საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ - ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე?
"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ - ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე?

სულ ცოტა ხნის წინ, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, ისე მოგ­ვევ­ლი­ნა - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პარ­ტი­უ­ლი სიით პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი გახ­და. თუმ­ცა მა­ნამ­დე, რო­გორც სპორ­ტსმენ­მა, სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­მო­ი­ა­რა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას იცავ­და და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან 15 - წლი­ან პე­რი­ოდს ოქ­როს წლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს.

"მოხ­და ისე, რომ სპორ­ტის­თვის იძუ­ლე­ბით მო­მი­წია თა­ვის და­ნე­ბე­ბა, ტრავ­მა მი­ვი­ღე და ჩა­მოვ­შორ­დი საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტია ჩემ­თვის. კა­ლათ­ბურ­თი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, უამ­რა­ვი რამ მომ­ცა, ჩემი ოჯა­ხის შექ­მნაც კი მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად ამირ­ჩი­ეს და ისევ კა­ლათ­ბურ­თით ვი­ცხოვ­რებ, მე მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი და პარ­ლა­მენ­ტა­რი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და მისი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ზე გვიყ­ვე­ბა:

  • "კა­ლათ­ბურთზე ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვე­დი, სი­მაღ­ლე არ მი­წყობ­და ხელს“

1984 წლის1 - ლ აპ­რილს და­ვი­ბა­დე. ამ დღეს ყვე­ლა ხუმ­რობს და კარგ ხა­სი­ათ­ზეა, თან ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი თა­რი­ღია. ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი დე­ტა­ლე­ბი და სკო­ლამ­დე­ლი წლე­ბი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ზე ბევ­რს ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ.

ორი წლით უფ­რო­სი ძმა მყავს, რო­მელ­საც, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, 2 წლის ასა­კი­დან ახ­სოვს ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი მშობ­ლე­ბიც სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან - მამა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი იყო, დე­დაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნდში თა­მა­შობ­და, მათ კა­ლათ­ბურ­თის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. ასე რომ, სპორ­ტულ-სა­კა­ლათ­ბურ­თო ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. სხვა­თა შო­რის, ჩემს კლას­ში ყვე­ლა­ზე მაღ­ლად არ ვით­ვლე­ბო­დი, მერე ავი­ყა­რე ტანი. ერთ დღე­საც, როცა სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი­დან დავ­ბრუნ­დი, აღ­მოჩ­ნდა, რომ კლას­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი. კა­ლათ­ბურთზე ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვე­დი, რად­გან სი­მაღ­ლე არ მი­წყობ­და ხელს. მშობ­ლებ­მა ჯერ ჩემი ძმა - ზურა შე­იყ­ვა­ნეს კა­ლათ­ბურთზე, მეც რა გა­მა­ჩე­რებ­და შინ მარ­ტოს და, ასე ვთქვათ, ძა­ლით "შე­ვეკ­ვე­ტე“ ამ სპორ­ტში. მა­შინ 12-13 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ "სჯობს გვი­ან, ვიდ­რე - არას­დროს", ხომ გა­გი­გო­ნი­ათ...

  • ამე­რი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი და საფ­რან­გეთ­ში გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ერ

სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ოთხი­ა­ნი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის წყა­ლო­ბით, სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე. 16 წლამ­დე ასა­კის ნაკ­რებ­ში მო­მი­წია თა­მა­ში, მახ­სოვს, ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­ა­და იყო მოს­კოვ­ში, რის შემ­დე­გაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა ამე­რი­კა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა და პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­ლე­ჯში მეს­წავ­ლა. ნიუ იორ­კი­დან მქონ­და მოწ­ვე­ვა, მეტი რა უნ­დო­და პა­ტა­რა ბიჭს და დავ­თან­ხმდი, აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.

სხვა მო­ლო­დი­ნე­ბი მქონ­და და არც თუ ისე კარგ კო­ლე­ჯში მოვ­ხვდი, იქ სხვა რე­ა­ლო­ბა დამ­ხვდა - ვერც სპორ­ტუ­ლი და ვერც გა­ნათ­ლე­ბის მხრივ, გან­ვი­თა­რე­ბას ვერ ვხე­დავ­დი, შე­სა­ბა­მი­სად, იქ 4 წელი აღარ დავ­რჩი და ერთი წლის მერე, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მა­ლე­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე საფ­რან­გე­თი­დან, რაც ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო - ხელი მო­ვა­წე­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კონ­ტრაქტს საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ დი­ჟონ­ში,1 წელი იქ გა­ვა­ტა­რე და მერე NBA-ში მოვ­ხვდი. ამ ასაკ­ში ეს ოც­ნე­ბა­ზე მეტი იყო. სკო­ლა რო­დე­საც და­ვამ­თავ­რე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე, მერე და­უს­წრე­ბელ­ზე გა­და­ვე­დი და ზა­ფხუ­ლო­ბით მი­წევ­და ჩა­მოს­ვლა გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

  • "ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რია მსოფ­ლი­ო­ში“

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ისევ და ისევ კა­ლათ­ბურ­თის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და, რა­მაც კი­დევ უფრო შე­მაყ­ვა­რა ეს სპორ­ტი. ჩემი მე­გო­ბა­რია ანა­ტო­ლი ბო­ი­სა, რო­მელ­საც მე გა­ვა­ცა­ნი მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე და მან, ასე ვთქვათ, ვალი გა­და­მი­ხა­და - მა­ი­კო გა­მაც­ნო. ანა­ტო­ლიც და მა­ი­აც რუს­თა­ვი­დან არი­ან, ისი­ნი დიდი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი არი­ან და ოჯა­ხე­ბით მე­გობ­რობ­დნენ. ჩვენ ერ­თად მოვ­ხვდით სუფ­რა­ზე - ანა­ტო­ლიმ და­პა­ტი­ჟა მაია და იქ გა­ვი­ცა­ნით, მოგ­ვე­წო­ნა ერ­თმა­ნე­თი და და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც.

ჩემი მე­უღ­ლე - მაია ბი­წა­ძეც სპორ­ტუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა, მა­მა­მი­სი ორგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია კა­რა­ტე­ში, მა­ი­კოს ძმა კი - კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ასე რომ, ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო გვაქვს. მა­ი­კოს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რია მსოფ­ლი­ო­ში. მე და მა­ი­კოს ერთი შვი­ლი - ნი­კა­ლა გვყავს, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში 3 წლის ხდე­ბა. სა­მი­ვე­ნი აპ­რი­ლი­სე­ბი ვართ, ამ თვის სა­მი­ვე დე­კა­და ჩვე­ნია.

  • "ჩემი ოქ­როს ხანა“

15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ცავ­დი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას, ამ წლებს ოქ­როს წლებს ვე­ძა­ხი. სულ სხვა მუხ­ტია და სხვა დატ­ვირ­თვა აქვს, როცა შენი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით და შენი ჰიმ­ნის ქვეშ თა­მა­შობ. 10 წელი ერთი შე­მად­გენ­ლო­ბა, ძი­რი­თა­დი ბირ­თვი ვთა­მა­შობ­დით, ჩვენ ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ, ნა­თელ­მი­რო­ნი გვა­კავ­ში­რებს - ერ­თმა­ნე­თის ბავ­შვე­ბის ნათ­ლი­ე­ბი ვართ. ეს მჭიდ­რო და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­ვყვე­ბა...

მერე მოხ­და ისე, რომ სპორ­ტის­თვის იძუ­ლე­ბით მო­მი­წია თა­ვის და­ნე­ბე­ბა, ტრავ­მა მი­ვი­ღე და ჯან­მრთე­ლო­ბამ შე­მი­შა­ლა ხელი. ჩა­მოვ­შორ­დი ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტია ჩემ­თვის. კა­ლათ­ბურ­თი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, ჩემი ოჯა­ხის შექ­მნაც ხომ მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამას მოჰ­ყვა ჩემი ოქ­როს ხანა, მე კა­ლათ­ბურ­თმა მომ­ცა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ამ სპორ­ტში კი­დევ ვიტ­რი­ა­ლებ და კა­ლათ­ბურ­თით ვი­ცხოვ­რებ. მან მომ­ცა სა­ახ­ლობ­ლო, სა­ნაც­ნო­ბო, ის, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­მა­შე, ამ­დე­ნი ენა ვის­წავ­ლე, სხვა ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხი და კულ­ტუ­რა გა­ვი­ცა­ნი... კა­ლათ­ბურ­თის უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ.

  • "სპორ­ტსმენს რა უნდა პო­ლი­ტი­კა­ში“

არის ასე­თი მო­საზ­რე­ბაც, - სპორ­ტსმენს რა უნდა პო­ლი­ტი­კა­შიო... ელე­მენ­ტა­რუ­ლია პა­სუ­ხი - პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბობს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის კო­მი­ტე­ტი და რო­გორც მი­ნი­მუმ, ამ კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს სპორტთან ხომ უნდა ჰქონ­დეს კავ­ში­რი? პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა რომ იუ­რის­ტი იყოს, ეს რამე შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა? რამ­დე­ნი კო­მი­ტე­ტი­ცაა, იქ შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი პირი უნდა მუ­შა­ობ­დეს. სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის კო­მი­ტეტ­ში სულ სპორ­ტსმე­ნე­ბი ვართ შეკ­რე­ბი­ლი და ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის სა­კე­თილ­დღეო საქ­მეს ვა­კე­თებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე უნდა შევ­ხე­დოთ და ვუ­ყუ­როთ და არა ისე, "ყო­ფილ სპორ­ტსმენს რა უნდა პარ­ლა­მენ­ტში“. სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გეგ­მე­ბი გვაქვს და პარ­ლა­მენ­ტში ვიქ­ნე­ბით, თუ სხვა­გან, ყველ­გან უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სპორ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბაა. ჩვენ სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვე­წე­ვით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ. პარ­ლა­მენ­ტში ვიქ­ნე­ბით, თუ სხვა­გან, ყველ­გან გვმარ­თებს, სპორ­ტი კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხა­დოთ.

ამომ­რჩე­ველ­მა მხა­რი რომ და­მი­ჭი­რა, ამა­საც, რა თქმა უნდა, სპორ­ტს ვუ­მად­ლი. რა დროც არ უნდა ავი­ღოთ, ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტია და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იყო ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხალ­ხით. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გუნ­დუ­რო­ბა, რაც კა­ლათ­ბურ­თმა მას­წავ­ლა. ეს არა მარ­ტო პარ­ლა­მენ­ტში, ოჯახ­შიც მად­გე­ბა. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ცი­პი რომ გაქვს გან­ცდი­ლი და იცი, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ წე­სით თა­მაშს ყვე­ლა სფე­რო­ში.

ჩემ­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ადა­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არამც და არამც არ უნდა დავ­კარ­გოთ. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თი გახ­და მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა, რაც ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და ვფიქ­რობ, რომ ამის ნაკ­ლე­ბო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში.

  • "ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ"

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თუ გა­მო­მიჩ­ნდა, ვცდი­ლობ, ოჯახ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიყო ჩარ­თუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა­ში და ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბა­ში, რაც ნი­კა­ლას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რე­ბი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში ვთა­მა­შობთ. ვერ ვი­ტყვი, რომ ნა­დი­რო­ბა დი­დად მი­ზი­დავს, მაგ­რამ მი­წევს ხოლ­მე. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მე­გობ­რე­ბის წრე­ში მიყ­ვარს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რით გა­ვერ­თო­ბი, მათ­თან ყოფ­ნაა მთა­ვა­რი. ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემს თავ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ის ვიცი, რომ ვარ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი და მე­გობ­რე­ბი ზუს­ტად ამას აფა­სე­ბენ ჩემ­ში. არ შე­მიძ­ლია უსა­მარ­თლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა და ეს თვი­სე­ბაც მომ­წონს ჩემ­ში.

  • "ერთხელ რომ მო­ი­წამ­ლე­ბი მი­სით...“

ახ­ლა­ხან კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად ამირ­ჩი­ეს, რაც დიდ პა­სუ­ხის­მგფებ­ლო­ბას მა­კის­რებს. ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი ახა­ლი ეტაპ­ზეა ასაყ­ვა­ნი, მას მეტი გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, შემ­წევს ძალა და უნა­რი, ჩემს გუნდთან ერ­თად ეს სპორ­ტი კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს. არ­ჩევ­ნებ­ზე ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რა მქონ­და და თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ კი­დევ ერთხელ გა­და­ვუხ­დი მად­ლო­ბას. მარ­ტო მხარ­და­ჭე­რა არა, ყო­ველ­ღი­ურ შრო­მა­ში ერ­თად უნდა ვა­კე­თოთ საქ­მე, მათი იმე­დი მაქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა. მე და პა­ა­ტა გუ­რას­პა­უ­ლი (ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი) ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ ამ საქ­მე­ში, ფე­დე­რა­ცი­ა­ში სხვა გა­მოც­დი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც არი­ან. ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შევ­ჯერ­დით იმა­ზე, რომ ახა­ლი ენერ­გი­აა სა­ჭი­რო და რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა მათი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, ასე უფრო მეტ სარ­გე­ბელს მო­ვუ­ტანთ მას, ვიდ­რე ცალ-ცალ­კე. რას ვი­ზამთ, ასე ვართ ეს კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი, ერთხელ რომ მო­ი­წამ­ლე­ბი კა­ლათ­ბურ­თით, მის გა­რე­შე გი­ჭირს ცხოვ­რე­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ის იქ­ნე­ბა, რომ ბავ­შვთა კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბას და­ვუთ­მოთ დიდი ყუ­რა­დღე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახალ­გაზ­რდა უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურთში. ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ასე­ვე ამ სპორ­ტის რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბას. მჯე­რა, ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.

  • "სპორ­ტი ისე­თი რა­ღა­ცაა, რო­მე­ლიც ხალ­ხს აერ­თი­ა­ნებს“

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ასე­თი პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი რო­მაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს აღარ ინ­დო­ბენ და მათ დიდი აგ­რე­სია ასაზ­რდო­ებთ. ვფიქ­რობ, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ისევ და ისევ ისაა, რომ სპორ­ტს "მი­ვაწ­ვეთ“. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ყო­ველ დღე სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მა­ღა­ლი დო­ნის თა­მა­შე­ბი რომ ტარ­დე­ბო­დეს. ამას­წი­ნათ, ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა მო­უ­გო შვე­დე­თის ნაკ­რებს და მთე­ლი ქვე­ყა­ნა ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, ამას გა­ნი­ხი­ლავ­და და გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ხალ­ხს აკ­ლია პო­ზი­ტი­ვი, წარ­მა­ტე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლით ტკბო­ბა. სპორ­ტი ისე­თი რა­ღა­ცაა, რო­მე­ლიც ხალ­ხს აერ­თი­ა­ნებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს შე­ჯიბ­რე­ბე­ბი არა მარ­ტო ფეხ­ბურ­თსა და კა­ლათ­ბურთში, არა­მედ სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბებ­შიც და ხალ­ხიც ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი უაზ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, აღარ ეც­ლე­ბა ამის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი სპორ­ტში უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ, ბევ­რი კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნდა იყოს, რათა ხალ­ხმა მეტი პო­ზი­ტი­ვი და­ი­ნა­ხოს. ყვე­ლამ ჩვენ ჩვე­ნი როლი და ფუნ­ქცია რომ შე­ვას­რუ­ლოთ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა. მჯე­რა, ჩვენ ამას შევ­ძლებთ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაკო
18

სუფთა რუსული ნარატივია

 პირდაპირ გადმოიღეს მეოცნებეებმა. რუსეთის დუმაში ყველა ცნობილი სპორცლსმენი დეპუტატი, შესაბამისი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტია.

nino
3

მე და მეუღლე, მზიურის პარკში შვილისშვილთან სეირნობისას, ხანდახან ვხვდებით მას - შვილთან ერთად. საკმაოდ კეთილშობილური სახე და საქციელი აქვს, რაც არც თუ ისე ხშირია ადამიანებში დღვანდელ დღეს ... იმედია პოლიტიკაშიც ღირსეულად იქნება.. დასანანია ქართველები ასე რომ ვიმეტებთ ერთმანეთს საქილიკოდ. გულით ვისურვებ, ყველას სულის სიმშვიდე და ღირსეული ქვეყანა გვქონოდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ - ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე?

"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ - ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე?

სულ ცოტა ხნის წინ, როგორც პოლიტიკოსი, ისე მოგვევლინა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა. თუმცა მანამდე, როგორც სპორტსმენმა, საინტერესო გზა გამოიარა. წლების განმავლობაში კალათბურთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და ამ მნიშვნელოვან 15 - წლიან პერიოდს ოქროს წლებად მოიხსენიებს.

"მოხდა ისე, რომ სპორტისთვის იძულებით მომიწია თავის დანებება, ტრავმა მივიღე და ჩამოვშორდი საყვარელ საქმიანობას, რაც მტკივნეული მომენტია ჩემთვის. კალათბურთი ჩემთვის ყველაფერია, უამრავი რამ მომცა, ჩემი ოჯახის შექმნაც კი მასთან არის დაკავშირებული. ახლახან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს და ისევ კალათბურთით ვიცხოვრებ, მე მისი უზომოდ მადლიერი ვარ - ამბობს ცნობილი კალათბურთელი და პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე გვიყვება:

  • "კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“

1984 წლის1 - ლ აპრილს დავიბადე. ამ დღეს ყველა ხუმრობს და კარგ ხასიათზეა, თან ადვილად დასამახსოვრებელი თარიღია. ბავშვობისდროინდელი დეტალები და სკოლამდელი წლები ბუნდოვნად მახსოვს, ამიტომ ამ პერიოდზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ.

ორი წლით უფროსი ძმა მყავს, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით, 2 წლის ასაკიდან ახსოვს ყველაფერი. ჩემი მშობლებიც სპორტსმენები არიან - მამა პროფესიონალი კალათბურთელი იყო, დედაც უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, მათ კალათბურთის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი. ასე რომ, სპორტულ-საკალათბურთო ოჯახში გავიზარდე. სხვათა შორის, ჩემს კლასში ყველაზე მაღლად არ ვითვლებოდი, მერე ავიყარე ტანი. ერთ დღესაც, როცა საზაფხულო არდადეგებიდან დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი. კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, რადგან სიმაღლე არ მიწყობდა ხელს. მშობლებმა ჯერ ჩემი ძმა - ზურა შეიყვანეს კალათბურთზე, მეც რა გამაჩერებდა შინ მარტოს და, ასე ვთქვათ, ძალით "შევეკვეტე“ ამ სპორტში. მაშინ 12-13 წლის ვიყავი, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს", ხომ გაგიგონიათ...

  • ამერიკიდან დაწყებული და საფრანგეთში გაგრძელებული სპორტული კარიერ

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ოთხიანი ჩემთვის მიუღებელი ნიშანი იყო. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის წყალობით, სკოლა წარჩინებით დავამთავრე. 16 წლამდე ასაკის ნაკრებში მომიწია თამაში, მახსოვს, ახალგაზრდული ოლიმპიადა იყო მოსკოვში, რის შემდეგაც შემოთავაზება მივიღე, სპორტული კარიერა ამერიკაში გამეგრძელებინა და პარალელურად, კოლეჯში მესწავლა. ნიუ იორკიდან მქონდა მოწვევა, მეტი რა უნდოდა პატარა ბიჭს და დავთანხმდი, აქედან დაიწყო ყველაფერი.

სხვა მოლოდინები მქონდა და არც თუ ისე კარგ კოლეჯში მოვხვდი, იქ სხვა რეალობა დამხვდა - ვერც სპორტული და ვერც განათლების მხრივ, განვითარებას ვერ ვხედავდი, შესაბამისად, იქ 4 წელი აღარ დავრჩი და ერთი წლის მერე, იმედგაცრუებული საქართველოში დავბრუნდი. მალევე შემოთავაზება მივიღე საფრანგეთიდან, რაც ჩემთვის დიდი წარმატება იყო - ხელი მოვაწერე პროფესიონალურ კონტრაქტს საფრანგეთის ქალაქ დიჟონში,1 წელი იქ გავატარე და მერე NBA-ში მოვხვდი. ამ ასაკში ეს ოცნებაზე მეტი იყო. სკოლა როდესაც დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე, იურიდიულ ფაკულტეტზე, მერე დაუსწრებელზე გადავედი და ზაფხულობით მიწევდა ჩამოსვლა გამოცდების ჩასაბარებლად.

  • "ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და საუკეთესო მხატვარია მსოფლიოში“

ჩვენი შეხვედრა ისევ და ისევ კალათბურთის მეშვეობით მოხდა, რამაც კიდევ უფრო შემაყვარა ეს სპორტი. ჩემი მეგობარია ანატოლი ბოისა, რომელსაც მე გავაცანი მისი მომავალი მეუღლე და მან, ასე ვთქვათ, ვალი გადამიხადა - მაიკო გამაცნო. ანატოლიც და მაიაც რუსთავიდან არიან, ისინი დიდი ხნის ნაცნობები არიან და ოჯახებით მეგობრობდნენ. ჩვენ ერთად მოვხვდით სუფრაზე - ანატოლიმ დაპატიჟა მაია და იქ გავიცანით, მოგვეწონა ერთმანეთი და დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც.

ჩემი მეუღლე - მაია ბიწაძეც სპორტული ოჯახიდანაა, მამამისი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია კარატეში, მაიკოს ძმა კი - კალათბურთელი, ასე რომ, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. მაიკოს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და საუკეთესო მხატვარია მსოფლიოში. მე და მაიკოს ერთი შვილი - ნიკალა გვყავს, რომელიც აპრილში 3 წლის ხდება. სამივენი აპრილისები ვართ, ამ თვის სამივე დეკადა ჩვენია.

  • "ჩემი ოქროს ხანა“

15 წლის განმავლობაში ვიცავდი ეროვნული ნაკრების ღირსებას, ამ წლებს ოქროს წლებს ვეძახი. სულ სხვა მუხტია და სხვა დატვირთვა აქვს, როცა შენი ქვეყნის სახელით და შენი ჰიმნის ქვეშ თამაშობ. 10 წელი ერთი შემადგენლობა, ძირითადი ბირთვი ვთამაშობდით, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ნათელმირონი გვაკავშირებს - ერთმანეთის ბავშვების ნათლიები ვართ. ეს მჭიდრო და თბილი ურთიერთობა ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება...

მერე მოხდა ისე, რომ სპორტისთვის იძულებით მომიწია თავის დანებება, ტრავმა მივიღე და ჯანმრთელობამ შემიშალა ხელი. ჩამოვშორდი ჩემს საყვარელ საქმიანობას, რაც მტკივნეული მომენტია ჩემთვის. კალათბურთი ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ოჯახის შექმნაც ხომ მასთან არის დაკავშირებული. ამას მოჰყვა ჩემი ოქროს ხანა, მე კალათბურთმა მომცა მთელი ცხოვრება. ამ სპორტში კიდევ ვიტრიალებ და კალათბურთით ვიცხოვრებ. მან მომცა საახლობლო, სანაცნობო, ის, რომ ბევრ ქვეყანაში ვითამაშე, ამდენი ენა ვისწავლე, სხვა ქვეყნების ხალხი და კულტურა გავიცანი... კალათბურთის უზომოდ მადლიერი ვარ.

  • "სპორტსმენს რა უნდა პოლიტიკაში“

არის ასეთი მოსაზრებაც, - სპორტსმენს რა უნდა პოლიტიკაშიო... ელემენტარულია პასუხი - პარლამენტში არსებობს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი და როგორც მინიმუმ, ამ კომიტეტის წარმომადგენელს სპორტთან ხომ უნდა ჰქონდეს კავშირი? პარლამენტში ყველა რომ იურისტი იყოს, ეს რამე შედეგზე ორიენტირებული იქნება? რამდენი კომიტეტიცაა, იქ შესაბამისი დარგის კომიტეტის წარმომადგენელი და კომპეტენტური პირი უნდა მუშაობდეს. სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში სულ სპორტსმენები ვართ შეკრებილი და ქართული სპორტისთვის საკეთილდღეო საქმეს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ასე უნდა შევხედოთ და ვუყუროთ და არა ისე, "ყოფილ სპორტსმენს რა უნდა პარლამენტში“. სპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს და პარლამენტში ვიქნებით, თუ სხვაგან, ყველგან უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპორტი ჯანმრთელობაა. ჩვენ სპორტის პოპულარიზაციას ვეწევით და დარწმუნებული ვარ, კარგ საქმეს ვაკეთებთ. პარლამენტში ვიქნებით, თუ სხვაგან, ყველგან გვმართებს, სპორტი კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ.

ამომრჩეველმა მხარი რომ დამიჭირა, ამასაც, რა თქმა უნდა, სპორტს ვუმადლი. რა დროც არ უნდა ავიღოთ, ნებისმიერი პარტია დაკომპლექტებული იყო ცნობილი და წარმატებული ხალხით. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის გუნდურობა, რაც კალათბურთმა მასწავლა. ეს არა მარტო პარლამენტში, ოჯახშიც მადგება. ძალზე მნიშვნელოვანია, გუნდურობის პრინციპი რომ გაქვს განცდილი და იცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ წესით თამაშს ყველა სფეროში.

ჩემთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანობა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დავკარგოთ. ეს ჩემთვის ყველაზე დაფასებული და მნიშვნელოვანია. დღეს, სამწუხაროდ, იშვიათი გახდა მადლიერების გრძნობა, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, რომ ამის ნაკლებობაა ქვეყანაში.

  • "ერთგული ადამიანი ვარ"

თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდა, ვცდილობ, ოჯახთან ერთად გავატარო, მაქსიმალურად ვიყო ჩართული ბავშვის აღზრდაში და ყველა იმ აქტივობაში, რაც ნიკალასთან არის დაკავშირებული. თავისუფალ დროს მეგობრები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვთამაშობთ. ვერ ვიტყვი, რომ ნადირობა დიდად მიზიდავს, მაგრამ მიწევს ხოლმე. თავისუფალი დროის გატარება მეგობრების წრეში მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, რით გავერთობი, მათთან ყოფნაა მთავარი. ძალიან რთულია ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ ის ვიცი, რომ ვარ ძალიან ერთგული ადამიანი და მეგობრები ზუსტად ამას აფასებენ ჩემში. არ შემიძლია უსამართლობასთან შეგუება და ეს თვისებაც მომწონს ჩემში.

  • "ერთხელ რომ მოიწამლები მისით...“

ახლახან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, რაც დიდ პასუხისმგფებლობას მაკისრებს. ქართული კალათბურთი ახალი ეტაპზეა ასაყვანი, მას მეტი განვითარება სჭირდება. ვფიქრობ, შემწევს ძალა და უნარი, ჩემს გუნდთან ერთად ეს სპორტი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. არჩევნებზე ყველას მხარდაჭერა მქონდა და თქვენი საშუალებით, მათ კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას. მარტო მხარდაჭერა არა, ყოველღიურ შრომაში ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე, მათი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა. მე და პაატა გურასპაული (ყოფილი პრეზიდენტი) ვითანამშრომლებთ ამ საქმეში, ფედერაციაში სხვა გამოცდილი თანამშრომლებიც არიან. ჩვენი შეთანხმების საფუძველზე შევჯერდით იმაზე, რომ ახალი ენერგიაა საჭირო და რა თქმა უნდა, საჭიროა მათი გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ყველანი ერთად გავაგრძელებთ ამ სპორტის განვითარებას, ასე უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ მას, ვიდრე ცალ-ცალკე. რას ვიზამთ, ასე ვართ ეს კალათბურთელები, ერთხელ რომ მოიწამლები კალათბურთით, მის გარეშე გიჭირს ცხოვრება. ჩვენი მთავარი მიმართულება ის იქნება, რომ ბავშვთა კალათბურთის განვითარებას დავუთმოთ დიდი ყურადღება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს ჩართული კალათბურთში. ყურადღება მიექცევა ასევე ამ სპორტის რეგიონულ დონეზე განვითარებას. მჯერა, ერთად ყველაფერი გამოგვივა.

  • "სპორტი ისეთი რაღაცაა, რომელიც ხალხს აერთიანებს“

ძალიან ვწუხვარ, ასეთი პოლარიზებული რომაა საზოგადოება, ადამიანები ერთმანეთს აღარ ინდობენ და მათ დიდი აგრესია ასაზრდოებთ. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ ისაა, რომ სპორტს "მივაწვეთ“. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, ყოველ დღე სპორტული აქტივობები, მაღალი დონის თამაშები რომ ტარდებოდეს. ამასწინათ, ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მოუგო შვედეთის ნაკრებს და მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობდა, ამას განიხილავდა და გულშემატკივრობდა. ხალხს აკლია პოზიტივი, წარმატება და გამარჯვების სიხარულით ტკბობა. სპორტი ისეთი რაღაცაა, რომელიც ხალხს აერთიანებს. მაქსიმალურად უნდა იყოს შეჯიბრებები არა მარტო ფეხბურთსა და კალათბურთში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც და ხალხიც ნაკლებად იქნება ჩართული უაზრო დაპირისპირებაში, აღარ ეცლება ამისთვის. ყველაფერი სპორტში უნდა გადავიტანოთ, ბევრი კულტურული და სპორტული აქტივობები უნდა იყოს, რათა ხალხმა მეტი პოზიტივი დაინახოს. ყველამ ჩვენ ჩვენი როლი და ფუნქცია რომ შევასრულოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოგვივა. მჯერა, ჩვენ ამას შევძლებთ.