მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი" - თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის  მინისტრობის კანდიდატებზე
"მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი" - თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის  მინისტრობის კანდიდატებზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის რომ აკე­თებ­დეს არ­ჩე­ვანს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებ­ზე, მხარს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რს, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს და­უ­ჭერ­და.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი კად­რია, კარ­გად ფლობს მე­დი­ცი­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბებს და ახა­სი­ა­თებს ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი­სად­მი ნიჭი.

„მე ზუს­ტად არ ვიცი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად ვინ გა­ნი­ხი­ლე­ბა. მე არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში. თქვენ ბრძა­ნეთ ლე­ვან რა­ტი­ა­ნი და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე. ორი­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი კან­დი­და­ტუ­რაა. ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ რო­დე­საც ვთქვი, რომ მი­ნის­ტრო­ბის­თვის მზად არ არის, ვი­გუ­ლის­ხმე ის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მია და ქვე­ყა­ნას დღეს უფრო სჭირ­დე­ბა იქ, სა­დაც არის. კო­რო­ნა­ვირუს­თან მუ­შა­ო­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სეგ­მენ­ტი უჭი­რავს, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა, მი­ნის­ტრო­ბაც და ყვე­ლა­ფე­რიც წინ აქვს. ის ძა­ლი­ან კარ­გი კან­დი­და­ტუ­რაა, ჩემი მე­გო­ბა­რია.

ამ ეტაპ­ზე, მე რომ ვა­კე­თებ­დე არ­ჩე­ვანს, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თებ­დი. არ­ჩილს ბევ­რი ღირ­სე­ბა აქვს. ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­მუ­შე­ვა­რია რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, ისე პარ­ლა­მენ­ტში ხელ­მძღვა­ნელ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. ის კარ­გად ფლობს მე­დი­ცი­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბებს. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი­სად­მი ნიჭი, თა­ვის დრო­ზე C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბულ პროგ­რა­მას სტი­მუ­ლი მის­ცა მის­მა ინო­ვა­ცი­ამ, რო­დე­საც სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში და­ა­მუ­შა­ვა პროგ­რა­მა და და­ნერ­გა C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უფა­სო პროგ­რა­მა. ეს კი შემ­დგომ­ში გა­და­ი­ზარ­და გრან­დი­ო­ზულ პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­მაც 75 ათა­სი კაცი გან­კურ­ნა. არ­ჩილს ძა­ლი­ან ბევ­რი თვი­სე­ბა აქვს, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ რთულ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბა. თუ ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს არ ჩავ­თვლით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მი­ნის­ტროა, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის დროს.

თქვე­ნი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ვნიშ­ნავ, რომ მას გულ­წრფე­ლად ვუ­ჭერ მხარს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვფიქ­რობ, ის იქ­ნე­ბა მი­ნის­ტრი. მე არ მაქვს ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია“, - აღ­ნიშ­ნავს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯ. ფ.
0

სერგეენკო რატომ დაივიწყეთ!?

suliko
17

არც შენი და არც სხვისი გადასაწყვეტი არაა ეგ საკითხი. ამ ქვეყანას ჭკვიანი კაცი მართავს უკვე წლებია და იმან იცის როგორც უნდა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი" - თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის  მინისტრობის კანდიდატებზე

"მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი" - თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის  მინისტრობის კანდიდატებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რომ აკეთებდეს არჩევანს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე, მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, არჩილ თალაკვაძეს დაუჭერდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, არჩილ თალაკვაძე ძალიან გამოცდილი კადრია, კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს და ახასიათებს ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი.

„მე ზუსტად არ ვიცი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ვინ განიხილება. მე არ ვმონაწილეობ ამ კონსულტაციებში. თქვენ ბრძანეთ ლევან რატიანი და არჩილ თალაკვაძე. ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა. ლევან რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როდესაც ვთქვი, რომ მინისტრობისთვის მზად არ არის, ვიგულისხმე ის, რომ წარმატებული ექიმია და ქვეყანას დღეს უფრო სჭირდება იქ, სადაც არის. კორონავირუსთან მუშაობის ძალიან სერიოზული სეგმენტი უჭირავს, ძალიან ახალგაზრდაა, მინისტრობაც და ყველაფერიც წინ აქვს. ის ძალიან კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია.

ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი. არჩილს ბევრი ღირსება აქვს. ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში ხელმძღვანელ სამუშაოებზე. ის კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს. მისთვის დამახასიათებელია ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი, თავის დროზე C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებულ პროგრამას სტიმული მისცა მისმა ინოვაციამ, როდესაც საპატიმროებში დაამუშავა პროგრამა და დანერგა C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა. ეს კი შემდგომში გადაიზარდა გრანდიოზულ პროგრამაში, რომელმაც 75 ათასი კაცი განკურნა. არჩილს ძალიან ბევრი თვისება აქვს, რომელიც ვფიქრობ, დღევანდელ რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება. თუ ძალოვან სტრუქტურებს არ ჩავთვლით, ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა, განსაკუთრებით პანდემიის დროს.

თქვენი კითხვის საპასუხოდ აღვნიშნავ, რომ მას გულწრფელად ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვფიქრობ, ის იქნება მინისტრი. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია“, - აღნიშნავს ცერცვაძე.