მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს" - ნიკა სიმონიშვილი
"ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს" - ნიკა სიმონიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხით მა­ნი­პუ­ლი­რებს და კა­ნომ­დებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა რე­ა­ლუ­რად სხვა რა­მეს, მათ შო­რის, მე­დი­ა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც ნიკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის სა­კი­თხზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, პარ­ლა­მენ­ტის ინი­ვი­ა­ტი­ვა ლუ­დო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მას არ აგ­ვა­რებს და და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს წარ­მო­შობს.

"პარ­ლა­მენ­ტი გა­ნაგ­რძობს სა­კუ­თა­რი თა­ვის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას და თავ­ზე ლა­ფის დას­ხმას. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ეკ­რძა­ლე­ბა იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­ი­ნი­ცი­რე­ბა, რომ­ლის ავ­ტო­რიც მთავ­რო­ბაა, თუმ­ცა ამ აკ­რძალ­ვას ხელი არ შე­უშ­ლია ზო­გი­ერ­თი დე­პუ­ტა­ტის­თვის, ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ე­ი­ნი­ცი­რე­ბი­ნა.

ლუ­დო­მა­ნია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა ქვეყ­ნის­თვის, თუმ­ცა ეს ინი­ვი­ა­ტი­ვა არ აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მას და სხვა და­მა­ტე­ბით და ბევ­რად უა­რეს პრობ­ლე­მებს წარ­მო­შობს, კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა კი ხელს უშ­ლის პრო­ცე­სის წარ­მარ­თვას ჯან­სა­ღი დის­კუ­სი­ის ფარ­გლებ­ში, რაც ეჭ­ვებს ბა­დებს იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ნი­პუ­ლი­რებს თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხით და რე­ა­ლუ­რად სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის, გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას მე­დი­ა­ზე, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ყელ­ში გა­ჩხე­რილ ძვლად გა­და­იქ­ცა“, - წერს ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს იხი­ლავს, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­ექ­ტი აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ან თა­მა­შო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის გაზ­რდას - კერ­ძოდ, 25 წლამ­დე ასა­კის პირ­თა თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აკ­რძალ­ვას, ასე­ვე, და­მო­კი­დე­ბულ პირ­თა სი­ი­სა და აკ­რძა­ლულ პირ­თა სიის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამას­თან, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა აკ­რძა­ლულ პირ­თა წრე - კერ­ძოდ, სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებ­ში, ეროვ­ნულ ბან­კში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რებს და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რებს აზარ­ტულ და მომ­გე­ბი­ან თა­მა­შო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა აეკ­რძა­ლე­ბათ. აზარ­ტულ და მომ­გე­ბი­ან თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა - შე­მო­დის ახა­ლი სა­ხის ჯა­რი­მე­ბი, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა კი, იზ­რდე­ბა. ჯამ­ში ცვლი­ლე­ბა რვა კა­ნონ­ში შე­დის. პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის დე­პუ­ტა­ტებ­მა წა­რად­გი­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

ჩვენი მშრომელი ბიიიწიიიიიი

Lele
0

ვერ არის ეს კარგად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს" - ნიკა სიმონიშვილი

"ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს" - ნიკა სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს და კანომდებლობაში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა რეალურად სხვა რამეს, მათ შორის, მედიაზე გავლენის მოხდენას ემსახურება.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის ინივიატივა ლუდომანიის პრობლემას არ აგვარებს და დამატებით პრობლემებს წარმოშობს.

"პარლამენტი განაგრძობს საკუთარი თავის უპატივცემულობას და თავზე ლაფის დასხმას. პარლამენტის წევრს ეკრძალება იმ კანონპროექტის დაინიცირება, რომლის ავტორიც მთავრობაა, თუმცა ამ აკრძალვას ხელი არ შეუშლია ზოგიერთი დეპუტატისთვის, ონლაინ კაზინოების რეგულირების კანონპროექტი დაეინიცირებინა.

ლუდომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, თუმცა ეს ინივიატივა არ აგვარებს ამ პრობლემას და სხვა დამატებით და ბევრად უარეს პრობლემებს წარმოშობს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა კი ხელს უშლის პროცესის წარმართვას ჯანსაღი დისკუსიის ფარგლებში, რაც ეჭვებს ბადებს იმაზე, რომ ხელისუფლება მანიპულირებს თამაშდამოკიდებულების საკითხით და რეალურად სხვა რამეს ემსახურება ეს ყველაფერი, მათ შორის, გავლენის მოხდენას მედიაზე, რომელიც დიდი ხანია ხელისუფლებისთვის ყელში გაჩხერილ ძვლად გადაიქცა“, - წერს ნიკა სიმონიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

პროექტი აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას - კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნას ითვალისწინებს. ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე - კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება. ჯამში ცვლილება რვა კანონში შედის. პაკეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატებმა წარადგინეს.