ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში "ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ომიკრონის“ შტამს, ძირითადად მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ასევე, შესაძლებელია არასახარბიელო გამოსავალიც დადგეს.
"კიდევ უფრო მეტი მონაცემი გაჩნდა მისი სწრაფი გავრცელების თაობაზე, ამდენად აქ საუბარია იმაზე, რომ მას შეუძლია ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის იმ მთავარ რისკს რაც უკავშირდება ამ შტამს.
შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე. ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს გადადება და გამოჩნდეს ნიშნები დაავადების, უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ბავშვებშიც შესაძლებელია მათი გავრცელება. მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის შემთხვევებია უპირატესად ჯერჯერობით, თუმცა აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც. გვაქვს დადასტურებული 24 შემთხვევა ყველა არის მსუბუქი მიმდინარეობის. პირველი ორი შემთხვევა, რომ გამოცხადდა ორშაბათს, მათი კონტაქტების გამოკვლევა განხორციელდა და ყველას დაუდასტურდა, უმრავლესობა იყო ვაქცინირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, დადასტურებული შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ არის მოსალოდნელი.
გიორგი ფხაკაძის სიტყვები (ვიდეო palitratv-ზე დევს) "თუ ხართ აცრილი "სინოვაკით", "სინოფარმით", "სპუტნიკით", "ჯონსონით" ჩათვალეთ რომ ომიკრონთან მიმართებაში აცრილი არ ხართ, ხოლო "ასტრა ზენეკა" მინიმალურად გიცავთ" მთავრობა (და ასევე ფხაკაძის ფან კლუბის წევრების მოსაზრებაც მაინტერესებს) რა პასუხი გაქვთ ამ განცხადებაზე ეთანხმებით ბატონ ფხაკაძეს? თუ კი, მაშინ რა პასუხს აძლევთ იმ ხალხს,რომლებმაც თქვენს მიერ ოფიციალურად შემოტანილი და გაპიარებული ეს ვაქცინები გაიკეთეს და იკეთებენ? თუ არა, მაშინ რატომ გიკვირთ ადამიანების უნდობლობა და ცდილობთ ანივაქსერის იარლიყი მიაწებოთ, ყველას ვისაც ოდნავ განსხვავებული აზრი გააჩნია, როდესაც აგერ პირდაპირი მიმართვით, ღია ტექსტით გეუბნებათ ბატონი პროფესორი, რომ ზემოთ აღნიშნული აცრების იმ სახეობების გამოყენებას რომელიც თითმის ნახევარ მილიონმა ადამიანმა გაიკეთა და იკეთებს, აზრი არა აქვს მოცემულ რეალობაში? არ არის ეს ანტივაქსერული პროპაგანდა? ვერ მოაკეტინებთ კანონის ძალით? თუ პიროვნების მიხედვით განისაზღვრება, რა ჩაითვლება ანტივაქსერობად და რა არა!
თქვენვე ადასტურებთ, რომ ვაქცინირებულებს შემოაქვთ ვირუსი და იქნებ ამ კუთხით გაგეკონტროლებინათ სიტუაცია