საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანი ბუნდოვანი წარსულით: მითები და რეალობა თემურ ალასანიას შესახებ - სააკაშვილის ბიძის ოჯახი, ამერიკული ცხოვრება და სკანდალური ფარული ჩანაწერები
ადამიანი ბუნდოვანი წარსულით: მითები და რეალობა თემურ ალასანიას შესახებ - სააკაშვილის ბიძის ოჯახი, ამერიკული ცხოვრება და სკანდალური ფარული ჩანაწერები

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას "აჩ­რდი­ლი" ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან სდევს. მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად დე­დის გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ძმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს სე­რი­ო­ზულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, წლე­ბი ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­ში, ამ­ჯე­რად კი შტა­ტებ­ში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

ადა­მი­ა­ნი ბუნ­დო­ვა­ნი წარ­სუ­ლით, მი­თი­უ­რი მი­ლი­არ­დე­რი - ამ ეპი­თე­ტე­ბით ალა­სა­ნი­ას მე­დი­ა­ში ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, თუმ­ცა მის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან მწი­რია. ინ­ტერ­ნეტ­ში არ იძებ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მისი სამ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ. ვი­ცით ის, რომ სხვა­დას­ხვა დროს დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, მა­გა­ლი­თად, მუ­შა­ობ­და გა­ე­რო - ში.

კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან მუდ­მი­ვად გა­მო­დი­ო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ექ­სპრე­ზი­დენტზე ბი­ძას ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და და აქვს.

2007 წელს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­სულ­მა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სხვა სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­თან ერ­თად, ისიც თქვა, - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ვა­კა­ვეო. ”მე და­ვა­კა­ვე პრე­ზი­დენ­ტის ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია და პრე­ზი­დენ­ტის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით ის გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე”, - თქვა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა. მას ეს რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­და.

მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბი­ძას­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად

ალა­სა­ნი­ას არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში, რა­ზეც 2014 წელს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, - ია­რა­ღის ბიზ­ნეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ მქო­ნია, მე­ტიც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ნი­ა­რა­ღე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დიო...

"თე­მურ ალა­სა­ნია ან­დრო­პო­ვის მიერ აღ­ზრდი­ლი კე-გე-ბე-ს გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კია, რო­მელ­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა დღემ­დე არ და­უ­ტო­ვე­ბია და რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ხელს და­ა­ფა­რებს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი", - ეს არის ამო­ნა­რი­დი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მელ­შიც ის ალა­სა­ნი­ას "მა­ფი­ის ბო­სად" მო­იხ­სე­ნი­ებს.

2017 წელს, თე­მურ ალა­სა­ნია დის­შვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად შტა­ტე­ბი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტით ჩაფ­რინ­და, თუმ­ცა ის ქვე­ყა­ნა­ში არ შე­უშ­ვეს. იმ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად წერ­და, რომ ის იყო კე-გე-ბე - ს ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რის ავ­ტო­რი გახ­ლდათ.

თე­მურ ალა­სა­ნია ვა­ჟებ­თან ერ­თად

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე­ჯერ გავ­რცელ­და თე­მურ ალა­სა­ნი­ას ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი. 2020 წელს გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უარს ამ­ბობ­და, თე­მურ ალა­სა­ნი­ა­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს შო­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი გა­ი­მარ­თა.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე: ბა­ტო­ნო თე­მურ, ყვე­ლა შევა პარ­ლა­მენ­ტში... მე იქ არ შე­ვალ...

თე­მურ ალა­სა­ნია: ჰოდა პირ­ვე­ლი, არა­ვი­თა­რი ლე­გი­ტი­მა­ცია ამ მთავ­რო­ბას. მე­ო­რე, სრუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა... მე­სა­მე, არა­ვი­თა­რი დი­ა­ლო­გი, არა­ვი­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მე­ო­თხე, დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის შექ­მნა, სას­წრა­ფოდ... უნდა გა­მო­ცხად­დეს, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­დარ­ჩე­ნის­თვის მთავ­რო­ბა იქ­მნე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხის წი­ნა­შე აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მე­ხუ­თე, უნდა მივ­მარ­თოთ მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ ჩვენ არ გთხოვთ მხარ­და­ჭე­რას, უბ­რა­ლოდ გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო გა­დარ­ჩე­ნის კო­მი­ტეტ­მა ხელ­ში აიღო სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და დღე­ი­დან პა­სუხს აგებს ქვეყ­ნის ბედ­ზე.

ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა დღემ­დე გარ­კვე­უ­ლი არ არის.

თე­მურ ალა­სა­ნია ქარ­თულ მე­დი­ას­თან ისე­დაც ბევ­რს არას­დროს სა­უბ­რობ­და, მით უფრო ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

თე­მურ ალა­სა­ნია მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

2019 წლის მა­ის­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში, ალა­სა­ნია სა­ა­კაშ­ვილს ფლო­რი­და­ში, მის­თვის ნა­ყი­დი ბი­ნის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს აც­ნობს. ჩა­ნა­წერ­ში ლა­პა­რა­კია ასე­ვე სან­დრა რუ­ლოვსზეც, რო­მე­ლიც თით­ქოს ბი­ნის გა­სა­ღებს ითხოვს, რომ­ლის მი­ცე­მის სურ­ვი­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს არ ჰქონ­დათ. ჩა­ნა­წერ­ში ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, არც ისე კარ­გად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ალა­სა­ნი­ას მიერ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­მურ ალა­სა­ნი­ას ცოლ­მა, ქე­თი­ნო ალა­სა­ნი­ამ მე­უღ­ლის სა­ხე­ლით ამ თე­მა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით, მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­მართ რამ­დენ­ჯერ­მე და­ვა­ფიქ­სი­რე. და ეხლა ამა­ზე არ შევ­ჩერ­დე­ბი. რო­გორც ჩანს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ფლო­რი­დის ბი­ნამ, რო­მე­ლიც ამ ორი­ო­დე წლის წინ შე­ვი­ძი­ნე, ნიუ იორკში გა­ყი­დუ­ლი ბი­ნის სა­ნაც­ვლოდ. ეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. ამ ბი­ნით ვსარ­გებ­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დიდი სი­ხა­რუ­ლით ვიწ­ვევთ ხოლ­მე ჩემ დას და დის­შვილს, როცა მათ ჩა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ.

მე რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლი ვმუ­შა­ობ­დი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ად­გილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა მქონ­და (და მაქვს). ამი­ტომ შე­მიძ­ლია ჩემს თავს უფ­ლე­ბა მივ­ცე მქონ­დეს ბინა იქ, სა­დაც მინ­და. არა მგო­ნია, ეს ვინ­მეს საქ­მე იყოს, მი­თუ­მე­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ქურ­დე­ბის", - წერ­და თე­მურ ალა­სა­ნია.

2018 წელს უკ­რა­ი­ნულ საიტ zdes.com.ua-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ბი­ძა­მი­სის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და. დი­ა­ლო­გის ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში თე­მურ ალა­სა­ნია ქარ­თვე­ლებს “ავად­მყოფ ერს ” უწო­დებს და მუ­ქა­რის შემ­ცველ სი­ტყვებს ამ­ბობს.

მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ: გი­უ­ლი ალა­სა­ნია, მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძე, ქე­თი­ნო ალა­სა­ნია

თე­მურ ალა­სა­ნია მე­უღ­ლეს­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. თუმ­ცა 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ვი­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მისი შვი­ლე­ბი, ნიკა და გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ე­ბი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ. იმ­ჟა­მად ამ­ბობ­დნენ, რომ მისი ვაჟი გი­ორ­გი "ტე­ლე­ი­მედ­ში" მუ­შა­ობ­და.

ალა­სა­ნი­ას ვა­ჟე­ბი ნი­კო­ლო­ზი და გი­ორ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც, წარ­მა­ტე­ბულ და ლა­მაზ ქარ­თველ ქა­ლებ­ზე იქორ­წი­ნეს. ნიკა ალა­სა­ნი­ამ და ლიკა ევ­გე­ნი­ძემ 2011 წელს ჯვა­რი თბი­ლის­ში, მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს. გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი კი მთაწ­მინ­დის პარკში გა­და­ი­ხა­დეს. პა­ტარ­ძლის ერთ-ერთი მეჯ­ვა­რე ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სიც. წყვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა აირ­ჩია. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბი­სა და ორი შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, 2017 წელს ლიკა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ლი­კამ გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მუ­სი­კოსს ნიკა კო­ჩა­როვ­ზე იქორ­წი­ნა. და­ო­ჯახ­და ნიკა ალა­სა­ნი­აც, ამ­ჯე­რად მისი რჩე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი ქალი კელი ქენდლი აღ­მოჩ­ნდა. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ე­ძი­ნა, ბავ­შვი ამე­რი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც მო­ი­ნა­ხუ­ლა.

გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ა­სა და მე­გან მაკ­მა­ნუ­სის ქორ­წილ­ში

წლე­ბის წინ, ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ვახ­ტანგ ხუ­ცი­ძის შვი­ლიშ­ვილ ელე­ნე დუმ­ბა­ძე­ზე იქორ­წი­ნა თე­მურ ალა­სა­ნი­ას მე­ო­რე ვაჟ­მა გი­ორ­გიმ.

წყვილ­მა ცხოვ­რე­ბა ამე­რი­კა­ში გა­აგ­რძე­ლა და ვაჟი მი­ხე­ილ - და­ვით ალა­სა­ნია შე­ე­ძი­ნათ. ლი­კა­სა და ნი­კას გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მალე ელე­ნე­სა და გი­ორ­გის წყვი­ლიც ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. ელე­ნემ ცხოვ­რე­ბა შვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში გა­აგ­რძე­ლა. ა.წ. ივ­ნის­ში გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ამ მე­ო­რედ იქორ­წი­ნა, მისი რჩე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი მე­გან მაკ­მა­ნუ­სია. ქორ­წი­ლი სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, მი­ზე­ზი კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბა გახ­ლდათ. შტა­ტებ­ში ბი­ძაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ზე ჩა­სულ სა­ა­კაშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბას და­ემ­თხვა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტი ამე­რი­კა­ში. იმ­ჟა­მად მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპრე­მი­ე­რი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ორი­ვე მხა­რემ უარ­ყო...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
13

სად არიან არასამთავრობიოები? პოზნერს რომ მიუვარდნენ და კვერცხებს ესროდნენ.ეს იმაზე ბევრად მავნებელია. თუ რადგან მიშას ბიძაა,ეპატიება.

Lebron kingjames
9

ჟუუუუურნლისტების გასაგონად ხალხი მართლა ბრძენია!!!!! კარგად გვახსოვს როგორ გვაგინა ამ გარეწარმა არსებამ!!!! ამას გარდა მთელმა ქვეყანამ იცის რომ კაგებეს პოლკოვნიკია!!!!!! და ასევე ვიცით რომ იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა!!!!!!!!!! ასე რომ არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მიჰა მთელი მისი მთავრობა და ბიძამისი კრიმინალები არიან!!!!! წერტილი!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ადამიანი ბუნდოვანი წარსულით: მითები და რეალობა თემურ ალასანიას შესახებ - სააკაშვილის ბიძის ოჯახი, ამერიკული ცხოვრება და სკანდალური ფარული ჩანაწერები

ადამიანი ბუნდოვანი წარსულით: მითები და რეალობა თემურ ალასანიას შესახებ - სააკაშვილის ბიძის ოჯახი, ამერიკული ცხოვრება და სკანდალური ფარული ჩანაწერები

მიხეილ სააკაშვილს ბიძის, თემურ ალასანიას "აჩრდილი" ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროიდან სდევს. მედიაში არაერთხელ დაწერილა, რომ ექსპრეზიდენტის წარმატება დიდწილად დედის გიული ალასანიას ძმის დამსახურებაა, რომელიც სხვადასხვა დროს სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა, წლები ცხოვრობდა მოსკოვში, ამჯერად კი შტატებში, მანჰეტენზე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ადამიანი ბუნდოვანი წარსულით, მითიური მილიარდერი - ამ ეპითეტებით ალასანიას მედიაში ხშირად მოიხსენიებენ, თუმცა მის შესახებ საჯარო ინფორმაცია ძალიან მწირია. ინტერნეტში არ იძებნება ოფიციალური ინფორმაცია მისი სამსახურების შესახებ. ვიცით ის, რომ სხვადასხვა დროს დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა, მაგალითად, მუშაობდა გაერო - ში.

კულუარებიდან მუდმივად გამოდიოდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტზე ბიძას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და აქვს.

2007 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სხვა სკანდალურ განცხადებებთან ერთად, ისიც თქვა, - მიხეილ სააკაშვილის ბიძა ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეო. ”მე დავაკავე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით ის გავათავისუფლე”, - თქვა ოქრუაშვილმა. მას ეს რადიკალური განცხადებები ძალიან ძვირად დაუჯდა.

მიხელ სააკაშვილი ბიძასთან და მის ოჯახთან ერთად

ალასანიას არაოფიციალურად ხშირად ადანაშაულებდნენ იარაღით ვაჭრობაში, რაზეც 2014 წელს "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, - იარაღის ბიზნესთან არავითარი კავშირი არ მქონია, მეტიც, მთელი ცხოვრება განიარაღებაზე ვმუშაობდიო...

"თემურ ალასანია ანდროპოვის მიერ აღზრდილი კე-გე-ბე-ს გენერალ-პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა დღემდე არ დაუტოვებია და რომელსაც ყოველთვის ხელს დააფარებს ვლადიმერ პუტინი", - ეს არის ამონარიდი ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუდან, რომელშიც ის ალასანიას "მაფიის ბოსად" მოიხსენიებს.

2017 წელს, თემურ ალასანია დისშვილის მოსანახულებლად შტატებიდან უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტით ჩაფრინდა, თუმცა ის ქვეყანაში არ შეუშვეს. იმჟამად უკრაინული მედიაც აქტიურად წერდა, რომ ის იყო კე-გე-ბე - ს ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ამავე დროს სააკაშვილის ბრწყინვალე კარიერის ავტორი გახლდათ.

თემურ ალასანია ვაჟებთან ერთად

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმეჯერ გავრცელდა თემურ ალასანიას ფარული სატელეფონო ჩანაწერი. 2020 წელს გავრცელებულ ჩანაწერში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

გუბაზ სანიკიძე: ბატონო თემურ, ყველა შევა პარლამენტში... მე იქ არ შევალ...

თემურ ალასანია: ჰოდა პირველი, არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას. მეორე, სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა... მესამე, არავითარი დიალოგი, არავითარი თანამშრომლობა. მეოთხე, დროებითი მთავრობის შექმნა, სასწრაფოდ... უნდა გამოცხადდეს, რომ ეროვნული გადარჩენისთვის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც ხალხის წინაშე აიღებს პასუხისმგებლობას. მეხუთე, უნდა მივმართოთ მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ გთხოვთ მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე.

ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე გარკვეული არ არის.

თემურ ალასანია ქართულ მედიასთან ისედაც ბევრს არასდროს საუბრობდა, მით უფრო ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თემურ ალასანია მეუღლესთან ერთად

2019 წლის მაისში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ალასანია სააკაშვილს ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში ლაპარაკია ასევე სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ. ჩანაწერში ყოფილი პირველი ლედი, არც ისე კარგად არის მოხსენიებული ალასანიას მიერ. მოგვიანებით თემურ ალასანიას ცოლმა, ქეთინო ალასანიამ მეუღლის სახელით ამ თემაზე სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა.

“რამდენიმე სიტყვით, მინდა, გამოვეხმაურო გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს. ჩემი დამოკიდებულება ასეთი ჩანაწერების მიმართ რამდენჯერმე დავაფიქსირე. და ეხლა ამაზე არ შევჩერდები. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფლორიდის ბინამ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ შევიძინე, ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ. ეს უძრავი ქონება გაფორმებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული და ფინანსური მოთხოვნების სრული დაცვით. ამ ბინით ვსარგებლობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი შვილები, შვილიშვილები და, რასაკვირველია, დიდი სიხარულით ვიწვევთ ხოლმე ჩემ დას და დისშვილს, როცა მათ ჩამოსვლის საშუალება აქვთ.

მე რამდენიმე ათწლეული ვმუშაობდი საპასუხისმგებლო ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში და შესაბამისად, მაღალი ანაზღაურება მქონდა (და მაქვს). ამიტომ შემიძლია ჩემს თავს უფლება მივცე მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა. არა მგონია, ეს ვინმეს საქმე იყოს, მითუმეტეს საქართველოს ხელისუფლებაში დაბუდებული ბიუჯეტის ქურდების", - წერდა თემურ ალასანია.

2018 წელს უკრაინულ საიტ zdes.com.ua-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. დიალოგის ერთ-ერთ ეპიზოდში თემურ ალასანია ქართველებს “ავადმყოფ ერს ” უწოდებს და მუქარის შემცველ სიტყვებს ამბობს.

მარცხნიდან მარჯვნივ: გიული ალასანია, მაია ორჯონიკიძე, ქეთინო ალასანია

თემურ ალასანია მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს. თუმცა 2012 წლის არჩევნებამდე, ვიდრე "ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მისი შვილები, ნიკა და გიორგი ალასანიები, გარკვეული პერიოდი, თბილისში ცხოვრობდნენ. იმჟამად ამბობდნენ, რომ მისი ვაჟი გიორგი "ტელეიმედში" მუშაობდა.

ალასანიას ვაჟები ნიკოლოზი და გიორგი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც, წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს. ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს. გრანდიოზული ქორწილი კი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა იმჟამინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. წყვილმა საცხოვრებლად ამერიკა აირჩია. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს ლიკა საქართველოში დაბრუნდა. ლიკამ განქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში მუსიკოსს ნიკა კოჩაროვზე იქორწინა. დაოჯახდა ნიკა ალასანიაც, ამჯერად მისი რჩეული ამერიკელი ქალი კელი ქენდლი აღმოჩნდა. წყვილს საერთო შვილი რამდენიმე თვის წინ შეეძინა, ბავშვი ამერიკაში მიხეილ სააკაშვილმაც მოინახულა.

გიორგი ალასანიასა და მეგან მაკმანუსის ქორწილში

წლების წინ, ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვახტანგ ხუციძის შვილიშვილ ელენე დუმბაძეზე იქორწინა თემურ ალასანიას მეორე ვაჟმა გიორგიმ.

წყვილმა ცხოვრება ამერიკაში გააგრძელა და ვაჟი მიხეილ - დავით ალასანია შეეძინათ. ლიკასა და ნიკას განქორწინების შემდეგ, მალე ელენესა და გიორგის წყვილიც ერთმანეთს დაშორდა. ელენემ ცხოვრება შვილთან ერთად თბილისში გააგრძელა. ა.წ. ივნისში გიორგი ალასანიამ მეორედ იქორწინა, მისი რჩეული ამერიკელი მეგან მაკმანუსია. ქორწილი სკანდალური აღმოჩნდა და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა გახლდათ. შტატებში ბიძაშვილის ქორწილზე ჩასულ სააკაშვილის სტუმრობას დაემთხვა გიორგი გახარიას საქმიანი ვიზიტი ამერიკაში. იმჟამად მედიაში იწერებოდა, რომ ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო...