საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება" - სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში
"შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება" - სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ურ­ბა­ნუ­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ლილე ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და მა­მუ­კა გუ­გე­შაშ­ვი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ლილე ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უმოქ­მე­დო­ბა­ში და ფა­სე­ბის გაზ­რდა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, სა­პა­სუ­ხოდ კი მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რებ­მა მათ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დრო შე­ახ­სე­ნეს.

"მთე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი შტა­ბი გყავთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი და "ბლა­ტობთ" აქ. შე­იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გა­ნა­ხებთ, რო­გორ მო­გი­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა, ეს ჩემი ნა­რა­ტი­ვი კი არ არის, ამას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ითხოვს. იგი­ვე მუხ­ლით ჩაჯ­დე­ბით ცი­ხე­ში, რა მუხ­ლი­თაც გიგი უგუ­ლა­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. ეს მუ­ქა­რა კი არა, ფაქ­ტე­ბია. გიგი უგუ­ლა­ვა იქ გყავთ და და­ი­ჭი­რეთ, თუ და­სა­ჭე­რია კაცო", - მი­მარ­თა ლილე ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა საკ­რე­ბუ­ლო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს.

სა­პა­სუ­ხოდ, მათ ლილე ლი­პარ­ტე­ლი­ანს და მა­მუ­კა გუ­გე­შაშ­ვილს მო­უ­წო­დეს, კო­რექ­ტუ­ლად ესა­უბ­რათ და სა­უბ­რის თე­მებს არ გას­ცდე­ნოდ­ნენ. სხდო­მა ხმა­უ­რი­სა და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
..........
1

ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ქრთველი ხალხი ისევ თქვენ მობრუნებაში, ჩემი შვილი არ მინდა თქვენნაირი უღირსებისაგან შემდგარ ქვეყანაში ცხოვრობდეს. 

,,AMPREDUZZO,,
3

როგორ იმუქრებიან ,,მეცოცხეები,, ნახეთ რაა, ღმერთმა არ ჰქნას და დაუშვათ ,,მობრუნდნენ,, ეს მკვლელები და მტარვალები ქვეყნის ხელისუფლებაში, რასაც იძახიან პასუხს გაგებინებთ ,,ქოცებს,, ყველაფერზეო, ,,სპასობნები,, არიან, ხომ არ გგონიათ, რომ ,,ქართული ოცნებასავით,, ლიბერალები და ბოთეები კი არ არიან, (მათ საკმაო გამოცდილება აქვთ) დღის ბოლომდე შეასრულებენ დანაპირებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება" - სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

"შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება" - სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლილე ლიპარტელიანი და მამუკა გუგეშაშვილი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდნენ. მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანმა ხელისუფლება უმოქმედობაში და ფასების გაზრდაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი მმართველი გუნდის წევრებმა მათ "ნაციონალური მოძრაობის" დრო შეახსენეს.

"მთელი ახალგაზრდული შტაბი გყავთ გაფორმებული და "ბლატობთ" აქ. შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება, ეს ჩემი ნარატივი კი არ არის, ამას სამართლიანობა ითხოვს. იგივე მუხლით ჩაჯდებით ციხეში, რა მუხლითაც გიგი უგულავას ედავებოდნენ. ეს მუქარა კი არა, ფაქტებია. გიგი უგულავა იქ გყავთ და დაიჭირეთ, თუ დასაჭერია კაცო", - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოში უმრავლესობის წევრებს.

საპასუხოდ, მათ ლილე ლიპარტელიანს და მამუკა გუგეშაშვილს მოუწოდეს, კორექტულად ესაუბრათ და საუბრის თემებს არ გასცდენოდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა.