მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არემჯის მხარდაჭერით,  დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს
არემჯის მხარდაჭერით,  დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტ დიდ­გო­რე­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტში უც­ნო­ბი ბოლ­ნი­სის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი მინი ფილ­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს.

უც­ნო­ბი ბოლ­ნი­სი - დიდ­გო­რე­ლის კი­დევ ერთი შე­მეც­ნე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტია, რო­მე­ლიც სას­კო­ლო კონ­კურ­სში ჩარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა თუ ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ე­ბის სე­რი­ის მომ­ზა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დიდ­გო­რე­ლის ავ­ტო­რი, ის­ტო­რი­კო­სი ლე­ვან ჟვა­ნია, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს პრო­ექ­ტის­თვის მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა. მისი თქმით, მინი დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ზე, მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა შე­დეგ­მა გა­ა­მარ­თლა და ვი­დე­ო­ებ­მა მა­ყუ­რებ­ლე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია:

„ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ბოლ­ნი­სი, არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ის­ტო­რი­ულ ფაქტს თუ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლს ინა­ხავს. სწო­რედ ამ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის, ფაქ­ტე­ბი­სა თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბოლ­ნი­სელ­მა დიდ­გო­რე­ლებ­მა, ჩვენ­თან ერ­თად მო­ი­ძი­ეს და და­ა­მუ­შა­ვეს სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი და მათი კვლე­ვის შე­დეგს მინი ფილ­მე­ბის სა­ხით ვთა­ვა­ზობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დაც მთხრო­ბე­ლე­ბიც ჩვე­ნი დიდ­გო­რე­ლე­ბი არი­ან“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ჟვა­ნი­ამ.

უც­ნო­ბი ბოლ­ნი­სის - ფარ­გლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი 6 მინი ფილ­მი ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის უძ­ვე­ლე­სი წარ­წე­რე­ბის, XIII სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის წუღ­რუ­ღა­შე­ნის, სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის უმ­ცრო­სი ძმის თბი­ლე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის ნი­კო­ლოზ ორ­ბე­ლი­ა­ნის, ბოლ­ნი­სე­ლი ეპის­კო­პო­სი და­ვი­თი­სა და კა­ტა­რი­ნენ­ფელ­დში მცხოვ­რე­ბი გერ­მა­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს აერ­თი­ა­ნებს.

„ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად დიდ­გო­რელ­მა 2021 წელ­საც მო­ა­ხერ­ხა, არა­ერ­თი სა­კონ­კურ­სო ტუ­რის, კონ­ფე­რენ­ცი­ის თუ სხვა შე­მეც­ნე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა. ვფიქ­რობ, რომ მინი ფილ­მე­ბის სე­რია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პრო­დუქ­ტი თა­ვად დიდ­გო­რე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მომ­ზად­და და გავ­რცელ­დე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში.„ - გა­ნა­ცხა­და არემ­ჯის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ნა­ტა­ლი ნო­ზა­ძემ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

არემჯის მხარდაჭერით,  დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს

არემჯის მხარდაჭერით,  დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს

საგანმანათლებლო პროექტ დიდგორელის მონაწილეებმა გოეთეს ინსტიტუტში უცნობი ბოლნისის თემაზე შექმნილი მინი ფილმების პრეზენტაცია გამართეს.

უცნობი ბოლნისი - დიდგორელის კიდევ ერთი შემეცნებითი კომპონენტია, რომელიც სასკოლო კონკურსში ჩართული ახალგაზრდების მიერ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტებისა თუ ძეგლების შესახებ ვიდეოების სერიის მომზადებას ითვალისწინებს.

დიდგორელის ავტორი, ისტორიკოსი ლევან ჟვანია, პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს პროექტისთვის მოძიებული მასალების შესახებ ესაუბრა და არაერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, მინი დოკუმენტურ ფილმებზე, მუშაობა საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა შედეგმა გაამართლა და ვიდეოებმა მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია:

„ყველასათვის საყვარელი და მრავალსაუკუნოვანი ბოლნისი, არაერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს თუ ნაკლებად ცნობილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ინახავს. სწორედ ამ უცნობი ადამიანების, ფაქტებისა თუ მნიშვნელოვანი ძეგლების შესახებ ისტორიაზე შეყვარებულმა ბოლნისელმა დიდგორელებმა, ჩვენთან ერთად მოიძიეს და დაამუშავეს საარქივო მასალები და მათი კვლევის შედეგს მინი ფილმების სახით ვთავაზობთ საზოგადოებას, სადაც მთხრობელებიც ჩვენი დიდგორელები არიან“ - აღნიშნა ლევან ჟვანიამ.

უცნობი ბოლნისის - ფარგლებში გადაღებული 6 მინი ფილმი ბოლნისის სიონის უძველესი წარწერების, XIII საუკუნის ისტორიული ძეგლის წუღრუღაშენის, სულხან-საბა ორბელიანის უმცროსი ძმის თბილელი მიტროპოლიტისა და მეცნიერის ნიკოლოზ ორბელიანის, ბოლნისელი ეპისკოპოსი დავითისა და კატარინენფელდში მცხოვრები გერმანელების შესახებ საინტერესო ცნობებს აერთიანებს.

„ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად დიდგორელმა 2021 წელსაც მოახერხა, არაერთი საკონკურსო ტურის, კონფერენციის თუ სხვა შემეცნებითი ღონისძიების გამართვა. ვფიქრობ, რომ მინი ფილმების სერია განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი თავად დიდგორელების ჩართულობით მომზადდა და გავრცელდება ახალგაზრდებში.„ - განაცხადა არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

NS