სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე" - ფადი ასლი
"თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე" - ფადი ასლი

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ბიზ­ნეს­მე­ნი ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ თუ მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 2022 წელს 5500 დო­ლარს მი­აღ­წევს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შიშ­ვე­ლი ივ­ლის.

"2013-2020 წლებ­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მშპ-ის ზრდა დო­ლარ­ში იყო ნუ­ლო­ვა­ნი პრო­ცენ­ტი და ახლა მხო­ლოდ ერთ წე­ლი­წად­ში პრე­მი­ე­რი 15%-ით გაზ­რდის?

თუ მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 2022 წელს 5500 დო­ლარს მი­აღ­წევს, გპირ­დე­ბით, რომ შიშ­ვე­ლი ვივ­ლი რუ­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე!" - წერს ფადი ასლი.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს და­გეგ­მი­ლია 6%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი 5500 დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ გა­ვაც­ნო ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის, ისე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. მა­ნამ­დე, მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ჩვენ წელს გვქონ­და მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. ჩვე­ნი პროგ­ნო­ზით, ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე გა­ვალთ წლის ბო­ლოს, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, რომ წელს, პირ­ვე­ლად დამ­ტკი­ცე­ბულ ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით, ბი­უ­ჯე­ტი გაგ­ვე­ზარ­და 1 310 000 000 ლა­რით. ამას გარ­და, ვა­ლის შემ­ცი­რე­ბაც, ასე­ვე, მო­ვა­ხერ­ხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მი­მარ­თე­ბით 60%-დან, რო­მე­ლიც იყო ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი ვალი, შემ­ცირ­დე­ბა ჩვე­ნი ვალი 51,1%-მდე. მთლი­ა­ნი, ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტი იქ­ნე­ბა 21,8 მი­ლი­არ­დი ლარი, ჩვენ 2022 წელს და­გეგ­მი­ლი გვაქვს 6%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბა, რო­გორც უკვე ვთქვი, მომ­დევ­ნო წელს იქ­ნე­ბა 65 მი­ლი­არ­დი ლარი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი 5500 დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს, რაც არის ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი. ამას­თან, ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბა 4,2%. პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, არ მცირ­დე­ბა კა­პი­ტა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი 2022 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში, და­გეგ­მი­ლი გვაქვს 5,9 მი­ლი­არ­დი ლა­რის ოდე­ნო­ბით. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რო­გორც ჩვე­ნი და­პი­რე­ბა იყო, მო­მა­ვალ წელს ბი­უ­ჯე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ის ოდე­ნო­ბით და ეს იქ­ნე­ბა მზარ­დი, ეს არ იქ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი ცვლი­ლე­ბა, არა­მედ მომ­დევ­ნო წლებ­შიც გა­იზ­რდე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

ვაახ კაცოო, ნეტა რა შენი დიპლიპიტოს საქმეა ჰა?!

ნეტა ვინ იყო ის შავი კაცი ჰა?

კარლსონი
0

რას ერჩით კაცს, მხიარულია და ზღვის ლომივით გიჟმაჟი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე" - ფადი ასლი

"თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე" - ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, რუსთაველის გამზირზე შიშველი ივლის.

"2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა დოლარში იყო ნულოვანი პროცენტი და ახლა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიერი 15%-ით გაზრდის?

თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე!" - წერს ფადი ასლი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს.

"მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ. მანამდე, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 310 000 000 ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც, ასევე, მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის მთლიანი ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი, ჩვენ 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა, როგორც უკვე ვთქვი, მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2%. პანდემიის მიუხედავად, არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით. ასევე, მინდა აღვნიშნო, როგორც ჩვენი დაპირება იყო, მომავალ წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ეს იქნება მზარდი, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, არამედ მომდევნო წლებშიც გაიზრდება,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.