალ ღირებულებას არ წარმოქმნის-ძველის მითვისებაზეა ლაპარაკი და შედგა ის შაგრენის ტყავივით , რა არის აქ გაუგებარი , დაპატარავდა და საცაა იმ ხანჯალს ჩაგვცემენ უზნეობა რომ იმსახურებს ! აქ მიშას გენიალურობით -არადა პროფანია, და გოცრუიძის კდემამოსილებით-არადა მეშვიდე მდინარეზე მაგისთვის ქვაბი თუხთუხებს, ბარე დუჟინი წითელი ეშმაკუნა მებაჟე, მევახშე და მეძავი ჩაეტევა, ფონს ვერ გავალთ! მიმდინარეობს ურცხვი კოსმეტიკა კვაზიდემოკრატიული შებათქაშების გზით -საპარლამენტო კანონშემოქმედება რომ ქვია და აბსოლუტურად ფუჭია მახინჯი პირამიდის ღებვა ცისარტყელას ფერებში - ნაცქოცმოქკავშირული კლანპარტიული რუხნაცრისფერი დიქტატურის , ან ეს დასრულდეს უნდა ან დავსრულდებით , ილევა რესურსი და ის არ ივსება , არ ვიცი ემიგრაციიდან იხუვლებს ვითომ ?
ნუ რა კომენტარი გავაკეთო .!.