მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიესაჯა ფოთის ყოფილ მერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა? - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა
რატომ მიესაჯა ფოთის ყოფილ მერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა? - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა­ში, თაღ­ლი­თო­ბის დახ­მა­რე­ბა­სა და ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის ჯგუ­ფუ­რად დამ­ზა­დე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მერი დამ­ნა­შა­ვედ ცნო, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ფო­თის მერ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მფარ­ვე­ლო­ბი­სა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე თან­ხის გა­და­რი­ცხვის სა­ნაც­ვლოდ, სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის - შპს "პი­რა­მი­და ფ.რ. ფი­ლი­ა­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლის­გან ქრთა­მის სა­ხით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა -30 000 ლარი აიღო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფო­თის მერი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს და­ეხ­მა­რა თაღ­ლი­თუ­რი გზით და­უფ­ლე­ბო­და ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას - 439 892.46 ლარს.

"გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2015 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, ფო­თის მერ­სა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის და­ი­დო სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ფო­თის მე­რი­ის მიერ შეს­ყი­დუ­ლი იქნა მალ­თაყ­ვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფო­თის მერი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უ­თან­ხმდა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ თან­ხებს აუ­ნა­ზღა­უ­რებ­და წი­ნას­წარ, სა­მუ­შა­ო­ე­ბის უშუ­ა­ლო შეს­რუ­ლე­ბამ­დე, რის სა­ნაც­ვლო­დაც ქრთა­მის სა­ხით 30 000 ლარი აიღო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ,კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ფო­თის მერ­თან შე­თან­ხმე­ბით, ეტა­პობ­რი­ვად და­ამ­ზა­და შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­თა ყალ­ბი აქ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც შე­ი­ტა­ნა ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ფო­თის მერ­მა კი, მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს და თა­ნამ­შრო­მელს აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი აქ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბით და­დას­ტუ­რე­ბა და­ა­ვა­ლა. ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ქა­ლაქ ფო­თის ყო­ფი­ლი მერი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის II ნა­წი­ლით (ქრთა­მის მო­თხოვ­ნა და აღე­ბა), 25, 180-ე მუხ­ლის III ნა­წი­ლით (თაღ­ლი­თო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა), 210-ე მუხ­ლის II ნა­წი­ლით (ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის ჯგუ­ფუ­რად დამ­ზა­დე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა) და სას­ჯე­ლის ზო­მად გა­ნუ­სა­ზღვრა - 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ჯა­რი­მა - 40 000 ლარი და 3 წლით საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. ამა­ვე გა­ნა­ჩე­ნით, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო კი­დევ ათი პირი, მათ შო­რის - ფო­თის მე­რი­ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც 7-7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ, ხოლო, ოთხმა ბრალ­დე­ბულ­მა, ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ხელი შე­უ­წყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბას, რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, მათ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რატომ მიესაჯა ფოთის ყოფილ მერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა? - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

რატომ მიესაჯა ფოთის ყოფილ მერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა? - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა სამსახურებრივი მფარველობისა და სამუშაოების შესრულებამდე თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის - შპს "პირამიდა ფ.რ. ფილიალის“ წარმომადგენლისგან ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა -30 000 ლარი აიღო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფოთის მერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს დაეხმარა თაღლითური გზით დაუფლებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 439 892.46 ლარს.

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს, ფოთის მერსა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგვიანებით, ფოთის მერი აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს შეუთანხმდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 30 000 ლარი აიღო. აღნიშნულის შემდეგ,კომპანიის წარმომადგენელმა ფოთის მერთან შეთანხმებით, ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების შესახებ. ფოთის მერმა კი, მის დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე თანამდებობის პირს და თანამშრომელს აღნიშნული ყალბი აქტების ხელმოწერებით დადასტურება დაავალა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ფოთის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის II ნაწილით (ქრთამის მოთხოვნა და აღება), 25, 180-ე მუხლის III ნაწილით (თაღლითობაში დახმარება), 210-ე მუხლის II ნაწილით (ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 40 000 ლარი და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ამავე განაჩენით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ათი პირი, მათ შორის - ფოთის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო, ოთხმა ბრალდებულმა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.