სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც ქალიშვილების მამა ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში სულ სხვა სიტუაციაა... რაღაცებში ჩემს გმირს ვუგებ" - ვინ არის მსახიობი, რომელმაც ჩცდ-ში ანტიგმირის როლი მოირგო
"მეც ქალიშვილების მამა ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში სულ სხვა სიტუაციაა... რაღაცებში ჩემს გმირს ვუგებ" - ვინ არის მსახიობი, რომელმაც ჩცდ-ში ანტიგმირის როლი მოირგო

გა­სულ კვი­რა­ში სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ბოლო სე­რი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი იყო. მა­ყუ­რებ­ლის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია იმ გო­გო­ნას მა­მის ქცე­ვამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­დე­გად მო­ი­წამ­ლა. მა­მის უმ­კაც­რეს­მა ხა­სი­ათ­მა ბევ­რი ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, თუმ­ცა ჰყავ­და მომ­ხრე­ე­ბიც.

რო­გო­რია სი­ნამ­დვი­ლე­ში, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბა თა­ვის გმირს და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ალ­ში, ამის შე­სა­ხებ ლე­ვან გაბ­რი­ჭი­ძე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სე­რი­ალ­ში მოხ­ვედ­რა ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო... 2018 წელს უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ღე­ბებ­ზე გახ­ლდით, სა­დაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ტე­ლე­ფილ­მის გა­და­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­შინ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა, გა­ვაგ­ზავ­ნე ვი­დე­ორ­გო­ლი და მო­ე­წო­ნათ. ტე­ლე­ფილმში "ჟე­ნიტ, ნელ­ზია პო­მი­ლო­ვატ" ჩემი პერ­სო­ნა­ჟი იყო ზუ­რაბ გი­ორ­გი­ე­ვი­ჩი. ახ­ლაც ეკა მჟა­ვა­ნა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მე რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოვ­ჩნდი.

- თქვენ­მა გმირ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია... რამ­დე­ნად ჰგავთ ან არ ჰგავ­ხართ?

- თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ჩხუ­ბი და ყვი­რი­ლი არ მიყ­ვარს, რა­ღა­ცებ­ში ჩემს გმირს ვუ­გებ... ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და მა­ნაც ვერ აა­წყო ოჯა­ხუ­რი იდი­ლია. ტრა­გი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, რად­გან ერთი შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს, მე­ო­რე მძი­მედ ავად და მე­სა­მე კი­დევ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... მე პი­რა­დად ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა ვარ, ერთი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სულ სხვა სი­ტუ­ა­ცი­ია ჩვენს ოჯახ­ში, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს სხვა­ნა­ი­რად იყოს! ვამ­ბობ­დი კი­დეც, ხა­სი­ათ­ში არ გა­და­მი­ვი­დეს ეს ჩხუ­ბი და ყვი­რი­ლი-მეთ­ქი...

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, უფ­რო­სი სა­ლო­მე გაბ­რი­ჭი­ძე სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლია, რო­მელ­მაც არა­ერთ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა..

- დიახ, მას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი, მაგ­რამ შემ­დეგ ოჯა­ხის, შვი­ლის ყუ­რა­დღე­ბა არ­ჩია და ამ­ჯე­რად სკო­ლა­ში პე­და­გო­გად მოღ­ვა­წე­ობს... უმ­ცროს­მა წელს ჩა­ა­ბა­რა, მა­ნაც და­წყე­ბი­თე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, პე­და­გო­გო­ბა აირ­ჩია..

ლე­ვან გაბ­რი­ჭი­ძე უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

ისევ ჩემს პერ­სო­ნაჟ­ზე სა­უ­ბარს რომ და­ვუბ­რუნ­დე, როლს ასე სჭირ­დე­ბო­და, ამო­ცა­ნა ეს იყო და რამ­დე­ნად შე­ვას­რუ­ლე, და­ვა­ჯე­რე მა­ყუ­რე­ბე­ლი, ეს უკვე მათი გა­სა­წყვე­ტია. კო­მენ­ტა­რე­ბის წა­კი­თხვის არც დრო მაქვს და არც სურ­ვი­ლი, მაგ­რამ თუ ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­და, რა­ღაც გა­მი­კე­თე­ბია. ჩემი ქცე­ვა რა თქმა უნდა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ში­ნა­გა­ნად იგი­ვე გან­წყო­ბა მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვით ასე­თი იმ­პულ­სუ­რი ნამ­დვი­ლად არ ვარ...

მეც არ ვე­თან­ხმე­ბი ჩემს პერ­სო­ნაჟს რომ ყვი­რის და წი­ვის, მაგ­რამ ასე­თე­ბიც არი­ან და ვერც მათ გა­ამ­ტყუ­ნებ. იმ პერ­სო­ნაჟს, რა ცხოვ­რე­ბაც აქვს, მისი ემო­ცი­ე­ბი და აგ­რე­სია აღარც არის გა­საკ­ვი­რი. რე­ა­ლუ­რად ახალ­გაზ­რდებ­მაც ცოტა უნდა გა­ი­გონ, რომ მა­თაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ. დღეს მა­გა­ლი­თად შვი­ლე­ბი უფრო მეტ დროს გა­რეთ ატა­რე­ბენ, ვიდ­რე მშობ­ლებ­თან. ეს ჩემი გმი­რიც ხომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ნა­ტე­ხია?! რა ყა­ლიბ­საც სთა­ვა­ზობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბაც ისე იქ­ცე­ვა... მე მა­გა­ლი­თად არ ვე­თან­ხმე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას.

აკ­რძა­ლუ­ლი რომ იყო, მა­ში­ნაც ეწე­ო­და ბევ­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტი სულ სხვაა და რაც არ უნდა ლი­ბე­რა­ლო­ბა და­ვიბ­რა­ლოთ, მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­ინც კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბად ვრჩე­ბით. და­მა­ხინ­ჯე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ წი­ნაპ­რე­ბის­გან რა სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბიც გვერ­გო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. დღეს შვი­ლი და მშო­ბე­ლი ერ­თმა­ნეთ­თან ცოტა გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლია და იმი­ტო­მაც მოხ­და იმ ფილმში, რაც მოხ­და...

ლე­ვან გაბ­რი­ჭი­ძე მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი ხართ..

- გმად­ლობთ... თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე - დრა­მის, კი­ნოს და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის გან­ხრით (შოთა ცუც­ქი­რი­ძის ჯგუ­ფი). 1998 წელს და­ვამ­თავ­რე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი დრა­მი­სა და თო­ჯი­ნებს თე­ატ­რის. გან­ხრით (გივი სარ­ჩი­მე­ლი­ძის ჯგუ­ფი)... 1984 წლი­დან თო­ჯი­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, რვა წე­ლია სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ. პა­რა­ლე­ლუ­რად აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯში ვას­წავ­ლი.

- რამ­დე­ნად ადევ­ნებთ სე­რი­ალს თვალს და რო­გორ ვა­რა­უ­დობთ, დიდ­ხანს დარ­ჩე­ბით?

- ეს სე­რი­ა­ლი უკვე რვა წე­ლია გა­დის და სამ­წუ­ხა­როდ, დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო ხში­რად ყუ­რე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ. ეპი­ზო­დუ­რად ვუ­ყუ­რებ და და­მა­მახ­სოვ­რდა მეგ­რე­ლე­ბის კას­ტა, სხვა მო­ნაკ­ვე­თე­ბიც... სე­რი­ალ­ში ძი­რი­თა­დი ხერ­ხე­მა­ლი და­თოს და ნი­ნას ოჯა­ხია, სხვე­ბი რო­გორც მოვ­ლე­ნე­ბი მათ ცხოვ­რე­ბა­ში, ისე შე­მო­დი­ან და ალ­ბათ, ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც მოვ­ლე­ნაა. რა რო­გორ იქ­ნე­ბა, ვნა­ხოთ. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა თა­ვის საქ­მის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ამი­ტო­მაც გაძ­ლო სე­რი­ალ­მა 8 წელი!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანს
0

მინდა რომ დიდხანს გიხილოთ სერიალში

თამუნა კელენჯერიძე
0

ლევან გაბრიჭიძე ----საუკეთესო პიროვნება,საუკეთესო ადამიანია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მეც ქალიშვილების მამა ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში სულ სხვა სიტუაციაა... რაღაცებში ჩემს გმირს ვუგებ" - ვინ არის მსახიობი, რომელმაც ჩცდ-ში ანტიგმირის როლი მოირგო

"მეც ქალიშვილების მამა ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში სულ სხვა სიტუაციაა... რაღაცებში ჩემს გმირს ვუგებ" - ვინ არის მსახიობი, რომელმაც ჩცდ-ში ანტიგმირის როლი მოირგო

გასულ კვირაში სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული იყო. მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია იმ გოგონას მამის ქცევამ გამოიწვია, რომელიც ნარკოტიკების შედეგად მოიწამლა. მამის უმკაცრესმა ხასიათმა ბევრი ძალიან გააღიზიანა, თუმცა ჰყავდა მომხრეებიც.

როგორია სინამდვილეში, რამდენად ეთანხმება თავის გმირს და როგორ აღმოჩნდა სერიალში, ამის შესახებ ლევან გაბრიჭიძე თავად გვესაუბრება:

- სერიალში მოხვედრა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო... 2018 წელს უკრაინაში გადაღებებზე გახლდით, სადაც რუსეთ-უკრაინის ტელეფილმის გადაღება მიმდინარეობდა. მაშინ ეკა მჟავანაძის მეშვეობით მოხდა ჩემთან დაკავშირება, გავაგზავნე ვიდეორგოლი და მოეწონათ. ტელეფილმში "ჟენიტ, ნელზია პომილოვატ" ჩემი პერსონაჟი იყო ზურაბ გიორგიევიჩი. ახლაც ეკა მჟავანაძის დამსახურებაა, მე რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოვჩნდი.

- თქვენმა გმირმა განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია... რამდენად ჰგავთ ან არ ჰგავხართ?

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩხუბი და ყვირილი არ მიყვარს, რაღაცებში ჩემს გმირს ვუგებ... ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მანაც ვერ ააწყო ოჯახური იდილია. ტრაგიკული პიროვნებაა, რადგან ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მეორე მძიმედ ავად და მესამე კიდევ ასეთ მდგომარეობაში... მე პირადად ორი ქალიშვილის მამა ვარ, ერთი შვილიშვილის ბაბუა და აბსოლუტურად სულ სხვა სიტუაციია ჩვენს ოჯახში, ღმერთმა დამიფაროს სხვანაირად იყოს! ვამბობდი კიდეც, ხასიათში არ გადამივიდეს ეს ჩხუბი და ყვირილი-მეთქი...

- თქვენი შვილები წარმატებულები არიან, უფროსი სალომე გაბრიჭიძე საოპერო მომღერლია, რომელმაც არაერთ კონკურსში გაიმარჯვა..

- დიახ, მას ამ მიმართულებით ჰქონდა წარმატებები, მაგრამ შემდეგ ოჯახის, შვილის ყურადღება არჩია და ამჯერად სკოლაში პედაგოგად მოღვაწეობს... უმცროსმა წელს ჩააბარა, მანაც დაწყებითების ფაკულტეტი, პედაგოგობა აირჩია..

ლევან გაბრიჭიძე უფროს ქალიშვილთან ერთად

ისევ ჩემს პერსონაჟზე საუბარს რომ დავუბრუნდე, როლს ასე სჭირდებოდა, ამოცანა ეს იყო და რამდენად შევასრულე, დავაჯერე მაყურებელი, ეს უკვე მათი გასაწყვეტია. კომენტარების წაკითხვის არც დრო მაქვს და არც სურვილი, მაგრამ თუ ბევრი გაღიზიანდა, რაღაც გამიკეთებია. ჩემი ქცევა რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. შინაგანად იგივე განწყობა მექნებოდა, მაგრამ გამოხატვით ასეთი იმპულსური ნამდვილად არ ვარ...

მეც არ ვეთანხმები ჩემს პერსონაჟს რომ ყვირის და წივის, მაგრამ ასეთებიც არიან და ვერც მათ გაამტყუნებ. იმ პერსონაჟს, რა ცხოვრებაც აქვს, მისი ემოციები და აგრესია აღარც არის გასაკვირი. რეალურად ახალგაზრდებმაც ცოტა უნდა გაიგონ, რომ მათაც პასუხისმგებლობა აქვთ. დღეს მაგალითად შვილები უფრო მეტ დროს გარეთ ატარებენ, ვიდრე მშობლებთან. ეს ჩემი გმირიც ხომ საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი და ნატეხია?! რა ყალიბსაც სთავაზობს საზოგადოება, ახალგაზრდობაც ისე იქცევა... მე მაგალითად არ ვეთანხმები ნარკოტიკების ლეგალიზაციას.

აკრძალული რომ იყო, მაშინაც ეწეოდა ბევრი, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი სულ სხვაა და რაც არ უნდა ლიბერალობა დავიბრალოთ, მოცემულ სიტუაციაში მაინც კონსერვატორებად ვრჩებით. დამახინჯებულ ტრადიციებს არ ვეთანხმები, მაგრამ წინაპრებისგან რა საუკეთესო ტრადიციებიც გვერგო, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. დღეს შვილი და მშობელი ერთმანეთთან ცოტა გაუცხოებულია და იმიტომაც მოხდა იმ ფილმში, რაც მოხდა...

ლევან გაბრიჭიძე მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად

- დამსახურებული ხელოვანი ხართ..

- გმადლობთ... თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე - დრამის, კინოს და თოჯინების თეატრის განხრით (შოთა ცუცქირიძის ჯგუფი). 1998 წელს დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დრამისა და თოჯინებს თეატრის. განხრით (გივი სარჩიმელიძის ჯგუფი)... 1984 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრში ვმოღვაწეობდი, რვა წელია სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. პარალელურად აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე და ხელოვნების კოლეჯში ვასწავლი.

- რამდენად ადევნებთ სერიალს თვალს და როგორ ვარაუდობთ, დიდხანს დარჩებით?

- ეს სერიალი უკვე რვა წელია გადის და სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ხშირად ყურებას ვერ ვახერხებ. ეპიზოდურად ვუყურებ და დამამახსოვრდა მეგრელების კასტა, სხვა მონაკვეთებიც... სერიალში ძირითადი ხერხემალი დათოს და ნინას ოჯახია, სხვები როგორც მოვლენები მათ ცხოვრებაში, ისე შემოდიან და ალბათ, ჩემი პერსონაჟიც მოვლენაა. რა როგორ იქნება, ვნახოთ. ძალიან სასიამოვნო იყო გადასაღებ მოედანზე მუშაობა, ყველა თავის საქმის საუკეთესო პროფესიონალია და ამიტომაც გაძლო სერიალმა 8 წელი!