მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ
სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­კი­თხზე მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა და და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

უწყე­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რა. ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი და მოხ­მა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა.

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რათ, „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 44-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დის­თვის.

კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი - ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი და მოხ­მა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ №12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბი­სა და მისი №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სახ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, ასე­ვე, №12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბულ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი - გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის "ა“ (მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა და­მუ­შავ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნად და კა­ნო­ნი­ე­რად, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის ღირ­სე­ბის შე­უ­ლა­ხა­ვად)",ბ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­მუ­შავ­დეს მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი, მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნე­ბის­თვის)",გ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­მუ­შავ­დეს მხო­ლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად) და ასე­ვე",დ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი ნამ­დვი­ლი და ზუს­ტი უნდა იყოს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა გა­ნახ­ლდეს) ქვე­პუნ­ქტე­ბის დარ­ღვე­ვით.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქტს სწავ­ლობ­და. კერ­ძოდ, სამ­სა­ხურ­მა შე­ის­წავ­ლა 2021 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი და მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა; 2021 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა; 2021 წლის 5 და 6 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა; 2021 წლის 6 ნო­ემ­ბერს, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ ფოტო (რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლი იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი) და ვი­დე­ო­მა­სა­ლის (რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ფაქ­ტე­ბი) მო­პო­ვე­ბი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა; 2021 წლის 8 და 11 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ №12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სახ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი­სა და №12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბულ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მო­პო­ვე­ბი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში, სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ, ყვე­ლა შემ­თხვე­ვას­თან მი­მარ­თე­ბით გან­მარ­ტეს, რომ მათ მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მი­ზე­ზი მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი იყო, ვი­ნა­ი­დან ვრცელ­დე­ბო­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მისი უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ძი­მე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, არ­სე­ბობ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც საფრ­თხეს უქ­მნი­და რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე, ზი­ანს აყე­ნებ­და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი სხვა პა­ტიმ­რე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა არ იდგა საფრ­თხის ქვეშ და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მოქ­მე­დებ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით.

მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­ფუძ­ვლით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა იხელ­მძღვა­ნე­ლა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა და გან­მარ­ტა, რომ მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ არ­სე­ბობ­და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვას­თან მი­მარ­თე­ბით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, უნდა შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ რამ­დე­ნად იყო ეს ინ­ტე­რე­სი ლე­გი­ტი­მუ­რი და რამ­დე­ნად პრო­პორ­ცი­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი იყო, ასე­თი ინ­ტე­რე­სის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სა და და­ად­გი­ნა:

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი და მოხ­მა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის (ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბის, თაფ­ლის) შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის (2021 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს) გა­სა­ჯა­რო­ე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა, და­არ­ღვია „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის „ბ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­მუ­შავ­დეს მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი, მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნე­ბის­თვის) და „გ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­მუ­შავ­დეს მხო­ლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად) ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, რაც წარ­მო­ად­გენს ამა­ვე კა­ნო­ნის 44-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში გან­მარ­ტა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და არა მის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი და მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ხე­ო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ინ­ფორ­მა­ცია - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ შე­დე­გებ­ზეც, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას მოჰ­ყვა, კერ­ძოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკან და­აბ­რუ­ნა შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და შე­წყვი­ტა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, რომ სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მას­თან და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ემ­თხვე­ო­და სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ცი­ხის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ და­ცულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ, 2021 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის (წნე­ვის, პულ­სის, სა­ტუ­რა­ცი­ის, გლუ­კო­ზის მო­ნა­ცე­მე­ბის) შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა იყო კა­ნო­ნი­ე­რი. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბის თა­ო­ბა­ზე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად­მა ექიმ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ინ­ფორ­მა­ცია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნორ­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა - მიჩ­ნე­ულ იქნა ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის პრო­პორ­ცი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბად.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის (2021 წლის 5 და 6 ნო­ემ­ბერს) გა­სა­ჯა­რო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა და­არ­ღვი­ეს „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის „ბ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­მუ­შავ­დეს მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი, მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის), „გ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა იყოს იმ მიზ­ნის ადეკ­ვა­ტუ­რი და პრო­პორ­ცი­უ­ლი, რომ­ლის მი­საღ­წე­ვა­დაც მუ­შავ­დე­ბა ისი­ნი) და „დ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი ნამ­დვი­ლი და ზუს­ტი უნდა იყოს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა გა­ნახ­ლდეს) ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, რაც წარ­მო­ად­გენს ამა­ვე კა­ნო­ნის 44-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში გან­მარ­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ში­ნა­არსმა (რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იღებ­და საკ­ვებს, რო­მე­ლიც არ იყო სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის) სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში შექ­მნა მცდა­რი აზრი მისი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი შიმ­ში­ლო­ბის შე­სა­ხებ, მა­შინ რო­დე­საც, სა­პი­რის­პი­რო დას­ტურ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტე­ბით - ამ დრო­ის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვე­ტი­ლი არ ჰქონ­და და კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, იგი სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, იღებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის წვე­ნებ­სა და პი­უ­რე­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა, იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლის გა­რე­შე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ექიმ­თა კონ­სი­ლი­უ­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ვერ იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი კა­ნო­ნი­ე­რად. მით უფრო, იმ წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტა­დი შე­დე­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც გა­მო­იწ­ვია არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ - მო­შიმ­ში­ლე პირ­მა (მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა) უარი გა­ნა­ცხა­და ყო­ველ­გვა­რი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტის მი­ღე­ბა­ზე, რა­მაც შექ­მნა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის საფრ­თხე.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, ერთი მხრივ, საფრ­თხეს უქ­მნის მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბას და მე­ო­რე მხრივ, აყა­ლი­ბებს უნ­დობ­ლო­ბას პა­ცი­ენ­ტსა და სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შაკს შო­რის, რო­მე­ლიც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­სა­წე­ვად.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი­სა და გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის (2021 წლის 6 ნო­ემ­ბერს) გა­სა­ჯა­რო­ე­ბით სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა და­არ­ღვია „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის "ა“ (მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა და­მუ­შავ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნად და კა­ნო­ნი­ე­რად, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის ღირ­სე­ბის შე­უ­ლა­ხა­ვად), „ბ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­მუ­შავ­დეს მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი, მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის), „გ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა იყოს იმ მიზ­ნის ადეკ­ვა­ტუ­რი და პრო­პორ­ცი­უ­ლი, რომ­ლის მი­საღ­წე­ვა­დაც მუ­შავ­დე­ბა ისი­ნი) და „დ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი ნამ­დვი­ლი და ზუს­ტი უნდა იყოს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა გა­ნახ­ლდეს) ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, რაც წარ­მო­ად­გენს ამა­ვე კა­ნო­ნის 44-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ოთახ­ში (სა­დაც გა­და­ღე­ბუ­ლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი) ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი და აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნე­ბი (პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა) მიჩ­ნე­ულ იქნა კა­ნო­ნი­ე­რად.

რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში გან­მარ­ტა, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ მი­უ­თი­თებ­და პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რაც ობი­ექ­ტურ დამ­კვირ­ვე­ბელს და­არ­წმუ­ნებ­და პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხში. შე­სა­ბა­მი­სად, ბუნ­დო­ვა­ნია, რა კა­ნო­ნი­ერ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო ოთახ­ში ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, კონ­სი­ლი­უ­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და ფო­ტო­მა­სა­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. ამას­თან, ფო­ტო­სუ­რა­თი­სა და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა იმ კონ­ტექ­სტში, რომ ეს წარ­მო­ად­გენ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ამ­სახ­ველ უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბის გა­რე­შე, რომ მათი მი­ღე­ბა იყო რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბის მიერ და ნე­ბა­დარ­თუ­ლი შიმ­ში­ლო­ბის დროს, აჩენ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი შიმ­ში­ლო­ბის გან­ცდას, რაც რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, არ წარ­მო­ად­გენ­და ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია ისიც, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ოთახ­ში მოხ­ვედ­რილ პირს, სა­მე­დი­ცი­ნო ხა­სი­ა­თის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აქვს ასეთ სივ­რცე­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა­გან და­ცუ­ლო­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნი. გარ­და ამი­სა, პი­რის ფოტო-ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით არის და­ცუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­შიც, სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შე­ეძ­ლო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სხვა, ნაკ­ლებ შემ­ზღუ­და­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა, ყუ­რა­დღე­ბა ასე­ვე გა­ა­მახ­ვი­ლა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი­სა და ფო­ტო­მა­სა­ლის ში­ნა­არ­სის მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე. კერ­ძოდ, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ასა­ხუ­ლია პრი­ვა­ტულ ფორ­მა­ში. ფო­ტო­სუ­რათ­ზე კი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტავს, ასა­ხუ­ლია მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი - გარ­კვე­უ­ლი ხილ­ფა­ფე­ბი და პი­უ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბავ­შვთა საკ­ვე­ბის სა­ხით. ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ფორ­მა და ში­ნა­არ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქმნი­და არას­წორ გან­ცდას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა უნდა შე­ფას­დეს მო­შიმ­ში­ლე პი­რის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ №12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის, მისი №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სახ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი­სა და №12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბულ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის (2021 წლის 8 და 11 ნო­ემ­ბერს) გა­სა­ჯა­რო­ე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა და­არ­ღვი­ეს „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის "ა“ (მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა და­მუ­შავ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნად და კა­ნო­ნი­ე­რად, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის ღირ­სე­ბის შე­უ­ლა­ხა­ვად), „ბ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­მუ­შავ­დეს მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი, მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის), „გ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა იყოს იმ მიზ­ნის ადეკ­ვა­ტუ­რი და პრო­პორ­ცი­უ­ლი, რომ­ლის მი­საღ­წე­ვა­დაც მუ­შავ­დე­ბა ისი­ნი) და „დ“ (მო­ნა­ცე­მე­ბი ნამ­დვი­ლი და ზუს­ტი უნდა იყოს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა გა­ნახ­ლდეს) ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, რაც წარ­მო­ად­გენს ამა­ვე კა­ნო­ნის 44-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გი №12 და №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კა­ნო­ნი­ე­რად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, ვი­ნა­ი­დან იგი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტი. თუმ­ცა, გა­მოვ­ლინ­და გარ­კვე­უ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა რე­ა­ნო­მო­ბილ­ში აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აღ­ქმა­დი იყო აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის ფაქ­ტი და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას არ გა­მო­უთ­ქვამს პრე­ტენ­ზია, სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს ჩა­წე­რის და­წყე­ბამ­დე უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვის მიერ და რა მიზ­ნით ხდე­ბო­და აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში გან­მარ­ტა, რომ №12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა იმის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნამ­დვი­ლად სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ვერ ჩა­ით­ვლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად, ვი­ნა­ი­დან სა­პი­რის­პი­რო დას­ტურ­დე­ბა შე­მოწ­მე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის №18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი იძუ­ლე­ბით შე­სახ­ლე­ბი­სა და რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ბუნ­დო­ვა­ნია რა ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და რა­ტომ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.

№18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იძუ­ლე­ბით შე­სახ­ლე­ბის კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გან­მარ­ტა, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სის (სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი), ცნო­ბა­დო­ბის, მის მი­მართ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის (რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ), ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არ­სი­სა (პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს იგი ხელ­ში აწე­უ­ლი, იძუ­ლე­ბით გა­დაჰ­ყავთ წელს ზე­მოთ შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში) და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტა­დი შე­დე­გე­ბის (აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და მე­დი­ა­ში (და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მისი ამ­გვარ ფორ­მა­ში და ვი­თა­რე­ბა­ში ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნა, უნდა იქ­ნას მიჩ­ნე­უ­ლი მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფორ­მით მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბად.

ღირ­სე­ბის უფ­ლე­ბა გა­ნამ­ტკი­ცებს იმგვარ წეს­რიგს, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის ადა­მი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის დაც­ვა არის ის, რაც უპი­რო­ბოდ ეკუთ­ვნის ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან. კონ­ფლიქ­ტი ღირ­სე­ბის უფ­ლე­ბით და­ცულ სი­კე­თე­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­სა­ცავ ნე­ბის­მი­ერ სხვა ღი­რე­ბულ ინ­ტე­რესს შო­რის, იმ­თა­ვით­ვე და უპი­რო­ბოდ უნდა გა­და­წყდეს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ნო­მო­ბი­ლის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კორ­პუს­თან გა­ჩე­რე­ბის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და ამ ფორ­მით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, ვერ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნით მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვად, ასე­ვე, რა­ი­მე ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის, მათ შო­რის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბულ პრო­პორ­ცი­ულ და ადეკ­ვა­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვის თა­ნა­ზო­მი­ერ და ადეკ­ვა­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად არ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი ასე­ვე რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, მით უფრო, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აუ­დიო-ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იყო ჯე­როვ­ნად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა ხაზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბა­საც, რომ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ, სა­დაც მო­ნა­ცემ­თა და­ცუ­ლო­ბის მო­ლო­დი­ნი ბევ­რად მა­ღა­ლია. ამას­თან, 2021 წლის 09 ნო­ემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე. შე­სა­ბა­მი­სად, ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და არა ცალ­კე­უ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­მართ.

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 36-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, თუ პირ­მა ჩა­ი­დი­ნა რამ­დე­ნი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­მელ­თა საქ­მე­ებს ერ­თდრო­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს ერთი და იგი­ვე ორ­გა­ნო (თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი), მას სახ­დე­ლი და­ე­დე­ბა იმ სან­ქცი­ის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლია უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 44-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის.

სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 44-ე მუხ­ლის მე­ო­რე პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს და­ე­ვა­ლათ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ „ფე­ის­ბუ­ქის“, ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დე­ბი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რის წაშ­ლა”, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავცრე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
0

ესეიგი მიშიკო გატყუებდათ და ხელი რატომ შეუშალეთო?

მ ი მ ი ნ ო
0

ეგ ცოტა იყო, უფრო მეტი უნდა გამოექვეყნებინათ , რომ ნაცები გაჩუმებულიყვნენ...თუმცა ეგეც არ უშველიდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ

სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა.

უწყების ცნობით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დარღვევად მიიჩნია მათ შორის, ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა.

"სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა, მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი - გაასაჯაროვეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), ,,ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის), ,,გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) და ასევე, ,,დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტების დარღვევით.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების რამდენიმე ფაქტს სწავლობდა. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა 2021 წლის 8 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 10 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 5 და 6 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 6 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ფოტო (რომელზეც ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული საკვები დანამატები) და ვიდეომასალის (რომელზეც აღბეჭდილი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები) მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 8 და 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მიხეილ სააკაშვილის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება.

ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ყველა შემთხვევასთან მიმართებით განმარტეს, რომ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზი მაღალი საჯარო ინტერესი იყო, ვინაიდან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია მისი უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ. ამასთან, საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, არსებობდა ძალადობრივი ხასიათის მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ასევე, ზიანს აყენებდა პენიტენციური დაწესებულების რეპუტაციასა და იქ განთავსებული სხვა პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს. შესაბამისად, საჭირო იყო საზოგადოებისთვის იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იდგა საფრთხის ქვეშ და სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით.

მაღალი საჯარო ინტერესის საფუძვლით, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერების შეფასებისას, სახელმწიფო ინსპექტორმა იხელმძღვანელა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა და განმარტა, რომ მართალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, უნდა შეეფასებინათ რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო, ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება და გასაჯაროებისთვის გამოყენებული საშუალებები.

სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასა და დაადგინა:

მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების (ნატურალური წვენების, თაფლის) შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 8 ოქტომბერს) გასაჯაროებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის) და „გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ფონზე, საზოგადოებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა არა მის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, არამედ ინფორმაცია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზეც, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა უკან დააბრუნა შეძენილი პროდუქტები და შეწყვიტა საკვები დანამატების მიღება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისიც, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მასთან დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვეოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების შესახებ დაცულ ინფორმაციას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების (წნევის, პულსის, სატურაციის, გლუკოზის მონაცემების) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება იყო კანონიერი. იმ პირობებში, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების თაობაზე და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოყენებული საშუალება - მიხეილ სააკაშვილის ნორმაში არსებული სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება - მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციულ საშუალებად.

მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 5 და 6 ნოემბერს) გასაჯაროებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა (რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების) საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც, საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით - ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა და კონსილიუმის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, იგი სამედიცინო პუნქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით, ექიმების მეთვალყურეობით, იღებდა სხვადასხვა სახის წვენებსა და პიურეებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად. მით უფრო, იმ წინასწარ განჭვრეტადი შედეგის გათვალისწინებით, რაც გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ - მოშიმშილე პირმა (მიხეილ სააკაშვილმა) უარი განაცხადა ყოველგვარი საკვები დანამატის მიღებაზე, რამაც შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ პაციენტის შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, აყალიბებს უნდობლობას პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სათანადო მომსახურების გასაწევად.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალის (2021 წლის 6 ნოემბერს) გასაჯაროებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ოთახში (სადაც გადაღებულია გავრცელებული ვიდეოჩანაწერი) ვიდეოთვალთვალი და აღნიშნულ სივრცეში ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა) მიჩნეულ იქნა კანონიერად.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა არ მიუთითებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სამედიცინო მომსახურების ხარისხში. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ოთახში ექიმის მეთვალყურეობით, კონსილიუმის რეკომენდაციის შესრულების ამსახველი ფაქტებისა და ფოტომასალის გასაჯაროება. ამასთან, ფოტოსურათისა და ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმ კონტექსტში, რომ ეს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველ უტყუარ მტკიცებულებას, იმ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გარეშე, რომ მათი მიღება იყო რეკომენდირებული ექიმების მიერ და ნებადართული შიმშილობის დროს, აჩენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოჩვენებითი შიმშილობის განცდას, რაც როგორც უკვე აღინიშნა, არ წარმოადგენდა ობიექტურ ინფორმაციას.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ისიც, რომ სამედიცინო ოთახში მოხვედრილ პირს, სამედიცინო ხასიათის პერსონალური მონაცემების განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, აქვს ასეთ სივრცეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობისაგან დაცულობის სამართლიანი მოლოდინი. გარდა ამისა, პირის ფოტო-ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძლო პირადი ცხოვრების სხვა, ნაკლებ შემზღუდავი საშუალებით.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ყურადღება ასევე გაამახვილა ვიდეოჩანაწერისა და ფოტომასალის შინაარსის მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ასახულია პრივატულ ფორმაში. ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტავს, ასახულია მის მიერ მიღებული საკვები დანამატები - გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ბავშვთა საკვების სახით. ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად.

მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის (2021 წლის 8 და 11 ნოემბერს) გასაჯაროებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომონიტორინგი №12 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში კანონიერად იქნა მიჩნეული, ვინაიდან იგი ხორციელდებოდა კანონით დადგენილი წესით და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მონაცემთა სუბიექტი. თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ნაკლოვანება რეანომობილში აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინფორმირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღქმადი იყო აუდიო-ვიდეო გადაღების ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით მას არ გამოუთქვამს პრეტენზია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჩაწერის დაწყებამდე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის მიერ და რა მიზნით ხდებოდა აუდიო-ვიდეოჩაწერა.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული კადრების გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. შესაბამისად, ბუნდოვანია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და რატომ იყო აუცილებელი ამ სახის ინფორმაციის გავრცელება.

№18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური სტატუსის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი), ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ), ვიდეოჩანაწერის შინაარსისა (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს იგი ხელში აწეული, იძულებით გადაჰყავთ წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში) და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების (აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიაში (და არა მხოლოდ საქართველოში) გათვალისწინებით, მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად.

ღირსების უფლება განამტკიცებს იმგვარ წესრიგს, რომელშიც მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. კონფლიქტი ღირსების უფლებით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, იმთავითვე და უპირობოდ უნდა გადაწყდეს ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. შესაბამისად, რეანომობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება, ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე, რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისათვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კანონიერი მიზნის მიღწევის თანაზომიერ და ადეკვატურ საშუალებად არ იქნა მიჩნეული ასევე რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიო-ვიდეოგადაღების თაობაზე მიხეილ სააკაშვილი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული. სახელმწიფო ინსპექტორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ რეანომობილში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, სადაც მონაცემთა დაცულობის მოლოდინი ბევრად მაღალია. ამასთან, 2021 წლის 09 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკვე დაწყებული იყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. შესაბამისად, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული გამოძიების და არა ცალკეული აუდიო-ვიდეოჩანაწერის მიმართ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), მას სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა”, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.