მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წლით უმცროსი მეუღლე, მშობლების მიერ დაფარული სესხი და მეურნეობა კახეთში - როგორია პარლამენტის თავმჯდომარის აპოლიტიკური ცხოვრება?
11 წლით უმცროსი მეუღლე, მშობლების მიერ დაფარული სესხი და მეურნეობა კახეთში - როგორია პარლამენტის თავმჯდომარის აპოლიტიკური ცხოვრება?

დღეს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აირ­ჩი­ეს. პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, კახა კუ­ჭა­ვა შეც­ვა­ლა.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან არის, მას მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ ტი­ბა­ან­ში აქვს. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტმა გა­ნათ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო. 1998 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­და. 1998-2002 წლებ­ში გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვლის სამ­სა­ხუ­რის (DAAD) სტი­პენ­დი­ით სწავ­ლობ­და სა­არ­ლან­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც 1999 წელს მი­ე­ნი­ჭა სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი, ხოლო 2002 წელს - სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი 2003-2007 წლებ­ში იყო გერ­მა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (GTZ) სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტი. 2007-2017 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (GIZ) სა­მარ­თლის პროგ­რა­მის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას, ხოლო 2017-2020 წლებ­ში იყო სა­მარ­თლის პროგ­რა­მის სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პარ­ტი­უ­ლი სიით, აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მე­ა­თე მოწ­ვე­ვის წევ­რად. 2012 წლი­დან კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არის ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე გვან­ცა სუ­თი­ძე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე პა­პუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2013 წელს და­ი­ბა­და. შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს.

გვან­ცა სუ­თი­ძე მე­უღ­ლე­ზე 11 წლით უმ­ცრო­სია. მუ­შა­ობს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად და ასე­ვე ფლობს წილს ოჯა­ხურ ბიზ­ნეს­ში.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მიერ 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე სიღ­ნა­ღი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ სო­ფელ ვა­ქირ­ში, ზუ­რაბ პა­პუ­აშ­ვილ­თან ერ­თად 10 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვეთს ფლობს. პა­პუ­აშ­ვილ­მა სო­ფელ ტი­ბა­ან­ში, 2060 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი 2018 წელს 2500 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ის ბერ­დია ბე­რი­ძეს­თან ერ­თად ფლობს ასე­ვე ტი­ბა­ან­ში 1720 კვ. მეტრ მი­წის ნაკ­ვე­თის.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში 114 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ბინა 64 640 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. კრწა­ნის­ში შე­ი­ძი­ნა 2500 დო­ლა­რად ავ­ტო­ფა­რე­ხი. პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ორ მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლობს. Hyundai Tucson-ში 2008 წელს 20 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. Nissan Xterra 12 000 ათას დო­ლა­რად 2012 წელს შე­ი­ძი­ნა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლემ გვან­ცა სუ­თი­ძემ თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ორი სარ­თუ­ლი 2008 წელს 30 ათას ლა­რად შე­ი­ძი­ნა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი (ორი სარ­თუ­ლი), ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ სო­ფელ კა­ჩა­ეთ­ში მი­წის ნაკ­ვეთ­თან ერ­თად 2020 წელს ბე­ბი­ის­გან ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა.

გვან­ცა სუ­თი­ძე ბერ­დია ბე­რი­ძეს­თან ერ­თად „შპს გზი­რი­ა­ნის მა­რა­ნის“ 50%-ის მფლო­ბე­ლია. კომ­პა­ნია ღვი­ნოს აწარ­მო­ებს. შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს ბერ­დია ბე­რა­ძეს­თან ერ­თად კა­ხეთ­ში სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვაზი აქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი და კომ­პა­ნია ღვი­ნოს თა­ვად აწარ­მო­ებს.

გვან­ცა სუ­თი­ძე ასე­ვე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტია. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ჩანს, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 940,8 ლარი მი­ი­ღო ხელ­ფა­სის სა­ხით.

გა­სულ წელს, გვან­ცა სუ­თი­ძემ ბე­ბი­ის­გან სა­ჩუქ­რის სა­ხით მი­წის ნაკ­ვე­თი სახ­ლით მი­ი­ღო. შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა კი მშობ­ლე­ბის­გან 17 ათა­სი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც სეს­ხის და­სა­ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნა. პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის ან­გა­რიშ­ზე რამ­დე­ნი­მე სეს­ხი ფიქ­სირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათიკო
4

არაფერს განსაკუთრებულ ქონებას არ ფლობს.

რა არის აქ სასტატიო და განსაცვიფრებელი. 

ოოო!
13

ხალხნო! არ გიკვირთ რად უნდათ ამ ხალხს ამდენი ქონება, რა სიამოვნებას პოულობენ ქონებიდან როცა იმდენი განათლება არ აქვთ, წინადადებას ვერ ამბობენ ბოლომდე თუ არ წაიკითხეს, მაინც რად უნდათ ამდენი ქონება, ბოლოს მე და ის ერთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სამი მეტრი მიწა და გასწორებულია ყველა უთანასწორობა, შენც მიწა შეგახრამუნებს და მაგათაც, რა კანონიერია ღმერთი, სხვანაირად როგორ უნდა გაუსწორდე ამ უთავმოყვარე ხალხს. იმათმა რა დააშავეს ვისაც ერთ გოჯა მიწას არ უტოვებთ რომ გაიარონ ზედ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

11 წლით უმცროსი მეუღლე, მშობლების მიერ დაფარული სესხი და მეურნეობა კახეთში - როგორია პარლამენტის თავმჯდომარის აპოლიტიკური ცხოვრება?

11 წლით უმცროსი მეუღლე, მშობლების მიერ დაფარული სესხი და მეურნეობა კახეთში - როგორია პარლამენტის თავმჯდომარის აპოლიტიკური ცხოვრება?

დღეს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს. პარლამენტის დეპუტატმა ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი წარმოშობით კახეთიდან არის, მას მშობლიური სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტ ტიბაანში აქვს. პროფესიით იურისტმა განათლება გერმანიასა და საქართველოში მიიღო. 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. 1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში, სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი.

შალვა პაპუაშვილი 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი. 2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო 2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად. 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილს ჰყავს მეუღლე გვანცა სუთიძე და ერთი ქალიშვილი ელენე პაპუაშვილი, რომელიც 2013 წელს დაიბადა. შალვა პაპუაშვილის მეუღლეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს.

გვანცა სუთიძე მეუღლეზე 11 წლით უმცროსია. მუშაობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვან სპეციალისტად და ასევე ფლობს წილს ოჯახურ ბიზნესში.

შალვა პაპუაშვილის მიერ 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე სიღნაღი მუნიციპალიტეტ სოფელ ვაქირში, ზურაბ პაპუაშვილთან ერთად 10 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობს. პაპუაშვილმა სოფელ ტიბაანში, 2060 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 2018 წელს 2500 ლარად შეიძინა. ის ბერდია ბერიძესთან ერთად ფლობს ასევე ტიბაანში 1720 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთის.

შალვა პაპუაშვილმა კრწანისის რაიონში 114 კვადრატული მეტრი ბინა 64 640 დოლარად შეიძინა. კრწანისში შეიძინა 2500 დოლარად ავტოფარეხი. პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ორ მსუბუქ ავტომანქანას ფლობს. Hyundai Tucson-ში 2008 წელს 20 000 დოლარი გადაიხადა. Nissan Xterra 12 000 ათას დოლარად 2012 წელს შეიძინა.

პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლემ გვანცა სუთიძემ თბილისში საცხოვრებელი სახლის ორი სართული 2008 წელს 30 ათას ლარად შეიძინა. საცხოვრებელი სახლი (ორი სართული), ამბროლაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კაჩაეთში მიწის ნაკვეთთან ერთად 2020 წელს ბებიისგან ჩუქებით გადაეცა.

გვანცა სუთიძე ბერდია ბერიძესთან ერთად „შპს გზირიანის მარანის“ 50%-ის მფლობელია. კომპანია ღვინოს აწარმოებს. შალვა პაპუაშვილს ბერდია ბერაძესთან ერთად კახეთში საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ვაზი აქვს გაშენებული და კომპანია ღვინოს თავად აწარმოებს.

გვანცა სუთიძე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტია. როგორც დეკლარაციიდან ჩანს, ერთი წლის განმავლობაში 940,8 ლარი მიიღო ხელფასის სახით.

გასულ წელს, გვანცა სუთიძემ ბებიისგან საჩუქრის სახით მიწის ნაკვეთი სახლით მიიღო. შალვა პაპუაშვილმა კი მშობლებისგან 17 ათასი დოლარი, რომელიც სესხის დასაფარად გამოიყენა. პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ანგარიშზე რამდენიმე სესხი ფიქსირდება.