საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში" - ნიკა გვარამია
"ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში" - ნიკა გვარამია

"მი­კერ­ძო­ე­ბა სა­ხე­ზეა, მაგ­რამ ლაშა ჩხიკ­ვა­ძე მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მო­სა­მარ­თლეა და არ მე­გო­ნა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სინ­დი­სი მის­ცემ­და ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას" - ასე აფა­სებს "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მის მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­მაც მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ნიკა გვა­რა­მი­ას გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი სა­ხით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა არის "დიდი ლურ­სმა­ნი სა­სა­მარ­თლოს რე­პუ­ტა­ცი­ის კუ­ბო­ში“.

"შუ­ამ­დგომ­ლო­ბა რომ არ აი­ცი­ლა ეს ცალ­კე სა­კი­თხია, ამის და­სა­ბუ­თე­ბა იყო სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი, უნდა შე­ი­ტა­ნო იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში, რო­გო­რი არ უნდა იყოს და­სა­ბუ­თე­ბა აცი­ლე­ბა­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ მე მა­სა­მარ­თლებს არა ლაშა ჩხიკ­ვა­ძე, ან პო­ლი­ტი­კუ­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, არა­მედ ზაზა გვე­ლე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის "რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. თუ ამიხ­სნით მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სად შე­იძ­ლე­ბა ვი­პო­ვოთ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. გუ­შინ პრო­კუ­რორ­მა გა­მო­მი­ცხა­და, რომ ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბი, არ ვიცი ეს ცე­ცხლი რა მას­შტა­ბის იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ ვურ­ჩევ არა­ვის, რომ ეს ცე­ცხლი გა­აღ­ვი­ვოს. ამ­გვა­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხდო­მა არის დიდი ლურ­სმა­ნი სა­სა­მარ­თლოს რე­პუ­ტა­ცი­ის კუ­ბო­ში, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე და­ლურ­სმნუ­ლი მე­გო­ნა, მაგ­რამ ყო­ფი­ლა კი­დევ ად­გი­ლი ლურ­სმნე­ბის ჩა­სარ­ჭო­ბად. და­ვა­სა­ხე­ლე 4 მოწ­მე, რო­მე­ლიც თუ არ და­ი­კი­თხა პრო­ცესს ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ, მათ­გან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე უნდა და­ვა­ფუძნო შემ­დე­გი მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა. სამ ადა­მი­ან­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და და არ­ცერ­თი არ მო­ვი­და, ახლა მათი მოყ­ვა­ნა ჩა­ვა­ბა­რეთ უწყე­ბას, თუ კი­დევ არ მოვ­ლენ, მო­იყ­ვა­ნენ პო­ლი­ცი­ის ძა­ლით“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გვაროს
2

ის დიდი ლურსმანი შენა ხარ...

ზურაბ
12

შენ ხარ დიდი ლურსმანი მედიის დამოუკიდებლობის დასამარხ კუბოში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში" - ნიკა გვარამია

"ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში" - ნიკა გვარამია

"მიკერძოება სახეზეა, მაგრამ ლაშა ჩხიკვაძე მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეა და არ მეგონა, რომ პროფესიული სინდისი მისცემდა ამის გაკეთების უფლებას" - ასე აფასებს "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკა გვარამიას განმარტებით, მსგავსი სახით ჩატარებული სასამართლო სხდომა არის "დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში“.

"შუამდგომლობა რომ არ აიცილა ეს ცალკე საკითხია, ამის დასაბუთება იყო სრულიად გამაოგნებელი, უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულტეტების სახელმძღვანელოებში, როგორი არ უნდა იყოს დასაბუთება აცილებაზე. აღმოჩნდა, რომ მე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე, ან პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ზაზა გველესიანი, რომელიც არის "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. თუ ამიხსნით მიუკერძოებელი სასამართლო სად შეიძლება ვიპოვოთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. გუშინ პროკურორმა გამომიცხადა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, არ ვიცი ეს ცეცხლი რა მასშტაბის იქნება, მაგრამ არ ვურჩევ არავის, რომ ეს ცეცხლი გააღვივოს. ამგვარად ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში, რომელიც ბოლომდე დალურსმნული მეგონა, მაგრამ ყოფილა კიდევ ადგილი ლურსმნების ჩასარჭობად. დავასახელე 4 მოწმე, რომელიც თუ არ დაიკითხა პროცესს ვერ გავაგრძელებ, მათგან მიღებულ ინფორმაციაზე უნდა დავაფუძნო შემდეგი მოწმეების დაკითხვა. სამ ადამიანთან კომუნიკაცია გვქონდა და არცერთი არ მოვიდა, ახლა მათი მოყვანა ჩავაბარეთ უწყებას, თუ კიდევ არ მოვლენ, მოიყვანენ პოლიციის ძალით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.