კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენ მალე არ გვეყოლება ცოცხალი“ - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მიერ შიმშილობის შესაძლო დაწყებაზე
"ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენ მალე არ გვეყოლება ცოცხალი“ - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მიერ შიმშილობის შესაძლო დაწყებაზე

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მი, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე აცხა­დებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ყიფ­ში­ძემ "მთა­ვარ­თან" ისა­უბ­რა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენ­ტამ­დე უკვე საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. მისი ავად­მყო­ფო­ბა არ გა­ნი­კურ­ნა ჯერ, ასე რომ, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბო­და, ამ ინ­ცი­დენ­ტმა კი­დევ მეტი პრობ­ლე­მა და­ა­მა­ტა და ვი­ტყო­დი, რომ ახლა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

მე არ შე­მიშ­ვეს შიგ­ნით, მაგ­რამ რაც გა­ვი­გე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­გან, მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ნა­ახ­ლებს შიმშლო­ბას, ეს კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ პრე­ზი­დენ­ტი ჩვენ მალე არ გვე­ყო­ლე­ბა ცო­ცხა­ლი“, - აცხა­დებს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე.

  • ცნო­ბის­თვის, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე წერ­და.

"დღეს შე­მო­ვიდ­ნენ წა­საყ­ვა­ნად, 6-ის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, შავ ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლე­ბი. შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ გა­დავ­ყავ­დი, მაგ­რამ არ მი­თხრეს, სად. მე მო­ვი­თხო­ვე წნე­ვის და პულ­სის შე­მოწ­მე­ბა. წნე­ვა მქონ­და 180, მე­ო­რე გა­ზომ­ვა­ზე 200-110-ზე. ჩემი ნორ­მა­ლუ­რი წნე­ვა არის 120-80. ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი კრი­ზი. არას­დროს მქო­ნია ასე­თი წნე­ვა და პულ­სი. ამის შემ­დეგ სცა­დეს ძა­ლით გაყ­ვა­ნა.

მე გა­ვუ­წიე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ამის შემ­დეგ გა­ვი­თი­შე და არ მახ­სოვს არა­ფე­რი. გო­ნე­ბა­ზე რომ მო­ვე­დი, ექი­მი მედ­გა თავ­ზე და მი­თხრა, რომ არ­სად აღარ გა­დავ­ყავ­დი და ვრჩე­ბო­დი ჰოს­პი­ტალ­ში. ასე­ვე მი­თხრეს, რომ ჩემს ექი­მებს შე­მო­უშ­ვებ­დნენ და არ შე­მო­უშ­ვეს. ეს იყო ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც ოდეს­მე მქო­ნია. თან სულ მი­ღებ­დნენ ვი­დე­ოს. მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს, ვი­დე­ო­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ჩემი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის, ანა ჯა­ნი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სა­ა­კაშ­ვილ­მა კვლავ შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყოს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
0

ამ ჭკვიანმა არსებამ ვერ გააცნობიერა, რომ პატიმარია უკვე სამი თვეა და კიდევ ექვსი წელი უნდა მოიხადოს მინიმუმ.

ეს მინდა, ის არ მინდა თუ ციხეში მოდის, მაშინ ყველა სიამოვნებით ჩაჯდება. 

ქართველი
0

შენ ჯერ ის გაარკვიე რა განსხვავებაა პრეზიდენტსა და ნაპრეზიდენტალში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენ მალე არ გვეყოლება ცოცხალი“ - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მიერ შიმშილობის შესაძლო დაწყებაზე

"ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენ მალე არ გვეყოლება ცოცხალი“ - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მიერ შიმშილობის შესაძლო დაწყებაზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულის შესახებ ყიფშიძემ "მთავართან" ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღევანდელ ინციდენტამდე უკვე საკმაოდ რთული იყო. მისი ავადმყოფობა არ განიკურნა ჯერ, ასე რომ, მკურნალობა გრძელდებოდა, ამ ინციდენტმა კიდევ მეტი პრობლემა დაამატა და ვიტყოდი, რომ ახლა ძალიან, ძალიან რთული მდგომარეობაა.

მე არ შემიშვეს შიგნით, მაგრამ რაც გავიგე სახალხო დამცველისგან, მდგომარეობა ძალიან რთულია.

თუ მიხეილ სააკაშვილი განაახლებს შიმშლობას, ეს კატასტროფა იქნება სრულიად, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ჩვენ მალე არ გვეყოლება ცოცხალი“, - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

  • ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც გორის ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტზე წერდა.

"დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად. მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი. ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა.

მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა", - წერს სააკაშვილი.

ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ანა ჯანიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა დაიწყოს.