საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს... გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან" - მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონას ემოციური პოსტი
"ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს... გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან" - მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონას ემოციური პოსტი

მა­რი­ამ სირ­ბი­ლა­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს 2019 წელს გა­ვა­ცა­ნით. მან 16 წელი იტა­ლი­ა­ში იცხოვ­რა, ის­წავ­ლა, და­ო­ჯახ­და და შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნა. შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მის ცხოვ­რე­ბა­ში უკურ­ნე­ბე­ლი სენი გაჩ­ნდა, მკერ­დის სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. თუმ­ცა იტა­ლი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად და­ა­ვა­დე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა შეძ­ლო.

წლე­ბის შემ­დეგ, მძი­მე სენ­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც ფო­ტო­სუ­რა­თებ­საც ურ­თავს:

"2018 წლის დე­კემ­ბე­რი და 2021წლის დე­კემ­ბე­რი. ზოგ­ჯერ მე­უბ­ნე­ბი­ან, ნუ­ღარ გა­იხ­სე­ნებ იმ პე­რი­ოდსო, ფო­ტო­ე­ბიც წა­შა­ლე და და­ი­ვი­წყეო. არა! არა და არა! რომ არა ეს ფო­ტო­ე­ბი, სა­ერ­თოდ არ გა­მახ­სენ­დე­ბო­და სა­ი­დან მოვ­დი­ვარ, რა გა­მო­ვი­ა­რე და სად მინ­და წა­ვი­დე. ბოლო პაკ­ლი­ტაქ­სე­ლის გა­დას­ხმი­დან დავ­ბრუნ­დი ამ დღეს სახ­ლში და ეს ფოტო გა­და­ვი­ღე. მინ­დო­და გამ­ხსე­ნე­ბო­და რო­გორ დას­რულ­და.

მას შემ­დეგ ყო­ველ­დღე ვხსნი და ვუ­ყუ­რებ ამ ფო­ტოს და ვხვდე­ბი, რა შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნებს. სულ, სულ ყვე­ლა ჩვენ­განს. ჩემ­თვის ყო­ვე­ლი დღე იყო ღამე და არას­დროს არ თენ­დე­ბო­და. მე­ო­თხე წელი და­ი­წყო და ყო­ვე­ლი ღამე დი­ლაა ჩემ­თვის. ყვე­ლა­ზე ბა­ნა­ლუ­რი ამ­ბა­ვიც კი დღე­სას­წა­უ­ლია. კი­დევ მი­ლი­ონ­ჯერ ავ­ტვირ­თავ ამ ფო­ტოს.

ჩემ­თვის და თქვენ­თვის, ყვე­ლას­თვის ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა. იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ზე ბნე­ლი ღა­მე­ე­ბის დრო­საც ან­თია სა­დღაც შუქი და ეს შუქი არის სი­ცო­ცხლე. ჩვენ ყო­ველ დღე გვი­წევს ამ სიბ­ნე­ლე­ში ამ შუ­ქის­კენ გზის გაკ­ვლე­ვა და როცა გგო­ნი­ათ, რომ ვე­რას­დროს შეძ­ლებთ, უბ­რა­ლოდ გა­მიხ­სე­ნეთ.

გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ და­ღამ­და ჩემი ცხოვ­რე­ბის სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი წლე­ბი მე­გო­ნა მქონ­და. კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს და არაფ­რი­თაა სხვა პრობ­ლე­მე­ბი კი­ბო­ზე უფრო სა­ში­ში. ვიცი, რად­გან სხვა სიბ­ნე­ლე­ე­ბიც გა­ვი­ა­რე, შფოთვი­თი და კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი.

რო­გორ გა­მო­ვე­დი ყვე­ლა ბნე­ლი გვი­რა­ბი­დან ღმერ­თის, თქვე­ნი, ჩემი ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბის და ლეოს დახ­მა­რე­ბით. მო­გიყ­ვე­ბით, ცოტა უფრო მერე. მიყ­ვარ­ხართ" - წერს სირ­ბი­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vera
0

dzalian magari gogo xar :) kvelastvis martla stimuli iqneba ro eg davadeba ganacheni ar aris da magis damarcxeba sheidzleba :) dzalian rtuli gza aris 

megi
0

უფლის თანადგომა არ მოგკლებოდეთ მუდამ,ლამაზი ჯამრთელი ცხოვრებით გეცხოვროთ მშვენიერო ქალბატონო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს... გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან" - მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონას ემოციური პოსტი

"ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს... გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან" - მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონას ემოციური პოსტი

მარიამ სირბილაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს 2019 წელს გავაცანით. მან 16 წელი იტალიაში იცხოვრა, ისწავლა, დაოჯახდა და შვილები გააჩინა. შემდეგ, მოულოდნელად მის ცხოვრებაში უკურნებელი სენი გაჩნდა, მკერდის სიმსივნე დაუდგინდა. თუმცა იტალიაში მკურნალობის შედეგად დაავადებაზე გამარჯვება შეძლო.

წლების შემდეგ, მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ფოტოსურათებსაც ურთავს:

"2018 წლის დეკემბერი და 2021წლის დეკემბერი. ზოგჯერ მეუბნებიან, ნუღარ გაიხსენებ იმ პერიოდსო, ფოტოებიც წაშალე და დაივიწყეო. არა! არა და არა! რომ არა ეს ფოტოები, საერთოდ არ გამახსენდებოდა საიდან მოვდივარ, რა გამოვიარე და სად მინდა წავიდე. ბოლო პაკლიტაქსელის გადასხმიდან დავბრუნდი ამ დღეს სახლში და ეს ფოტო გადავიღე. მინდოდა გამხსენებოდა როგორ დასრულდა.

მას შემდეგ ყოველდღე ვხსნი და ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს. სულ, სულ ყველა ჩვენგანს. ჩემთვის ყოველი დღე იყო ღამე და არასდროს არ თენდებოდა. მეოთხე წელი დაიწყო და ყოველი ღამე დილაა ჩემთვის. ყველაზე ბანალური ამბავიც კი დღესასწაულია. კიდევ მილიონჯერ ავტვირთავ ამ ფოტოს.

ჩემთვის და თქვენთვის, ყველასთვის ვისაც ეს სჭირდება. იმიტომ რომ ყველაზე ბნელი ღამეების დროსაც ანთია სადღაც შუქი და ეს შუქი არის სიცოცხლე. ჩვენ ყოველ დღე გვიწევს ამ სიბნელეში ამ შუქისკენ გზის გაკვლევა და როცა გგონიათ, რომ ვერასდროს შეძლებთ, უბრალოდ გამიხსენეთ.

გაიხსენეთ, როგორ დაღამდა ჩემი ცხოვრების სწორედ იმ პერიოდში, როცა ყველაზე ლამაზი წლები მეგონა მქონდა. კიდევ მრავალი სხვა პრობლემა არსებობს და არაფრითაა სხვა პრობლემები კიბოზე უფრო საშიში. ვიცი, რადგან სხვა სიბნელეებიც გავიარე, შფოთვითი და კვებითი აშლილობიდან დაწყებული.

როგორ გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან ღმერთის, თქვენი, ჩემი ოჯახის, მეგობრების და ლეოს დახმარებით. მოგიყვებით, ცოტა უფრო მერე. მიყვარხართ" - წერს სირბილაძე.