კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ " - მამუკა ხაზარაძე
"ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ " - მამუკა ხაზარაძე

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ნაც­ნობს, მე­გო­ბარს და გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­ცხა­დებ­დნენ ნდო­ბას" - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ლე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, მისი, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძი­სა და ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის საქ­მე­ზე დღეს გა­სა­მართ ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

ხა­ზა­რა­ძის თქმით, "ამ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბას ებ­რძვი­ან“.

"დღე­საც ვხე­დავთ, რამ­დე­ნი ჩემ­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტოს. ეს პრო­ტეს­ტი არის იმის გამო, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვამ­თავ­როთ იმ უი­მე­დო­ბის და­ნერგვა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში ახორ­ცი­ე­ლებს. ეს არ არის პრო­ცე­სი იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა მოხ­და, რად­გან ამის გარ­კვე­ვა პირ­ვე­ლი კურ­სის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტსაც შე­უძ­ლია, რად­გან არა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლე და 3-წლი­ა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა ამას არ სჭირ­დე­ბო­და. დღეს არ და­ვი­წყებ ამის ახ­სნას, რად­გან ყვე­ლამ კარ­გად იცის, არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა, არა­თუ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა, ამ საქ­მე­ში არ ყო­ფი­ლა. აქ სხვა რა­მეს­თან გვაქვს საქ­მე - რა­ტომ გა­ი­წე­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში? გა­ი­წე­ლა იმი­ტომ, რომ აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ებ­რძვი­ან წარ­მა­ტე­ბას, იმას, რომ ქარ­თვე­ლებს არ შე­უძ­ლი­ათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მის კე­თე­ბა და თუ გა­მო­უ­ვი­დათ ეს საქ­მე, იქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ნა­შა­უ­ლი, დარ­ღვე­ვა ან ვი­ღა­ცის დახ­მა­რე­ბა. ამით კლა­ვენ ახალ­გაზ­რდებ­ში იმ იმედს, რო­მე­ლიც ასე სა­ჭი­როა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ წინ წა­ვი­დეთ. ეს პრო­ცე­სი არ არის იმა­ზე, თუ რა გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს მო­სა­მარ­თლე. ჩემ­თვის ეს პრო­ცე­სი არის კი­დევ ერთი ტეს­ტი. მათ სურთ, რომ წარ­მა­ტე­ბას ებ­რძო­ლონ და ყვე­ლას აჩ­ვე­ნონ, რომ ეს არის ჭა­ო­ბი და შენც ამ ჭა­ო­ბის ნა­წი­ლი უნდა იყო.

ეს სა­სა­მარ­თლო რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა, რომ­ლე­ბიც ამას უყუ­რე­ბენ, არ და­კარ­გონ იმე­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში შრო­მით, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით და რაც მთა­ვა­რია გამჭვირ­ვა­ლედ შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს სპექ­ტაკ­ლი უწო­და.

"მათ ვერ მი­აღ­წი­ეს მთა­ვარ მი­ზანს, რომ მო­ეხ­დი­ნათ ჩვე­ნი დის­კრე­დი­ტა­ცია ან ეპოვ­ნათ რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი 3 წე­ლია გრძელ­დე­ბა. რაც არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მთა­ვა­რია, რომ ვერ გაგვტე­ხეს, ვერ შეგ­ვა­ში­ნეს და ვერც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შეგ­ვა­ში­ნე­ბენ. ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა, ამ ქვე­ყა­ნას აქვს კარ­გი მო­მა­ვა­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი და ამ ფაქ­ტორს მე სპე­ცი­ა­ლუ­რად ვუს­ვამ ხაზს და თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია ეს ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე და­ა­ყე­ნოს, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან“, - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით).

ლაზარე
2

1. სად წავიდა ის 17 მლნ? ფაქტია რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ის არ დაუბრუნებიათ

 2 ყოველივეს .2008 წლის კრიზისთან დაკავშირებას რომ ცდილობენ - ომის მერე 5 მლრდ დოლარი რომ გამოგვიყვეს, მისი დიდი ნაწილი გადაეცა ბანკებს უსასყიდლოდ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ " - მამუკა ხაზარაძე

"ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ " - მამუკა ხაზარაძე

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს, მეგობარს და განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ ნდობას" - ამის შესახებ პარტია "ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს გასამართ ბოლო სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, "ამ ქვეყანაში წარმატებას ებრძვიან“.

"დღესაც ვხედავთ, რამდენი ჩემთვის უცნობი ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს. ეს პროტესტი არის იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ იმ უიმედობის დანერგვა, რომელსაც ხელისუფლება ყველა სფეროში ახორციელებს. ეს არ არის პროცესი იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, რადგან ამის გარკვევა პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტსაც შეუძლია, რადგან არანაირი სირთულე და 3-წლიანი გამოკვლევა ამას არ სჭირდებოდა. დღეს არ დავიწყებ ამის ახსნას, რადგან ყველამ კარგად იცის, არანაირი დარღვევა, არათუ ფულის გათეთრება, ამ საქმეში არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე - რატომ გაიწელა ეს ყველაფერი 3 წლის განმავლობაში? გაიწელა იმიტომ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ებრძვიან წარმატებას, იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება და თუ გამოუვიდათ ეს საქმე, იქ აუცილებლად უნდა იყოს დანაშაული, დარღვევა ან ვიღაცის დახმარება. ამით კლავენ ახალგაზრდებში იმ იმედს, რომელიც ასე საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიდეთ. ეს პროცესი არ არის იმაზე, თუ რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე. ჩემთვის ეს პროცესი არის კიდევ ერთი ტესტი. მათ სურთ, რომ წარმატებას ებრძოლონ და ყველას აჩვენონ, რომ ეს არის ჭაობი და შენც ამ ჭაობის ნაწილი უნდა იყო.

ეს სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამას უყურებენ, არ დაკარგონ იმედი, რომ ამ ქვეყანაში შრომით, მიზანდასახულობით და რაც მთავარია გამჭვირვალედ შეიძლება მიაღწიო წარმატებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან აღნიშნულ სასამართლო პროცესს სპექტაკლი უწოდა.

"მათ ვერ მიაღწიეს მთავარ მიზანს, რომ მოეხდინათ ჩვენი დისკრედიტაცია ან ეპოვნათ რაიმე დანაშაული. სწორედ ამიტომაა, რომ ეს სპექტაკლი 3 წელია გრძელდება. რაც არ უნდა იქნას მიღებული, არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ. ბრძოლა გაგრძელდება, ამ ქვეყანას აქვს კარგი მომავალი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები და ამ ფაქტორს მე სპეციალურად ვუსვამ ხაზს და თუ ვინმეს შეუძლია ეს ქვეყანა ფეხზე დააყენოს, ეს ახალგაზრდები არიან“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).