მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
,,სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში!“ - ქრისტინე  მაჭარაძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი იმერეთის რეგიონში
,,სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში!“ - ქრისტინე  მაჭარაძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი იმერეთის რეგიონში

USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სი 2021 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ა­ტა­რა. გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდმა კონ­კურ­სი სამ რე­გი­ონ­ში - კა­ხეთ­ში, შიდა ქარ­თლსა და იმე­რეთ­ში - და­ა­ფი­ნან­სა. ამ კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო. სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნენ­სი პარ­ქსმა კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას არ­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, თუ რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძლი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლი კი­თხვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში. "ამ სა­ფუძ­ველს მოს­წავ­ლე­ე­ბი და­წყე­ბით კლა­სებ­ში იქ­მნი­ან და ამა­ში უდი­დე­სი როლი ენი­ჭე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს. მათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვთ მოს­წავ­ლის მო­მა­ვალ აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბა­ში. USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდას და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის, კერ­ძოდ კი­თხვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბის კუ­თხით.“

იმ ფაქტს, რომ და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის გა­მორ­ჩე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბა ერთ-ერთი გზაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის ეთან­ხმე­ბა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი. მისი თქმით, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას შე­უქ­მნის რე­გი­ო­ნის პე­და­გო­გებს, რო­მელ­თა ღვაწ­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბა ხში­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი და და­უ­ფა­სე­ბე­ლიც კი რჩე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კურ­სი 2021 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და, მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­ლე­ვე მო­ექ­ცნენ. ქუ­თა­ი­სის #33 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქრის­ტი­ნე მა­ჭა­რა­ძე USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე იყო. ქრის­ტი­ნე იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლიც გახ­და.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და რა არის დღეს მისი საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა? - გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო დამ­წყებ მას­წავ­ლებლთან.

მას­წავ­ლებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს გახ­დით რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცათ ამ კონ­კურ­სმა?

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დავ­წყვი­ტე და სი­მარ­თლე რომ ვთქვა, რო­გორც დამ­წყებ მას­წავ­ლე­ბელს, უბ­რა­ლოდ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა მსურ­და. ვფიქ­რობ­დი, რომ თუ ვერ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი, სა­მა­გი­ე­როდ კი­დევ ერთ პრო­ფე­სი­ულ ნა­ბიჯს მა­ინც გა­დავ­დგამ­დი წინ. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბამ და­მარ­წმუ­ნა, რომ ის, რა­საც ვა­კე­თებ და რო­გორც ვა­კე­თებ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. გა­მარ­ჯვე­ბამ ნამ­დვი­ლად მომ­ცა მეტი თავ­და­ჯე­რე­ბა და მო­ტი­ვა­ცია გა­ვა­კე­თო კი­დევ უფრო მეტი, არ შე­ვუ­შინ­დე სი­ახ­ლე­ებს და მუდ­მი­ვად ვიზ­რუ­ნო ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ პე­და­გო­გო­ბა?

ჩემი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­ვი­ლად ნამ­დვი­ლად არ მი­მი­ღია. თა­ვი­დან­ვე ვი­აზ­რებ­დი, რომ იყო პე­და­გო­გი, ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა. მას­წავ­ლებ­ლის ხელ­შია მო­მა­ვა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყო არა მხო­ლოდ საგ­ნის ბრწყინ­ვა­ლე სპე­ცი­ა­ლის­ტი, არა­მედ უნდა შე­გეძ­ლოს მუ­შა­ო­ბა ბავ­შვებ­თან და გიყ­ვარ­დეს ისი­ნი. ყო­ვე­ლი­ვე ეს მე ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­მა­ნა­ხეს, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ამ სა­კი­თხში მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა - ქე­თე­ვან მა­ჩა­ლა­ძემ ითა­მა­შა, რო­მელ­მაც შე­მაყ­ვა­რა სა­გა­ნი და მო­მან­დო­მა გავმხდა­რი­ყა­ვი მისი კო­ლე­გა. მინ­და, რომ მეც შევ­ძლო და ისე შე­ვაყ­ვა­რო მოს­წავ­ლე­ებს მათ მიერ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა, რო­გორც ეს თა­ვის დრო­ზე მან მო­ა­ხერ­ხა ჩემ­თან და კი­დევ სხვა უამ­რავ­თან.

რა არის ამ პრო­ფე­სი­ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა?

მას­წავ­ლებ­ლო­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ინ­ტე­რე­სო და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მნა. კარ­გად ფლობ­დე სა­განს და შეძ­ლო საგ­ნის ეფექ­ტუ­რად სწავ­ლე­ბა ორი სხვა­დას­ხვა რამ არის. ეს ისე­თი პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას და წინსვლას მო­ი­თხოვს. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვროა, მთა­ვა­რია მათი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.

ვფიქ­რობ, ასე­ვე სა­ჭი­როა გვეს­მო­დეს, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვებ­თან სწო­რად წარ­მარ­თუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვის ისე შერ­ჩე­ვა და მი­ტა­ნა მოს­წავ­ლამ­დე, რომ მას სა­გა­ნი შე­ვაყ­ვა­როთ.

რას ურ­ჩევ­დით სხვა დამ­წყებ პე­და­გო­გებს?

სხვა დამ­წყებ პე­და­გო­გებს ვურ­ჩევ­დი, ნუ შე­ა­ში­ნებთ გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი. თა­მა­მად ჩა­ერ­თონ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში და კონ­კურ­სებ­ში. ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ახა­ლი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად ისი­ნიც სწავ­ლო­ბენ ყო­ვე­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი­დან რა­ღაც ახალს, რო­მელ­საც შემ­დეგ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

,,სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში!“ - ქრისტინე  მაჭარაძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი იმერეთის რეგიონში

,,სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში!“ - ქრისტინე  მაჭარაძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი იმერეთის რეგიონში

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი 2021 წელს პირველად ჩაატარა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა კონკურსი სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში - დააფინანსა. ამ კონკურსის მთავარი მიზანი მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია იყო. საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარქსმა კონკურსის მიმდინარეობისას არერთხელ აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ძლიერი საფუძველი კითხვასა და მათემატიკაში. ,,ამ საფუძველს მოსწავლეები დაწყებით კლასებში იქმნიან და ამაში უდიდესი როლი ენიჭება მასწავლებლებს. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მოსწავლის მომავალ აკადემიურ წარმატებაში. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის კუთხით.“

იმ ფაქტს, რომ დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება ერთ-ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის ეთანხმება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობა მეტ მოტივაციას შეუქმნის რეგიონის პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელიც კი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი 2021 წელს პირველად ჩატარდა, მისი მონაწილეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცნენ. ქუთაისის #33 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქრისტინე მაჭარაძე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. ქრისტინე იმერეთის რეგიონის მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელიც გახდა.

რატომ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობის მიღება და რა არის დღეს მისი საყვარელი პროფესიის მთავარი გამოწვევა? - გთავაზობთ ინტერვიუს იმერეთის რეგიონში დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლთან.

მასწავლებლობის პირველივე წელს გახდით რეგიონული კონკურსის გამარჯვებული. რა გამოცდილება მოგცათ ამ კონკურსმა?

კონკურსში მონაწილეობა ძალიან სწრაფად გადავწყვიტე და სიმართლე რომ ვთქვა, როგორც დამწყებ მასწავლებელს, უბრალოდ ახალი გამოცდილების მიღება მსურდა. ვფიქრობდი, რომ თუ ვერ გავიმარჯვებდი, სამაგიეროდ კიდევ ერთ პროფესიულ ნაბიჯს მაინც გადავდგამდი წინ. კონკურსში გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ ის, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ ჩემი მოსწავლეებისთვის სასარგებლოა. გამარჯვებამ ნამდვილად მომცა მეტი თავდაჯერება და მოტივაცია გავაკეთო კიდევ უფრო მეტი, არ შევუშინდე სიახლეებს და მუდმივად ვიზრუნო ბავშვების განვითარებაზე.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?

ჩემი პროფესიის შესახებ გადაწყვეტილება ადვილად ნამდვილად არ მიმიღია. თავიდანვე ვიაზრებდი, რომ იყო პედაგოგი, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მასწავლებლის ხელშია მომავალი და მნიშვნელოვანია იყო არა მხოლოდ საგნის ბრწყინვალე სპეციალისტი, არამედ უნდა შეგეძლოს მუშაობა ბავშვებთან და გიყვარდეს ისინი. ყოველივე ეს მე ჩემმა მასწავლებლებმა დამანახეს, თუმცა განსაკუთრებული როლი ამ საკითხში მათემატიკის მასწავლებელმა - ქეთევან მაჩალაძემ ითამაშა, რომელმაც შემაყვარა საგანი და მომანდომა გავმხდარიყავი მისი კოლეგა. მინდა, რომ მეც შევძლო და ისე შევაყვარო მოსწავლეებს მათ მიერ ხშირ შემთხვევაში ათვალწუნებული მათემატიკა, როგორც ეს თავის დროზე მან მოახერხა ჩემთან და კიდევ სხვა უამრავთან.

რა არის ამ პროფესიის მთავარი გამოწვევა?

მასწავლებლობის მთავარი გამოწვევაა საინტერესო და თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. კარგად ფლობდე საგანს და შეძლო საგნის ეფექტურად სწავლება ორი სხვადასხვა რამ არის. ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც მუდმივ განვითარებას და წინსვლას მოითხოვს. შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია მათი სწორად გამოყენება.

ვფიქრობ, ასევე საჭიროა გვესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვებთან სწორად წარმართული კომუნიკაცია. მნიშნელოვანია თითოეული სიტყვის ისე შერჩევა და მიტანა მოსწავლამდე, რომ მას საგანი შევაყვაროთ.

რას ურჩევდით სხვა დამწყებ პედაგოგებს?

სხვა დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი, ნუ შეაშინებთ გამოწვევები და სიახლეები. თამამად ჩაერთონ საინტერესო პროექტებში და კონკურსებში. ყოველი ახალი გამოცდილება ახალი წინ გადადგმული ნაბიჯია. გაითვალისწინონ, რომ ბავშვებთან ერთად ისინიც სწავლობენ ყოველი ჩატარებული გაკვეთილიდან რაღაც ახალს, რომელსაც შემდეგ გაკვეთილებზე კიდევ უფრო საინტერესოდ და ეფექტურად გამოიყენებენ.

NS