საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მამამ მოკლა - აჭარაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მამამ მოკლა - აჭარაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭარ­ნალ­ში შუა ხნის მა­მა­კაც­მა ცოლი და შვი­ლი ნა­ჯა­ხით, მძი­ნა­რე­ე­ბი მოკ­ლა, შემ­დეგ კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუა ხნის მა­მა­კაცს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან დედა გულ­ვარ­დი ფუტ­კა­რა­ძე და შვი­ლი ლე­ვან სა­გი­ნა­ძე. ოჯახ­ში კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, მა­მა­კა­ცის 82 წლის დედა და 24 წლის გოგო შვი­ლი. მათ თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს.

"მათ მი­მართ არ ჰქო­ნია მცდე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ ოჯა­ხი თე­მუ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ლავ­და, რად­გან ის არ იყო აღ­რი­ცხუ­ლი, თუ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ად­გილ­ზე სას­წრა­ფო -სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იყ­ვნენ, სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით",- აცხა­დებს რწმუ­ნე­ბუ­ლი.

ნუგ­ზარ აბა­ში­ძე, სო­ფელ ჭარ­ნა­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი:

"ეს ტრა­გე­დია სა­გი­ნა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში წუ­ხელ დატ­რი­ალ­და. თე­მურ სა­გი­ნა­ძემ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვალ­ნენ მისი მე­უღ­ლე გულ­ვარდ ფუტ­კა­რა­ძე და 30 წლის ვაჟი - ლე­ვან სა­გი­ნა­ძე. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო. მო­ტივ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ის ვიცი, რომ ოჯა­ხი და­დე­ბი­თად ხა­სი­ათ­დე­ბა, პა­ტი­ო­სა­ნი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და მშრო­მე­ლი ხალ­ხია. ყვე­ლა­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლი ვართ...

ად­გილ­ზე ით­ქვა, რომ ამ კაცს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქო­ნია და ფსი­ქოტ­რო­პულ წა­მალს ღე­ბუ­ლობ­და. მე დი­ლის 6 სა­ათ­ზე და­მი­კავ­შირ­დნენ და როცა მი­ვე­დი, ად­გილ­ზე უკვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. მკვლე­ლო­ბის დროს ოჯახ­ში ასე­ვე ბე­ბია და თე­მუ­რის მე­ო­რე შვი­ლი - ქეთი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ისი­ნი გა­დარ­ჩნენ" - აღ­ნიშ­ნა რწმუ­ნე­ბულ­მა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ლე­ვან სა­გი­ნა­ძე

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Aslani
46

 Ivanishvils AR gaushirdeba saqartvelo miitatsa.shven tsamois fuli agar gvakvs

mdaaaa
2

აქ გაკეთებული კომენტარებით რომ იმსჯელო ქვეყანა გადარჩენილია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მამამ მოკლა - აჭარაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მამამ მოკლა - აჭარაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით, მძინარეები მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

მოკლულები არიან დედა გულვარდი ფუტკარაძე და შვილი ლევან საგინაძე. ოჯახში კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობდა, მამაკაცის 82 წლის დედა და 24 წლის გოგო შვილი. მათ თავს გაქცევით უშველეს.

"მათ მიმართ არ ჰქონია მცდელობა, სავარაუდოდ ოჯახი თემურის ჯანმრთელობის მდგომარეობას მალავდა, რადგან ის არ იყო აღრიცხული, თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილზე სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ, სხვას ვერაფერს გეტყვით",- აცხადებს რწმუნებული.

ნუგზარ აბაშიძე, სოფელ ჭარნალის რწმუნებული:

"ეს ტრაგედია საგინაძეების ოჯახში წუხელ დატრიალდა. თემურ საგინაძემ მკვლელობა ჩაიდინა, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ მისი მეუღლე გულვარდ ფუტკარაძე და 30 წლის ვაჟი - ლევან საგინაძე. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. მოტივზე ვერაფერს გეტყვით. ის ვიცი, რომ ოჯახი დადებითად ხასიათდება, პატიოსანი, კეთილსინდისიერი და მშრომელი ხალხია. ყველანი გაოცებული ვართ...

ადგილზე ითქვა, რომ ამ კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია და ფსიქოტროპულ წამალს ღებულობდა. მე დილის 6 საათზე დამიკავშირდნენ და როცა მივედი, ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციელები იყვნენ. მკვლელობის დროს ოჯახში ასევე ბებია და თემურის მეორე შვილი - ქეთი იმყოფებოდნენ, ისინი გადარჩნენ" - აღნიშნა რწმუნებულმა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ლევან საგინაძე