მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია - გადავდექი, ახლა ამიხსენით, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება?" - სააკაშვილი
"7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია - გადავდექი, ახლა ამიხსენით, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება?" - სააკაშვილი

"7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი მე ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა, იმ­დე­ნად რომ გა­ვა­კე­თე ის, რაც მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცოტა ლი­დერს გა­უ­კე­თე­ბია. გა­დავ­დე­ქი - ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­მო­მი­ტა­ნა მა­შინ ვერ­დიქ­ტი და და­მაბ­რუ­ნა" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წე­რილ­ში წერს, რო­მე­ლიც მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­თხვას სვამს, აუხ­ნან, "რას მე­და­ვე­ბა 20 ივ­ნი­სის და 5 ივ­ლი­სის ავ­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

"7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე" მა­სა­მარ­თლე­ბენ და ბრალ­დე­ბა ეფუძ­ნე­ბა მხო­ლოდ ორ ჩვე­ნე­ბას - გე­ნე­რალ ზაზა გო­გა­ვას, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ აცხა­დებს, რომ არა­ფე­რი და­მირ­ღვე­ვია და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს მხო­ლოდ "პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე".

7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი მე ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა, იმ­დე­ნად რომ გა­ვა­კე­თე ის, რაც მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცოტა ლი­დერს გა­უ­კე­თე­ბია. გა­დავ­დე­ქი, შე­ვამ­ცი­რე ჩემი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა და ახალ არ­ჩევ­ნებ­ზე წა­ვე­დი. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­მო­მი­ტა­ნა მა­შინ ვერ­დიქ­ტი და და­მაბ­რუ­ნა საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში.

ამიხ­სე­ნით ახლა, რას მე­და­ვე­ბა 20 ივ­ნი­სის და 5 ივ­ლი­სის ავ­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? ნუთუ მარ­თლა ასე ბნე­ლა?", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­ში“ შეჭ­რა­სა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ედა­ვე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი, ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

და ამის შიშით სახლშიც კი ვერ საუბრობდა ხალხი თავისუფლად. რა კლოუნად დარჩა ხელისუფლების გაერეშე 

ვახტანგი. 69 წლის
1

როგორც იტყვიან ეს უკვე ნამეტნავია. სააკაშვილს (სააკიანს) ხალხი იდიოტი გონია. თურმე არ იცის პროკურატურა რაზე ედავება!

ხომ უნდა მიიღოს ადეკვატური პასუხი როგორც საზოგადოებიდან, ასევე სამართალდამცავი ორგანოებიდან? რა თქმა უნდა.

სადა ხართ ერის კაცებო? სადა ხართ ქართველო ვაჟკაცებო და პატრიოტებო? რატომ დუმხართ? სად ხართ საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორო ბატონო დავით მაღრაძე?

ეს რა უბედურება და ჭირი მოევლინა ქვეყანას? საზოგადოების გარკვეული ნაწილიც -ნაცებისა და მათი მხარდამჭერებიც რომ მხარს უბამენ ამ შიზოიდს! სამწუხაროდ გადაგვარებულია ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.

ნუთუ ისევ აქტუალური გახდა აკაკის ნათქვამი: „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!“

პ.ს. 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა (სააკიანმა) სამაგალითოდ დასაჯა ადამიანები, რომლებიც არ იზიარებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ მის სადისტურ, ანტიეროვნულ, ანტიქართულ რეჟიმს!

იმ დღეს პოლიციამ ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, შემდეგ რიყეზე. მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია იმედის ოფისში შეიჭრა და დაარბია მისი კუთვნილი აპარატურა, ხოლო პერსონალს მიაყენა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. ცოტა ხანში სააკაშვილმა (სააკიანმა) პატარკაციშვილს საკუთარი ბიზნესიც წაართვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია - გადავდექი, ახლა ამიხსენით, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება?" - სააკაშვილი

"7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია - გადავდექი, ახლა ამიხსენით, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება?" - სააკაშვილი

"7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი - ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება.

სააკაშვილი კითხვას სვამს, აუხნან, "რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება".

"7 ნოემბრის საქმეზე" მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ "პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე".

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში.

ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.