მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა მსოფლიოში პოპულარული Gift Box-ების გამოწერა და 5 გამორჩეული „სასაჩუქრე ყუთი“, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ
რატომ გახდა მსოფლიოში პოპულარული Gift Box-ების გამოწერა და 5 გამორჩეული „სასაჩუქრე ყუთი“, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ

ყო­ველ­თვი­უ­რი თე­მა­ტუ­რი სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თე­ბის გა­მო­წე­რის პრაქ­ტი­კა 2010 წელს კომ­პა­ნია Birchbox-მა და­ი­წყო. მათ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა მა­მა­კა­ცე­ბის­თვის გა­ა­კე­თეს, შე­დე­გად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 800 000-ზე მეტი ხელ­მომ­წე­რი შე­აგ­რო­ვეს, ხოლო ყო­ველ­წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 96 000 000$-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. დღე­ი­სათ­ვის Gift Box-ების უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს და ეს სერ­ვი­სი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ისე­თი გი­გან­ტი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა Walmart, CVS Pharmacy, Amazon და Lancome, ბა­ზარ­ზე აფუძ­ნე­ბენ სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თებს. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია: მომ­ხმა­რე­ბე­ლი იწერს სა­სურ­ველ Gift Box-ს, იხ­დის ყო­ველ­თვი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას და ავ­სებს სპე­ცი­ა­ლურ გა­ნა­ცხადს, სა­დაც უთი­თებს სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­სა და სურ­ვი­ლებს. ამის შემ­დეგ ის რე­გუ­ლა­რუ­ლად, თვე­ში ერთხელ იღებს სა­სა­ჩუქ­რე ყუთს სახ­ლში.

რა­შია Gift Box-ების უპი­რა­ტე­სო­ბა?

1. მორ­გე­ბუ­ლი თქვენს ინ­ტე­რე­სებ­ზე

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ხართ თუ არა შო­კო­ლა­დის, კო­მიქ­სე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი თუ ღვი­ნის მცოდ­ნე. ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­სა­ჩუქ­რე ყუთი გა­მო­ი­წე­როთ. ამ სერ­ვი­სის უმე­ტე­სო­ბა შექ­მნი­ლია ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

2. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სი­ურპრი­ზის მო­ლო­დი­ნი

სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თის გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში არას­დროს იცი ბო­ლომ­დე, რო­მე­ლი ნივ­თე­ბი შეგ­ხვდე­ბა ყუთ­ში, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი ბოქ­სი პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლოა. მო­ლო­დი­ნი­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის შეგ­რძნე­ბით, ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა.

3. ფასი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა

გარ­და იმი­სა, რომ აბო­ნენ­ტე­ბი სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თებს პირ­და­პირ სახ­ლში იღე­ბენ, მას­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს იხ­დი­ან, ვიდ­რე მა­ღა­ზი­ებ­ში იმა­ვე პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვი­სას და­ხარ­ჯავ­დნენ. თა­ნაც მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბად იქ­ცე­ვა.

5 გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­სა­ჩუქ­რე ყუთი, რომ­ლის გა­მო­წე­რაც შე­გიძ­ლი­ათ:

1. Allure Beauty Box

პო­პუ­ლა­რუ­ლი Beauty Box, რო­მელ­შიც ხა­რის­ხი­ა­ნი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შეგ­ხვდე­ბათ. ყუ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თვე­ში 23$-ია. რაც უფრო მეტი ხან­გრძლი­ვო­ბით გა­მო­ი­წერთ, მით ნაკ­ლე­ბი მო­უ­წევს ყო­ველ­თვი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. 3 თვე 65$, 1 წელი კი 250$-ია.

2. Try The World

თუ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გინ­დათ, მა­შინ Try The World - იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია. თქვენ შეძ­ლებთ და­ა­გე­მოვ­ნოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სნე­ქი, სას­მე­ლე­ბი და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და გა­უ­სინ­ჯოთ გემო მსოფ­ლი­ოს. სნე­ქის ბოქ­სი თვე­ში 19$-ია; კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი - 30$, ხოლო სა­ავ­ტო­რო ნაკ­რე­ბის ფასი 40$-ია.

3. ლიტ­ბოქ­სი

„ლიტ­ბოქ­სი“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ყუ­თია, რომ­ლის გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­შიც, თვე­ში ერთხელ მი­ი­ღებთ ორ წიგნს და სა­ჩუ­ქარს. „ლიტ­ბოქ­სის“ გა­მო­წე­რით, თქვენ შეძ­ლებთ ბი­უ­ჯე­ტუ­რად შე­ავ­სოთ თქვე­ნი ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კას ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბით. litbox.ge-ს სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ, ირ­ჩევთ სა­სურ­ველ ჟანრს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვეჟან­რად იყო­ფა. შე­გიძ­ლია აირ­ჩი­ოთ მხატ­ვრუ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სა­ბავ­შვო ან სე­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის წიგ­ნე­ბი, რომ ყუ­თის შიგ­თავ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ერ­გოს თქვენს ინ­ტე­რე­სებს. ერთი „ლიტ­ბოქ­სის“ ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 ლა­რია და მისი გა­მო­წე­რა სა­სურ­ვე­ლი ვა­დი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყუ­თის შიგ­თავსს თი­თო­ე­უ­ლი გა­მომ­წე­რის­თვის წიგ­ნის „მრჩევ­ლე­ბი“ აარ­ჩე­ვენ, რომ­ლე­ბიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. „ლიტ­ბოქ­სის“ გა­მო­წე­რა სა­იტ­ზე უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია!

4. BarkBox

BarkBox-ი თქვენს ძაღლს შე­სა­ნიშ­ნავ სა­ჩუ­ქარს გა­უ­კე­თებს, თვე­ში 19$-ად. სა­სა­ჩუქ­რე ყუთ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­ღე­ჭი სნე­ქე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, ძაღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი.

5. Loot Crate

19$-ად Loot Crate პოპ-კულ­ტუ­რის ატ­რი­ბუ­ტი­კის ეპი­კუ­რი ნაკ­რე­ბით მო­გა­მა­რა­გებთ: ტან­საც­მე­ლი, გა­ჯე­ტე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი და სხვ. ასე­თი სა­სა­ჩუქ­რე ყუთი ანი­მე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­საც გა­უ­ხარ­დე­ბათ. Loot Crate გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში.

თქვენ რო­მელ ბოქსს ისურ­ვებ­დით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რატომ გახდა მსოფლიოში პოპულარული Gift Box-ების გამოწერა და 5 გამორჩეული „სასაჩუქრე ყუთი“, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ

რატომ გახდა მსოფლიოში პოპულარული Gift Box-ების გამოწერა და 5 გამორჩეული „სასაჩუქრე ყუთი“, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ

ყოველთვიური თემატური სასაჩუქრე ყუთების გამოწერის პრაქტიკა 2010 წელს კომპანია Birchbox-მა დაიწყო. მათ ეს შეთავაზება მამაკაცებისთვის გააკეთეს, შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 800 000-ზე მეტი ხელმომწერი შეაგროვეს, ხოლო ყოველწლიურმა შემოსავალმა 96 000 000$-ს გადააჭარბა. დღეისათვის Gift Box-ების უამრავი ვარიანტი არსებობს და ეს სერვისი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიცაა Walmart, CVS Pharmacy, Amazon და Lancome, ბაზარზე აფუძნებენ სასაჩუქრე ყუთებს. ყველაფერი ძალიან მარტივია: მომხმარებელი იწერს სასურველ Gift Box-ს, იხდის ყოველთვიურ ღირებულებას და ავსებს სპეციალურ განაცხადს, სადაც უთითებს საკუთარ ინტერესებსა და სურვილებს. ამის შემდეგ ის რეგულარულად, თვეში ერთხელ იღებს სასაჩუქრე ყუთს სახლში.

რაშია Gift Box-ების უპირატესობა?

1. მორგებული თქვენს ინტერესებზე

მნიშვნელობა არ აქვს, ხართ თუ არა შოკოლადის, კომიქსების მოყვარული თუ ღვინის მცოდნე. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, პირად ინტერესებზე მორგებული სასაჩუქრე ყუთი გამოიწეროთ. ამ სერვისის უმეტესობა შექმნილია ვიწრო ინტერესებისთვის.

2. ცნობისმოყვარეობა და სიურპრიზის მოლოდინი

სასაჩუქრე ყუთის გამოწერის შემთხვევაში არასდროს იცი ბოლომდე, რომელი ნივთები შეგხვდება ყუთში, ამიტომ თითოეული ბოქსი პატარა საიდუმლოა. მოლოდინისა და ცნობისმოყვარეობის შეგრძნებით, ყოველთვიური საჩუქრების მიღებით გამოწვეული კმაყოფილება მნიშვნელოვნად იზრდება.

3. ფასი და მოხერხებულობა

გარდა იმისა, რომ აბონენტები სასაჩუქრე ყუთებს პირდაპირ სახლში იღებენ, მასში გაცილებით ნაკლებს იხდიან, ვიდრე მაღაზიებში იმავე პროდუქციის ყიდვისას დახარჯავდნენ. თანაც მაღაზიებში სიარული სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.

5 გამორჩეული სასაჩუქრე ყუთი, რომლის გამოწერაც შეგიძლიათ:

1. Allure Beauty Box

პოპულარული Beauty Box, რომელშიც ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები შეგხვდებათ. ყუთის ღირებულება თვეში 23$-ია. რაც უფრო მეტი ხანგრძლივობით გამოიწერთ, მით ნაკლები მოუწევს ყოველთვიური ღირებულება. 3 თვე 65$, 1 წელი კი 250$-ია.

2. Try The World

თუ კულინარიული საჩუქარი გინდათ, მაშინ Try The World - იდეალური ვარიანტია. თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ განსაკუთრებული სნექი, სასმელები და ინგრედიენტები და გაუსინჯოთ გემო მსოფლიოს. სნექის ბოქსი თვეში 19$-ია; კულინარიული - 30$, ხოლო საავტორო ნაკრების ფასი 40$-ია.

3. ლიტბოქსი

„ლიტბოქსი“ ლიტერატურული ყუთია, რომლის გამოწერის შემთხვევაშიც, თვეში ერთხელ მიიღებთ ორ წიგნს და საჩუქარს. „ლიტბოქსის“ გამოწერით, თქვენ შეძლებთ ბიუჯეტურად შეავსოთ თქვენი ოჯახის ბიბლიოთეკას ახალი და საინტერესო წიგნებით. litbox.ge-ს საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, ირჩევთ სასურველ ჟანრს, რომელიც თავის მხრივ კიდევ რამდენიმე ქვეჟანრად იყოფა. შეგიძლია აირჩიოთ მხატვრული, შემეცნებითი, საბავშვო ან სერიული ხასიათის წიგნები, რომ ყუთის შიგთავსი მაქსიმალურად მოერგოს თქვენს ინტერესებს. ერთი „ლიტბოქსის“ ღირებულება 20 ლარია და მისი გამოწერა სასურველი ვადითაა შესაძლებელი. ყუთის შიგთავსს თითოეული გამომწერისთვის წიგნის „მრჩევლები“ აარჩევენ, რომლებიც ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები არიან. „ლიტბოქსის“ გამოწერა საიტზე უკვე შესაძლებელია!

4. BarkBox

BarkBox-ი თქვენს ძაღლს შესანიშნავ საჩუქარს გაუკეთებს, თვეში 19$-ად. სასაჩუქრე ყუთში მოთავსებულია საღეჭი სნექები, სათამაშოები, ძაღლის ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთები.

5. Loot Crate

19$-ად Loot Crate პოპ-კულტურის ატრიბუტიკის ეპიკური ნაკრებით მოგამარაგებთ: ტანსაცმელი, გაჯეტები, სათამაშოები და სხვ. ასეთი სასაჩუქრე ყუთი ანიმეების მოყვარულებსაც გაუხარდებათ. Loot Crate განსაკუთრებით პოპულარულია თინეიჯერებში.

თქვენ რომელ ბოქსს ისურვებდით?