მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელი პროკურატურა საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა" - სააკაშვილის ადვოკატი
"დღევანდელი პროკურატურა საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა" - სააკაშვილის ადვოკატი

დღე­ვან­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა დაწმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გამო ბრალს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­საც წა­უ­ყე­ნებ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბა­სი­ლა­ი­ამ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ „აღ­ვი­რახ­სნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა“ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კი „სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გზა არის ლე­გა­ლუ­რი“.

„სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, ქვეყ­ნის მთა­ვარ რე­ფორ­მა­ტორს, ნამ­დვი­ლად აქვს უფ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და მა­შინ რო­დე­საც ის იდევ­ნე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ვი­რახ­სნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ ვი­თა­რე­ბა­ში სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გზა არის ლე­გა­ლუ­რი. დღე­ვან­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, დაწმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბრალს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­საც წა­უ­ყე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გამო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ საქ­მის იუ­რი­დი­ულ კა­ზი­უს­ტურ ნა­წილ­ზე სა­უ­ბა­რი სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა. ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი და პო­ლი­ტი­კურ-ჰე­რო­ი­კუ­ლი აქ­ტე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ა­ლა­ი­ამ. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 9 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

ამ ყოფილ პროკოსაც მიადგება სამართალი ვინ დაიცავს მაინტერესებს???

ვაი ადვოკატებს
1

ზვიადს ნუ ადარებათ თქვე ფარმაკოლოგიური, ზვიადის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არასოდეს უთქვამს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დღევანდელი პროკურატურა საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა" - სააკაშვილის ადვოკატი

"დღევანდელი პროკურატურა საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა" - სააკაშვილის ადვოკატი

დღევანდელი პროკურატურა დაწმუნებული ვარ საქართველოში დაბრუნების გამო ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე განაცხადა, სააკაშვილის მიმართ „აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა“ მიმდინარეობს და ასეთ ვითარებაში კი „სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური“.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ როდესაც ის იდევნება და მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური. დღევანდელი პროკურატურა, დაწმუნებული ვარ ბრალს ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის იურიდიულ კაზიუსტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა. ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ბასიალაიამ. ინფორმაციისთვის, 9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.