მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაზე სწორი გზა ამნისტია იქნება" - გიგი უგულავა
"მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაზე სწორი გზა ამნისტია იქნება" - გიგი უგულავა

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა ამ­ნის­ტია იქ­ნე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, მო­მა­ვალ­ზე ფო­კუ­სირ­დეს.

რო­გორც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, ხე­ლი­სუფ­ლებ­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბა მო­მა­ვალ­სა და თა­მა­შის წე­სებ­ზე უნდა შედ­გეს.

"აქ ვარ, რო­გორც ერთ-ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. ვიქ­ნე­ბი ყვე­ლა იმ აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბის­კენ არის მო­წო­დე­ბუ­ლი. დიახ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს არის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, შე­ი­წყა­ლებს მას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თუ არა, ამას ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და სა­ხელ­მწი­ფომ მო­ძებ­ნოს გზა მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა, ოღონდ ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, არა­მედ ეხე­ბა მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პო­ლი­ტი­კურ კლასს, ის­ტო­რი­ას, არის ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ნის­ტია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს 3 პო­ლი­ტი­კურ ეპო­ქას, ეს არის შე­ვარ­დნა­ძის, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის ეპო­ქე­ბი. სწო­რედ ეს ამ­ნის­ტია მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს, ფო­კუ­სირ­დეს მო­მა­ვალ­ზე და არ იყოს მხო­ლოდ წარ­სულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა ამ­ნის­ტი­ით უნდა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­დეს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს.

"ჩემი აზ­რით, სწო­რი ტერ­მი­ნი არის შე­თან­ხმე­ბა მო­მა­ვალ­ზე და თა­მა­შის წე­სებ­ზე. ამ შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა იყოს ის, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ ანად­გუ­რებს და­მარ­ცხე­ბულს. ამ გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის არ იყე­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს რეპ­რე­სი­ულ აპა­რატს. ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ დიდი შუ­რის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს. მე ხაზ­გას­მით ვსა­უბ­რობ შე­თან­ხმე­ბა­ზე, შე­რი­გე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ აქ­ტად მი­მაჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შექ­მნი­ლი პლატ­ფორ­მის და ,"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი აქვს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შეც­ვა­ლოს და ეროვ­ნულ შე­რი­გე­ბა­ზე და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრე­ზი­დენტს შეხ­ვედ­რის­თვის ვა­დას 15.00 სა­ა­თამ­დე აძ­ლე­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dudu
0

ტაშიიიი გიგილოოოო!!!!

ჩემი აზრით
0

ამნისტია არ იქნება საკმარისი. ყველას მინიმუმ ერთი მილიონი აშშ დოლარი საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაგვერიცხოს. ვისაც არ ენდომება ჩემს ანგარიშს გადავუგზავნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაზე სწორი გზა ამნისტია იქნება" - გიგი უგულავა

"მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაზე სწორი გზა ამნისტია იქნება" - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაზე სწორი გზა ამნისტია იქნება, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, მომავალზე ფოკუსირდეს.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე განმარტა, ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მომავალსა და თამაშის წესებზე უნდა შედგეს.

"აქ ვარ, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. ვიქნები ყველა იმ აქციაზე, რომელიც პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულებისკენ არის მოწოდებული. დიახ, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტპატიმარი, შეიწყალებს მას სალომე ზურაბიშვილი თუ არა, ამას ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საზოგადოებამ და სახელმწიფომ მოძებნოს გზა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გზა, ოღონდ ეს არ ეხება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეხება მთლიანად საზოგადოებას, პოლიტიკურ კლასს, ისტორიას, არის ფართო პოლიტიკური ამნისტია, რომელიც მოიცავს საქართველოს 3 პოლიტიკურ ეპოქას, ეს არის შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ეპოქები. სწორედ ეს ამნისტია მისცემს შესაძლებლობას სახელმწიფოს, ფოკუსირდეს მომავალზე და არ იყოს მხოლოდ წარსულში ჩარჩენილი“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ამნისტიით უნდა გამოიხატებოდეს, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს.

"ჩემი აზრით, სწორი ტერმინი არის შეთანხმება მომავალზე და თამაშის წესებზე. ამ შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს ის, რომ გამარჯვებული არ ანადგურებს დამარცხებულს. ამ განადგურებისთვის არ იყენებს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ დიდი შურისძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. მე ხაზგასმით ვსაუბრობ შეთანხმებაზე, შერიგება ინდივიდუალურ აქტად მიმაჩნია“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,"ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე დაიწყოს საუბარი. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ.