მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერილი მისწერეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს?
რა წერილი მისწერეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს?

შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მომ­წე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს, შარლ მი­შელს, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელს ჯო­ზეფ ბო­რელს, ევ­რო­კო­მი­სარს სა­მე­ზობ­ლო და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ოლი­ვერ ვარ­ჰელს მი­მარ­თა­ვენ და ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ.

წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს, ქმნი­ან გა­და­უ­ლა­ხავ დაბ­რკო­ლე­ბებს წინსვლის­თვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და ძირს უთხრი­ან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ულ არ­ჩე­ვანს გა­ნამ­ტკი­ცოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

წე­რილ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ი­ყე­ნებს EAP-ის მო­მა­ვალ სა­მიტს, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­ახ­სე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

წე­რი­ლის თა­ნახ­მად, "პი­რო­ბი­თო­ბის" მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფი­სას, არის ერ­თა­დერ­თი გზა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და ქვეყ­ნის იმ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­თან და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი უჭერს მხარს.

"ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს, შარლ მი­შელს, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელს ჯო­ზეფ ბო­რელს, ევ­რო­კო­მი­სარს სა­მე­ზობ­ლო და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ოლი­ვერ ვარ­ჰელს.

2021 წლის 15 დე­კემ­ბერს ბრი­უ­სელ­ში და­გეგ­მი­ლი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ხელი მო­ა­წე­რეს პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის მიერ მო­ლა­პა­რა­კე­ბულ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბას, გი­ზი­ა­რებთ ჩვენს შეშ­ფო­თე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

1.29 ივ­ლისს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ბა­ტონ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ტო­ვებს“ 2021 წლის 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას. ეს შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ელ­ჩის მი­შელ და­ნი­ელ­სო­ნის ხან­გრძლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით იქნა მიღ­წე­უ­ლი. მი­ზე­ზად მმარ­თველ­მა გუნ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა­ზე უარი და­ა­სა­ხე­ლა. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ზი­ცი­ის შემ­დგო­მი ცვლი­ლე­ბა და 2021 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მოჰ­ყო­ლია მთავ­რო­ბის მხრი­დან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი. მათ მა­ინც მი­აჩ­ნი­ათ დო­კუ­მენ­ტი ანუ­ლი­რე­ბუ­ლად.

2.ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძირს უთხრი­და ამ შე­თან­ხმე­ბის არსს და მი­ზანს თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით. სა­სა­მარ­თლო­ში და­ნიშ­ვნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბის არას­რუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ღე­ბა­ზე უარი, ამის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თია.

3.ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის, მათ შო­რის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ლელო“-ს ლი­დე­რე­ბის; ბად­რი ჯა­ფა­რი­ძი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მი­მართ კვლავ გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა.

4.სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის პროგ­რე­სის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა ევ­რო­კავ­ში­რის მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი 2021 წლის­თვის. ევ­რო­კავ­ში­რის გან­ზრახ­ვის სა­პი­რის­პი­როდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბამ, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ მო­რი­გი სა­ჯა­რო საყ­ვე­დუ­რი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გამო, გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო უარი ეთ­ქვა დახ­მა­რე­ბის პა­კეტ­ზე.

5.სულ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რი­ტო­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის "სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო“ - რუ­სუ­ლი დოქ­ტრი­ნის "სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის“ მსგავ­სად.

6.მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ უარი უთხრა ცი­ხე­ში შეს­ვლა­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ ანა ფო­ტი­გა­სა და მის კო­ლე­გას ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მი­დან, ბ-ნ რა­ი­მონ­დას ლო­პო­ტას. მათი მი­ზა­ნი იყო გლ­და­ნის ცი­ხე­ში შიმ­ში­ლო­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბის პი­რო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი ფო­ტი­გა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თხელ ეწ­ვია ქარ­თულ ცი­ხე­ებს სხვა და სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, რომ­ლე­ბიც იხ­დი­ან ან იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვი­ზიტ­ზე უარი ეთ­ქვა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ბუდსმენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გლ­და­ნის ცი­ხე­ში მო­თავ­სე­ბა არ­ღვევს სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, პა­ტი­ვი სცეს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას და Amnesty International-მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც მის საქ­მეს "პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა" უწო­და.

7.სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის საკ­ვან­ძო პუნ­ქტია, გა­ჩე­რე­ბუ­ლია. პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სენ­სუ­სის უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლი­თია, რო­დე­საც მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და ოპო­ზი­ცი­ამ მხა­რი და­უ­ჭი­რეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით პარ­ლა­მენ­ტში სექ­ტემ­ბერ­ში. ახლა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ნა­ახ­ლა დის­კუ­სი­ე­ბი შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე უკვე მი­ღე­ბულ პრო­ექ­ტში. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ში­ნა­არ­სის გა­და­სინ­ჯვა კი­დევ ერთი უკუს­ვლა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და შე­საძ­ლოა მო­რი­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვი­ოს.

მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ისი­ნი ქმნი­ან გა­და­უ­ლა­ხავ დაბ­რკო­ლე­ბებს ჩვე­ნი წინსვლის­თვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და ძირს უთხრი­ან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ულ არ­ჩე­ვანს გა­ნამ­ტკი­ცოს მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ი­ყე­ნებს EAP-ის მო­მა­ვალ სა­მიტს, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­ახ­სე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. "პი­რო­ბი­თო­ბის" მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფი­სას, არის ერ­თა­დერ­თი გზა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­თან და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი მხარს უჭერს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

დო­კუ­მენტს ხელს აწე­რენ:

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“;

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე - "ლელო“;

ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე - "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ;

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი;

ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე - "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“;

გრი­გოლ ვა­შა­ძე;

გი­ორ­გი ვა­შა­ძე - "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“;

იაგო ხვი­ჩია - "გირ­ჩი“

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი ჩეჩელაშვილი
0

უეზდნი ნაჩალნიკთან გიჩივლებ დათა თუთაშხია, უეზდნი ნაჩალნიკთან!

Badri
0

სირცხვილი და თავის მოჭრა! ყველაფერს სხვას რომ ვთხოვთ. ვინც ამას აკეთებს ტვინი აქვს? არ უნდა დაფიქრდე? მეასე ხარისხოვან ერად რომ წარმოაჩენთ ჩვენ ხალხს ყველგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რა წერილი მისწერეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს?

რა წერილი მისწერეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს?

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.

წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ.

წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს.

2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოლაპარაკებულ პოლიტიკურ შეთანხმებას, გიზიარებთ ჩვენს შეშფოთებას ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

1.29 ივლისს პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება ტოვებს“ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის მიშელ დანიელსონის ხანგრძლივი მოლაპარაკებებითა და ძალისხმევით იქნა მიღწეული. მიზეზად მმართველმა გუნდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი დაასახელა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციის შემდგომი ცვლილება და 2021 წლის 1-ელ სექტემბერს შეთანხმების ხელმოწერის გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია მთავრობის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები. მათ მაინც მიაჩნიათ დოკუმენტი ანულირებულად.

2.ხელშეკრულების დატოვებამდე, "ქართული ოცნება“ ძირს უთხრიდა ამ შეთანხმების არსს და მიზანს თავისი ქმედებებით. სასამართლოში დანიშვნების გაგრძელება, სასამართლო სისტემის რეფორმების შეფერხება, საარჩევნო რეფორმების არასრული განხორციელება და ამნისტიის კანონის შესახებ შეთანხმებული ვერსიის მიღებაზე უარი, ამის რამდენიმე მაგალითია.

3.ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პოლიტიკური პარტია "ლელო“-ს ლიდერების; ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ კვლავ გრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა.

4.სასამართლო რეფორმის პროგრესის ნაკლებობის გამო, საქართველომ დაკარგა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი 2021 წლისთვის. ევროკავშირის განზრახვის საპირისპიროდ, "ქართული ოცნების" მთავრობამ, რათა თავიდან აეცილებინათ მორიგი საჯარო საყვედური განუხორციელებელი რეფორმების გამო, განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო უარი ეთქვა დახმარების პაკეტზე.

5.სულ უფრო აგრესიული ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა საქართველოს ევროპელი მეგობრებისა და ევროპელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ ხშირად ახსენებენ, რომ საქართველო არის "სუვერენული სახელმწიფო“ - რუსული დოქტრინის "სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსად.

6.მიმდინარე წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა ციხეში შესვლაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და მის კოლეგას ლიეტუვის სეიმიდან, ბ-ნ რაიმონდას ლოპოტას. მათი მიზანი იყო გლდანის ციხეში შიმშილობის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შეფასება. ქალბატონი ფოტიგა, წლების განმავლობაში, არაერთხელ ეწვია ქართულ ციხეებს სხვა და სხვა პოლიტიკოსების მოსანახულებლად, რომლებიც იხდიან ან იხდიდნენ სასჯელს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზიტზე უარი ეთქვა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მას შემდეგ, რაც საქართველოს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მოთავსება არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მის საქმეს "პოლიტიკური ანგარიშსწორება" უწოდა.

7.საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო პუნქტია, გაჩერებულია. პოლიტიკური კონსენსუსის უპრეცედენტო მაგალითია, როდესაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტში სექტემბერში. ახლა "ქართულმა ოცნებამ" განაახლა დისკუსიები შესაძლო ცვლილებების შეტანის თაობაზე უკვე მიღებულ პროექტში. საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის გადასინჯვა კიდევ ერთი უკუსვლა იქნება საქართველოსთვის და შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.

მტკიცედ გვჯერა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. ისინი ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს ჩვენი წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს მისი ევროპული მომავალი.

ამის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ. "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი მხარს უჭერს“, - აღნიშნულია წერილში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

ხატია დეკანოიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

ბადრი ჯაფარიძე - "ლელო“;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება“ ;

სალომე სამადაშვილი;

ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია“;

გრიგოლ ვაშაძე;

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი“;

იაგო ხვიჩია - "გირჩი“