მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი გამოურიცხავს" - დავით ბაქრაძე
"შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი  გამოურიცხავს" - დავით ბაქრაძე

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, და­ვით ბაქ­რა­ძის აზ­რით, შე­რი­გე­ბის­კენ რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი ვერ გა­და­იდ­გმე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­შია.

რო­გორც ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და, შე­რი­გე­ბის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის სა­კი­თხი უნდა იყოს, რა­ზეც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თა­ვა­დაც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რა პო­ზი­ცია ჰქონ­და პრე­ზი­დენტს სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ბაქ­რა­ძის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "სი­ტუ­ა­ცი­ას საკ­მა­ოდ ადეკ­ვა­ტუ­რად აფა­სებს და პრინ­ციპ­ში არა­ფე­რი გა­მო­უ­რი­ცხავს“.

"ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის სა­კი­თხი. სა­ნამ ყვე­ლა ჩვენ­განს მხრებ­ზე გვაქვს ის უზარ­მა­ზა­რი მო­რა­ლუ­რი ტვირ­თი, რა­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლად ჰქვია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ყოფ­ნა, ასეთ პი­რო­ბებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი თან­ხმო­ბის­კენ და მი­თუ­მე­ტეს შე­რი­გე­ბის­კენ ვერ გა­და­იდ­გმე­ბა, ამი­ტომ ეს წი­ნა­პი­რო­ბა არ არის, მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც უნდა შევ­ცვა­ლოთ.

რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა, სა­დაც არ მო­ნა­წი­ლე­ობს ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ აღ­წევს შე­თან­ხმე­ბას პრინ­ცი­პებ­ზე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ისე, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ დროს ცი­ხე­შია, მო­დით რე­ა­ლის­ტე­ბი ვი­ყოთ, ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არას­წო­რი იქ­ნე­ბა ჩემ­გან რა­ღაც დე­ტა­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს მან უნდა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ პრე­ზი­დენ­ტი სი­ტუ­ა­ცი­ას საკ­მა­ოდ ადეკ­ვა­ტუ­რად აფა­სებს და პრინ­ციპ­ში არა­ფე­რი გა­მო­უ­რი­ცხავს, გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და. არც ზედ­მე­ტი ოპ­ტი­მიზ­მი მინ­და და არც ზედ­მე­ტი მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ჩე­ნა. ზო­გის­გან გა­მი­გია, რომ ხავს ეჭი­დე­ბით? დიახ, ხავსსაც უნდა მო­ე­ჭი­დო, ბა­ლახ­საც უნდა მო­ე­ჭი­დო, როცა ქვე­ყა­ნა ასეთ კრი­ზის­შია შე­სუ­ლი. ყვე­ლა შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, რომ კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვა­ნო და ხალ­ხს და­ა­ნა­ხო, ვის აწუ­ხებს ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და ვის არ აწუ­ხებს. ასე ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა, როცა ხალ­ხი რწმუნ­დე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცუ­დია. აბა სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა და­არ­წმუ­ნო? სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა და­ი­ნა­ხოს, რომ ამ ქვე­ყა­ნას ჰყავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ქვე­ყა­ნა ჩი­ხი­დან გა­მო­ვი­დეს და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის­თვი­საც სა­კუ­თა­რი სკა­მის იქეთ არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

ამ უმზგავსოების მომსმენელბმა, რა კომენტარები უნდა გააკეთონ.

ლაშა
0

შეიწყალებს და რასაც დაიჭერს მერე ნახავს. ისე ნუ იზავს ოცნება, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ პრეზიდენტთან ერთად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი გამოურიცხავს" - დავით ბაქრაძე

"შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი  გამოურიცხავს" - დავით ბაქრაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის აზრით, შერიგებისკენ რეალური ნაბიჯი ვერ გადაიდგმება იქამდე, ვიდრე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროშია.

როგორც ბაქრაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, შერიგების პროცესში, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დევნის საკითხი უნდა იყოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თავადაც გაამახვილა ყურადღება.

რაც შეეხება კითხვას, რა პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი "სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი გამოურიცხავს“.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პოლიტიკური დევნის საკითხი. სანამ ყველა ჩვენგანს მხრებზე გვაქვს ის უზარმაზარი მორალური ტვირთი, რასაც ჰქვია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რასაც კონკრეტულად ჰქვია საქართველოში დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის ყოფნა, ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რეალური ნაბიჯები თანხმობისკენ და მითუმეტეს შერიგებისკენ ვერ გადაიდგმება, ამიტომ ეს წინაპირობა არ არის, მოცემულობაა, რომელიც უნდა შევცვალოთ.

როგორ წარმოგიდგენიათ ეროვნული თანხმობა, სადაც არ მონაწილეობს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ აღწევს შეთანხმებას პრინციპებზე "ქართულ ოცნებასთან“ ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დროს ციხეშია, მოდით რეალისტები ვიყოთ, ეს ხომ წარმოუდგენელია.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას შეწყალებასთან დაკავშირებით, არასწორი იქნება ჩემგან რაღაც დეტალების გამოტანა პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით, ეს მან უნდა გააკეთოს, მაგრამ ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი გამოურიცხავს, გულწრფელი საუბარი გვქონდა. არც ზედმეტი ოპტიმიზმი მინდა და არც ზედმეტი მოლოდინების გაჩენა. ზოგისგან გამიგია, რომ ხავს ეჭიდებით? დიახ, ხავსსაც უნდა მოეჭიდო, ბალახსაც უნდა მოეჭიდო, როცა ქვეყანა ასეთ კრიზისშია შესული. ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რომ კრიზისიდან გამოიყვანო და ხალხს დაანახო, ვის აწუხებს ქვეყნის მდგომარეობა და ვის არ აწუხებს. ასე ხდება ხელისუფლების შეცვლა, როცა ხალხი რწმუნდება, რომ ხელისუფლება ცუდია. აბა სხვანაირად როგორ უნდა დაარწმუნო? საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს და უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომლისთვისაც საკუთარი სკამის იქეთ არაფერი არ არსებობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.