მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში შემოდის თუ არა, კარს ხურავს, ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ, სტუმარს ჩანთას ჩამოართმევს და მოაქვს... " - გაიცანით რაჭველი "ბობო" გასაოცარი უნარებით
"სახლში შემოდის თუ არა, კარს ხურავს, ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ, სტუმარს ჩანთას ჩამოართმევს და  მოაქვს... " - გაიცანით რაჭველი "ბობო" გასაოცარი უნარებით

თე­მურ გუ­გე­შაშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხი ონში აგ­რო­ტუ­რიზმს მის­დევს. მათ ეზო-კარს ტუ­რის­ტე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სტუმ­რო­ბენ, ვის­თვი­საც გუ­გე­შაშ­ვი­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბიც კი არი­ან.

ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ხეზე მხატ­ვრუ­ლი კვე­თის ოს­ტა­ტია, ონის სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. სკო­ლა­ში, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც მისი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნეა...

ამ ოჯა­ხის გა­სა­ო­ცარ და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად მდი­დარ ეზო-კარ­ზე ბევ­რის თქმა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მხო­ლოდ მათ უგო­ნი­ე­რეს ოთხფე­ხა მე­გო­ბარ "ბომ­ბო­რა­ზე“ შევ­ჩერ­დე­ბით. მსგავ­სი ჭკვი­ა­ნი ცუგა მარ­თლა იშ­ვი­ა­თია. ოჯახს ადა­მი­ა­ნი­ვით უდ­გას გვერ­დით, უამ­რავ საქ­მე­ში ეხ­მა­რე­ბა. ამ გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო მას რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ისე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბიც კარ­გად იც­ნო­ბენ, რად­გან კე­თი­ლი "ბო­ბოს“ ამა­გი ბევ­რს ახ­სოვს... თე­მურ გუ­გე­შაშ­ვი­ლი "AMBEBI.GE“-ს ახლა მის სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ებს უამ­ბობს.

- ლეკ­ვი იყო, თან, ძა­ლი­ან სუს­ტი, რომ მა­ჩუ­ქეს. შე­რე­უ­ლი ჯი­შია - მამა "ავ­ჩარ­კა“ ჰყავ­და, დედა - "რაჭ­ვე­ლი“ (იცი­ნის)... მას მერე 10 წელი გა­ვი­და. და­ბა­დე­ბის დღე სწო­რედ, 3 კვი­რის წინ ჰქონ­და. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ძეხ­ვის ტორ­ტი გა­უ­კე­თა.

- სა­ო­ცა­რი უნა­რე­ბი ჰქო­ნია, ქცე­ვე­ბით ყვე­ლას აო­ცებს. ასე რო­გორ გაწ­ვრთე­ნით?

- ვცდი­ლობ­დი, მის­თვის თა­ვი­დან­ვე რა­ღა­ცე­ბი მეს­წავ­ლე­ბი­ნა. მინ­დო­და, გა­ე­გო, მის­გან რას მო­ვი­თხოვ­დი.

- რა გინ­დო­დათ, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა?

- მა­გა­ლი­თად, სახ­ლში რომ შე­მო­ვი­დო­და, კარი და­ე­ხუ­რა. ამას ვე­უბ­ნე­ბო­დი და ვაჩ­ვე­ნებ­დი კი­დეც, რო­გორ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ახლა შე­მო­დის თუ არა, კარს ხუ­რავს. თუ და­ა­ვი­წყდა, ვსაყ­ვე­დუ­რობ - რა­ტომ არ და­ხუ­რე-მეთ­ქი? გარ­ბის და ხუ­რავს...

ნაგ­ვის გა­დაყ­რას ვერ და­ას­წრებ - ვედ­რო ამან უნდა წა­ა­ცუნ­ცუ­ლოს ბუნ­კერ­თან და და­დოს. იმ დროს როცა მი­დის, თუ ვინ­მემ და­ი­ნა­ხა და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია, იპ­რან­ჭე­ბა. სულ პრან­ჭვა-გრე­ხით მი­ძუნ­ძუ­ლებს. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სა­ყუ­რე­ბე­ლია...

ზამ­თარ­ში ოთახ­ში შეშა შე­მო­აქვს...

ბა­ტე­ბი კვერ­ცხებს რომ დე­ბენ, მა­ლა­ვენ, ჰოდა, ადრე დავ­დი­ო­დი და და­ვე­ძებ­დი ხოლ­მე. "ბობო“ მეხ­მა­რე­ბო­და, პო­უ­ლობ­და და ჩემ­თან მოჰ­ქონ­და...

ერთხელ ავა­რი­ა­შიც მოყ­ვა, მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და და­ზი­ან­და. ექიმ­მა წამ­ლე­ბი და­უ­ნიშ­ნა, ნემ­სებს ვუ­კე­თებ­დი. სა­ერ­თოდ, ძაღ­ლებს ნემ­სე­ბი არ უყ­ვართ, როცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკე­თე­ბენ, იმა­ლე­ბი­ან, ან გარ­ბი­ან. ამას რომ და­ვუ­ძა­ხებ­დი, - ნემ­სის გა­კე­თე­ბის დროა, ამო­დი-მეთ­ქი, ოთახ­ში ამო­ვი­დო­და, დაწ­ვე­ბო­და და ამით მა­ნიშ­ნებ­და, გა­მი­კე­თეო...

- მგო­ნი, ლა­პა­რა­კის გარ­და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს...

- კი, ასეა... სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვაქვს, სტუმ­რე­ბი მთა­ში რომ მი­დი­ან, კა­ლა­თით საჭ­მელს ვა­ტანთ ხოლ­მე. როცა ბრუნ­დე­ბი­ან, კალთს მზა­რე­ულ­თან ტო­ვე­ბენ. ერთ-ერ­თმა ტუ­რის­ტმა არ შე­მო­ი­ტა­ნა და ეზო­ში და­ტო­ვა. ეს მი­ვი­და, და­ა­ჩერ­და კა­ლათს, გარ­შე­მო დიდ­ხანს უტ­რი­ა­ლა, ბო­ლოს აიღო და მზა­რე­ულს მი­უ­ცუნ­ცუ­ლა.

ისე კი არ არის, რომ მხო­ლოდ ბრძა­ნე­ბას მის­ცემ და ას­რუ­ლებს, თა­ვი­სი­თაც ბევრ რა­მეს აკე­თებს, თვი­თონ მო­ი­ფიქ­რებს ხოლ­მე.

ეზო­ში მან­ქა­ნით არ შე­მოვ­დი­ვარ, ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლია, მაგ­რამ ერთხე­ლაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იყო, რა­ღაც უნდა წა­მე­ღო. მოკ­ლედ, წინ პლასტმა­სის 20-იანი დამ­ხვდა, ვი­ფიქ­რე, - ახლა მან­ქა­ნა უნდა გა­ვა­ჩე­რო, ჩა­მო­ვი­დე, ავი­ღო ეს ჭურ­ჭე­ლი, სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­მე­ზა­რა. რად­გან "ბობო“ მომ­ყვე­ბო­და, სხვლა შე­ვა­ნე­ლე და ვუ­თხა­რი - ჩა­მოს­ვლა მე­ზა­რე­ბა და ის 20-იანი მო­მა­ცი­ლე-მეთ­ქი. კბი­ლე­ბით ჩა­აფ­რინ­და და სხვა ად­გი­ლას გა­და­ი­ტა­ნა - გზი­დან მო­მა­ცი­ლა.

- ადა­მი­ა­ნი­ვით გვერ­დით გიდ­გათ...

- კი... ერთხე­ლაც რას ვხე­დავ, - 15 ქა­თა­მი უკა­ნა ეზო­ში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ყრია - კვერ­ნას და­უ­ხო­ცავს. ეს რა არის "ბობო“? რას მი­კე­თებ-მეთ­ქი? და­ღონ­და, თავი და­ხა­რა. მერე და­ბალ ღო­ბე­ზე გა­დახ­ტა და ტყის­კენ გა­იქ­ცა. ვი­ნერ­ვი­უ­ლე - სად წა­ვი­და-მეთ­ქი? 2 სა­ა­თის შემ­დეგ ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დე და რას ვხე­დავ, - მკვდა­რი კვერ­ნა უდევს მი­წა­ზე, ზედ თათი და­უ­დევს და დას­ცქე­რის...

მა­გის და­სა­ნა­ხად ქა­თამს ვერ დავკლავ, და­ი­ნა­ხავს, თუ არა, ოთახ­ში შერ­ბის, აღარ გა­მო­დის ან თავ­ლებ­ზე თა­თებს აი­ფა­რებს. ამი­ტომ როცა ქა­თამს ვკლავ, "ბო­ბოს“ ვა­ბამ, რომ არ და­ი­ნა­ხოს, თო­რემ სა­ში­ნე­ლი გა­ბუტ­ვა იცის.

- ვინ­მეს მას­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა ხომ არ უფიქ­რი?

- რა­ღაც ეპი­ზო­დე­ბი არის გა­და­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, მარ­ნი­დან ღვი­ნო რომ მო­აქვს და ასე­თე­ბი... ფილ­მი არა­ვის გა­და­უ­ღია...

სტუ­მა­რი რომ მო­დის და პარ­კი ან ჩან­თა მო­აქვს, ჩა­მო­არ­თმევს და მი­ა­ცუნ­ცუ­ლებს იქ, სა­დაც სტუ­მა­რი უნდა შე­ვი­დეს. მი­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. უხა­რია, თუ ვინ­მე და­ა­საქ­მებს. თუ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, ძა­ლი­ან სწყინს.

- წე­რი­ლე­ბი და­აქვს სახ­ლი­დან სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­შიო, მარ­თა­ლია?

- "ფოს­ტა­ლი­ო­ნია,“ კი... რა­ღა­ცას რომ ვა­კე­თებ და იქვე რა­ი­მე ია­რა­ღი არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, მე­უღ­ლეს ვუ­რე­კავ, - "ბო­ბოს“ ვაგ­ზავ­ნი და გა­მო­ა­ტა­ნე-მეთ­ქი - ვე­უბ­ნე­ბი. ესეც მი­დის და მო­აქვს. მე­უღ­ლეც ასე­ვე აგ­ზავ­ნის ჩემ­თან, თუ რა­ი­მე უნდა, რომ მი­უ­ტა­ნოს...

- ძაღ­ლი რომ ასე­თია, თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რო­გორც იტყვი­ან - ძაღ­ლი პატ­რონს ჰგავ­სო... მგო­ნი, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გაწ­ვრთნის მე­თო­დი აღ­მო­გაჩ­ნდათ...

- პა­ტა­რა, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ძა­ლი­ან სა­წყა­ლი იყო. ვინც მა­ჩუ­ქა, 2 კვი­რის მერე რომ და­მი­რე­კა და მო­ი­კი­თხა, გა­უკ­ვირ­და, რომ ვუ­თხა­რი ცო­ცხა­ლია-მეთ­ქი.

მოკ­ლედ, "ბო­ბოს­თან“ ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე... ვხუმ­რობ ხოლ­მე, - პე­და­გო­გი­უ­რი იმი­ტომ და­ვამ­თავ­რე, რომ ამან გა­მი­მარ­თლა-მეთ­ქი...

- მას­თან ერ­თად, უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის პე­და­გო­გიც ხართ, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში ხის მხატ­ვრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბას ას­წავ­ლით და ისი­ნიც გი­მარ­თლე­ბენ...

- კი, მოს­წავ­ლე­ე­ბიც კარ­გე­ბი არი­ან და ეს სა­სი­ხა­რუ­ლოა მარ­თლა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

დავასაქმოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

ნინო
0

გაიხარეთ მაგარი ადამიანები ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სახლში შემოდის თუ არა, კარს ხურავს, ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ, სტუმარს ჩანთას ჩამოართმევს და მოაქვს... " - გაიცანით რაჭველი "ბობო" გასაოცარი უნარებით

"სახლში შემოდის თუ არა, კარს ხურავს, ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ, სტუმარს ჩანთას ჩამოართმევს და  მოაქვს... " - გაიცანით რაჭველი "ბობო" გასაოცარი უნარებით

თემურ გუგეშაშვილი და მისი ოჯახი ონში აგროტურიზმს მისდევს. მათ ეზო-კარს ტურისტები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ, ვისთვისაც გუგეშაშვილები, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ელჩებიც კი არიან.

ბატონი თემური ხეზე მხატვრული კვეთის ოსტატია, ონის სამხატვრო სკოლაში ასწავლის. სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც მისი მეუღლე, ქალბატონი ელენეა...

ამ ოჯახის გასაოცარ და ეთნოგრაფიულად მდიდარ ეზო-კარზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ მათ უგონიერეს ოთხფეხა მეგობარ "ბომბორაზე“ შევჩერდებით. მსგავსი ჭკვიანი ცუგა მართლა იშვიათია. ოჯახს ადამიანივით უდგას გვერდით, უამრავ საქმეში ეხმარება. ამ გამორჩეული თვისებების გამო მას როგორც ქართველები, ისე უცხოელი ტურისტებიც კარგად იცნობენ, რადგან კეთილი "ბობოს“ ამაგი ბევრს ახსოვს... თემურ გუგეშაშვილი "AMBEBI.GE“-ს ახლა მის საოცარ ისტორიებს უამბობს.

- ლეკვი იყო, თან, ძალიან სუსტი, რომ მაჩუქეს. შერეული ჯიშია - მამა "ავჩარკა“ ჰყავდა, დედა - "რაჭველი“ (იცინის)... მას მერე 10 წელი გავიდა. დაბადების დღე სწორედ, 3 კვირის წინ ჰქონდა. ჩემმა მეუღლემ ძეხვის ტორტი გაუკეთა.

- საოცარი უნარები ჰქონია, ქცევებით ყველას აოცებს. ასე როგორ გაწვრთენით?

- ვცდილობდი, მისთვის თავიდანვე რაღაცები მესწავლებინა. მინდოდა, გაეგო, მისგან რას მოვითხოვდი.

- რა გინდოდათ, რომ გაეკეთებინა?

- მაგალითად, სახლში რომ შემოვიდოდა, კარი დაეხურა. ამას ვეუბნებოდი და ვაჩვენებდი კიდეც, როგორ უნდა გაეკეთებინა. ახლა შემოდის თუ არა, კარს ხურავს. თუ დაავიწყდა, ვსაყვედურობ - რატომ არ დახურე-მეთქი? გარბის და ხურავს...

ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ - ვედრო ამან უნდა წააცუნცულოს ბუნკერთან და დადოს. იმ დროს როცა მიდის, თუ ვინმემ დაინახა და ყურადღება მიაქცია, იპრანჭება. სულ პრანჭვა-გრეხით მიძუნძულებს. ძალიან სასაცილო საყურებელია...

ზამთარში ოთახში შეშა შემოაქვს...

ბატები კვერცხებს რომ დებენ, მალავენ, ჰოდა, ადრე დავდიოდი და დავეძებდი ხოლმე. "ბობო“ მეხმარებოდა, პოულობდა და ჩემთან მოჰქონდა...

ერთხელ ავარიაშიც მოყვა, მანქანა დაეჯახა და დაზიანდა. ექიმმა წამლები დაუნიშნა, ნემსებს ვუკეთებდი. საერთოდ, ძაღლებს ნემსები არ უყვართ, როცა საჭიროების შემთხვევაში უკეთებენ, იმალებიან, ან გარბიან. ამას რომ დავუძახებდი, - ნემსის გაკეთების დროა, ამოდი-მეთქი, ოთახში ამოვიდოდა, დაწვებოდა და ამით მანიშნებდა, გამიკეთეო...

- მგონი, ლაპარაკის გარდა ყველაფერს აკეთებს...

- კი, ასეა... საოჯახო სასტუმრო გვაქვს, სტუმრები მთაში რომ მიდიან, კალათით საჭმელს ვატანთ ხოლმე. როცა ბრუნდებიან, კალთს მზარეულთან ტოვებენ. ერთ-ერთმა ტურისტმა არ შემოიტანა და ეზოში დატოვა. ეს მივიდა, დააჩერდა კალათს, გარშემო დიდხანს უტრიალა, ბოლოს აიღო და მზარეულს მიუცუნცულა.

ისე კი არ არის, რომ მხოლოდ ბრძანებას მისცემ და ასრულებს, თავისითაც ბევრ რამეს აკეთებს, თვითონ მოიფიქრებს ხოლმე.

ეზოში მანქანით არ შემოვდივარ, ვიწრო გასასვლელია, მაგრამ ერთხელაც ამის საჭიროება იყო, რაღაც უნდა წამეღო. მოკლედ, წინ პლასტმასის 20-იანი დამხვდა, ვიფიქრე, - ახლა მანქანა უნდა გავაჩერო, ჩამოვიდე, ავიღო ეს ჭურჭელი, სიმართლე გითხრათ, დამეზარა. რადგან "ბობო“ მომყვებოდა, სხვლა შევანელე და ვუთხარი - ჩამოსვლა მეზარება და ის 20-იანი მომაცილე-მეთქი. კბილებით ჩააფრინდა და სხვა ადგილას გადაიტანა - გზიდან მომაცილა.

- ადამიანივით გვერდით გიდგათ...

- კი... ერთხელაც რას ვხედავ, - 15 ქათამი უკანა ეზოში ყელგამოჭრილი ყრია - კვერნას დაუხოცავს. ეს რა არის "ბობო“? რას მიკეთებ-მეთქი? დაღონდა, თავი დახარა. მერე დაბალ ღობეზე გადახტა და ტყისკენ გაიქცა. ვინერვიულე - სად წავიდა-მეთქი? 2 საათის შემდეგ ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ, - მკვდარი კვერნა უდევს მიწაზე, ზედ თათი დაუდევს და დასცქერის...

მაგის დასანახად ქათამს ვერ დავკლავ, დაინახავს, თუ არა, ოთახში შერბის, აღარ გამოდის ან თავლებზე თათებს აიფარებს. ამიტომ როცა ქათამს ვკლავ, "ბობოს“ ვაბამ, რომ არ დაინახოს, თორემ საშინელი გაბუტვა იცის.

- ვინმეს მასზე ფილმის გადაღება ხომ არ უფიქრი?

- რაღაც ეპიზოდები არის გადაღებული, მაგალითად, მარნიდან ღვინო რომ მოაქვს და ასეთები... ფილმი არავის გადაუღია...

სტუმარი რომ მოდის და პარკი ან ჩანთა მოაქვს, ჩამოართმევს და მიაცუნცულებს იქ, სადაც სტუმარი უნდა შევიდეს. მიტანაში ეხმარება. უხარია, თუ ვინმე დაასაქმებს. თუ ყურადღება არ მიაქციეს, ძალიან სწყინს.

- წერილები დააქვს სახლიდან სამხატვრო სკოლაშიო, მართალია?

- "ფოსტალიონია,“ კი... რაღაცას რომ ვაკეთებ და იქვე რაიმე იარაღი არ აღმოჩნდება, მეუღლეს ვურეკავ, - "ბობოს“ ვაგზავნი და გამოატანე-მეთქი - ვეუბნები. ესეც მიდის და მოაქვს. მეუღლეც ასევე აგზავნის ჩემთან, თუ რაიმე უნდა, რომ მიუტანოს...

- ძაღლი რომ ასეთია, თქვენი დამსახურებაა. როგორც იტყვიან - ძაღლი პატრონს ჰგავსო... მგონი, რაღაც განსაკუთრებული გაწვრთნის მეთოდი აღმოგაჩნდათ...

- პატარა, ხომ გეუბნებით, ძალიან საწყალი იყო. ვინც მაჩუქა, 2 კვირის მერე რომ დამირეკა და მოიკითხა, გაუკვირდა, რომ ვუთხარი ცოცხალია-მეთქი.

მოკლედ, "ბობოსთან“ ბევრი ვიმუშავე... ვხუმრობ ხოლმე, - პედაგოგიური იმიტომ დავამთავრე, რომ ამან გამიმართლა-მეთქი...

- მასთან ერთად, უამრავი წარმატებული მოსწავლის პედაგოგიც ხართ, რომლებსაც სკოლაში ხის მხატვრული დამუშავებას ასწავლით და ისინიც გიმართლებენ...

- კი, მოსწავლეებიც კარგები არიან და ეს სასიხარულოა მართლა.