საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება პოლიტიკური დევნა... ეს ბრალდება აბსურდია" - გია ხუხაშვილი
"თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება პოლიტიკური დევნა... ეს ბრალდება აბსურდია" - გია ხუხაშვილი

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის“ საქ­მე არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და თუ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სად­მი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა, ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის "უფსკრუ­ლი გა­იზ­რდე­ბა“.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ვა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს "იმ მან­კი­ე­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ოპე­რი­რე­ბას, რას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტალ­ღა­ზეც თა­ვის დრო­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ“.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სად­მი ნდო­ბა ნუ­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნა­დაც მე ვიც­ნობ "ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის“ საქ­მეს, ეს ბრალ­დე­ბა არის სრუ­ლი აბ­სურ­დი. იქ შე­იძ­ლე­ბო­და სხვა თე­მებ­ზე აპე­ლი­რე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რო­დე­საც დევ­ნა და­ი­წყო, პრობ­ლე­მა იყო ის, რომ ნე­ბის­მი­ერ სხვა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა იყო დარ­ღვე­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ამი­ტომ დას­ჭირ­დათ ამ მუხ­ლით საქ­მის აღ­ძვრა. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბი­თა და მუხ­ლით გა­მო­ვი­და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ეს ჩემ­თვის იქ­ნე­ბა ცალ­სა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და მეტი არა­ფე­რი. გა­მო­ვა, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს იმ მან­კი­ე­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ოპე­რი­რე­ბას, რას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტალ­ღა­ზეც მო­ვიდ­ნენ თა­ვის დრო­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ანუ ეს ნიშ­ნავს, რომ არა­ნა­ი­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი ქვე­ყა­ნა­ში არ არის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არის ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი, რომ პო­ლი­ცია არის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და ასე შემ­დეგ.

თა­ვის­თა­ვად გა­იზ­რდე­ბა უფსკრუ­ლი ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, ასე­ვე სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის. კი­დევ უფრო დაგ­ვა­შო­რებს იმ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, რის­კე­ნაც თით­ქოს ვის­წრაფ­ვით. გუ­შინ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტი შედ­გა, სა­დაც ხაზ­გას­მით ით­ქვა, რომ მთა­ვა­რია კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა. ამის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა­ში არა­ნა­ი­რი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია არ იქ­ნე­ბა და თუ შენ იღებ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ბუ­ნებ­რი­ვია უარს ამ­ბობ აღ­ნიშ­ნულ მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი არი­ან, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით).

რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბა.

Marvel
0

ნეტა ამის ლოთი სახე კამატკაცუნებინა ერთი რა :)

ეს მართლა გასადევნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება პოლიტიკური დევნა... ეს ბრალდება აბსურდია" - გია ხუხაშვილი

"თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება პოლიტიკური დევნა... ეს ბრალდება აბსურდია" - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, "ფულის გათეთრების“ საქმე არის სრული აბსურდი და თუ ბრალდებულებისადმი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ისევე როგორც ზოგადად პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის "უფსკრული გაიზრდება“.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში, გამოვა, რომ ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს "იმ მანკიერი მართლმსაჯულების ოპერირებას, რასთან წინააღმდეგობის ტალღაზეც თავის დროზე ხელისუფლებაში მოვიდნენ“.

"გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მართლმსაჯულებისადმი ნდობა ნულოვანია, რამდენადაც მე ვიცნობ "ფულის გათეთრების“ საქმეს, ეს ბრალდება არის სრული აბსურდი. იქ შეიძლებოდა სხვა თემებზე აპელირება, მაგრამ ხელისუფლებამ როდესაც დევნა დაიწყო, პრობლემა იყო ის, რომ ნებისმიერ სხვა კვალიფიკაციაზე ხანდაზმულობის ვადა იყო დარღვეული, შესაბამისად, ამიტომ დასჭირდათ ამ მუხლით საქმის აღძვრა. თუ აღნიშნული ბრალდებითა და მუხლით გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს ჩემთვის იქნება ცალსახა პოლიტიკური დევნა და მეტი არაფერი. გამოვა, რომ ჩვენი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს იმ მანკიერი მართლმსაჯულების ოპერირებას, რასთან წინააღმდეგობის ტალღაზეც მოვიდნენ თავის დროზე ხელისუფლებაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ არანაირი დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში არ არის, მართლმსაჯულება არის ანგაჟირებული, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული და ასე შემდეგ.

თავისთავად გაიზრდება უფსკრული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ასევე საერთოდ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის. კიდევ უფრო დაგვაშორებს იმ ინტეგრაციას, რისკენაც თითქოს ვისწრაფვით. გუშინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შედგა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ მთავარია კანონის უზენაესობა. ამის გარეშე ქვეყანაში არანაირი ევროინტეგრაცია არ იქნება და თუ შენ იღებ პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია უარს ამბობ აღნიშნულ მთავარ ფასეულობაზე", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.