საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი?
"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი?

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა, თე­მურ ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­შია და გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დის­შვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, ნა­თე­სა­ვის სტა­ტუ­სით, აპი­რებს, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის უფ­ლე­ბას მის­ცემს. ამის თა­ო­ბა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქ­ზე" ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"გა­ვი­გე ბი­ძა­ჩე­მი თე­მურ ალა­სა­ნია, რო­მე­ლიც სა­ა­ხალ­წლოდ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. ჩემი რჩე­ვა ივა­ნიშ­ვილს - თუ ბა­ძავ ვარ­ლამ არა­ვი­ძეს, ბა­რემ ბო­ლომ­დე მი­ბა­ძე და და­ა­პა­ტიმ­რე სას­წრა­ფოდ ყვე­ლა ალა­სა­ნია, ყვე­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლი, მი­ა­ყო­ლე ავთო წე­რე­თე­ლიც და მისი ად­ვო­კა­ტიც კახა წე­რე­თე­ლიც, ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბია. ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ჰო­ლან­დი­ე­ლი, ნუ, ერთი ამე­რი­კე­ლიც (ბი­ძა­ჩე­მი ხომ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა), რათა ახა­ლი წლის სუფ­რა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ცუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნო თავი შენს ხი­ხოს­ტან­ში. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
1

თემურ ალასანია იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ, რუსულად კგბ) პოლკოვნიკი და ამასთან ერთად საბჭოთა დიპლომატი, რომელიც მუშაობდა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში. იქ მუშაობის პერიოდში მიაღწია ამ ორგანიზაციის სამდივნოს უფროსი მრჩევლის გავლენიან თანამდებობას.

ზოგადად რაც მან თქვა ქართველების მიმართ რუსული ნარატივია. ამის თაობაზე ერთმა რუსმა მწერალმაც განაცხადა (გვარი არ მახსოვს) ჯერ კიდევ 30 წლის წინათ, ეროვნული მოძრაობის დროს, როდესაც განაცხადა, რომ ქართველები ავადმყოფი ერიაო.

როგორც ამბობენ ყოფილი კაგებეშნიკი არ არსებობს - ის სიკვდილამდე კაგებეშნიკია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის მენტალობით რუსია ქართული გვარით, რომელიც იცავს რუსეთის ინტერესებს!

მან თავის დროზე გზა გაუკვალა მიხეილ სააკაშვილს კარიერის მიღწევაში, როდესაც სამხედრო სამსახური გაიარა უკრაინაში, სსრკ კგბ-ს სასაზღვრო ჯარებში, შემდეგ დაეხმარა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში მოწყობაში, სადაც უბრალო მოკვდავების შვილები ვერ აბარებდნენ. მისი დამთავრების შემდეგ დაეხმარა სწავლის გაგრძელებაში ჯერ სტრასბურგში, შემდეგ აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში და ა.შ.

დიდი ალბათობით თემურ ალასანია იყო ის პიროვნება, რომელმაც დაარწმუნა სააკაშვილი 2008 წლის ომის დაწყებამდე, რომ რუსეთი ომში არ ჩაებმებოდა. ამის თაობაზე თვითონ სააკაშვილმა განაცხადა, ოღონდ პიროვნების დასახელების გარეშე.

 

ai exla
3

ესააა ეხლა პრეზიდენტად ყოფილი ადამიანის სიტყვა-პასუხი?? უგულავა და ხოშტარიას კი მოეწონება რა კარგად თქვაო იტყვიან... და ამ დროს შერიგებაზეც ლაპარაკობენ. ხიხო თუ არის მიტომ ხარ მანდ სადაც ხარ შენს თავს ააბრალე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი?

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოშია და გორის სამხედრო ჰოსპიტალში დისშვილის მონახულებას, ნათესავის სტატუსით, აპირებს, თუ ხელისუფლება ამის უფლებას მისცემს. ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ "ფეისბუქზე" ექსპრეზიდენტის პოსტი გამოქვეყნდა, რომელსაც გთავაზობთ:

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ, ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში. მიხეილ სააკაშვილი".