საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ლექსოსთან ერთად მოვიდა... ის არ გამხდარა დიდი თეატრალი, მე უფრო დიდი ქომაგი გავხდი" - ვინ არის ნინო კასრაძის მეორე ნახევარი და რას ჰყვება მსახიობი შვილებზე?
"ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ლექსოსთან ერთად მოვიდა... ის არ გამხდარა დიდი თეატრალი, მე უფრო დიდი ქომაგი გავხდი" - ვინ არის ნინო კასრაძის მეორე ნახევარი და რას ჰყვება მსახიობი შვილებზე?

ნინო კას­რა­ძე 2004 წლი­დან ოქ­რო­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს. სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლაქ­გა­რეთ მას მერე გა­და­ვი­და, რაც მსა­ხი­ო­ბის ვაჟი და­ი­ბა­და. ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი წლე­ბი მძი­მე იყო, რად­გან რთუ­ლი იყო ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა. მსა­ხი­ობს ქალ-ვაჟი - ლუკა და სა­ლო­მე თო­ფუ­რი­ე­ბი ჰყავს. მისი მე­უღ­ლე ლექ­სო თო­ფუ­რია სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლო­კო­მო­ტი­ვის“ პრე­ზი­დენ­ტი და სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "არ­ტა­ნუჯ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინო კას­რა­ძე ამ­ბობს:

"ფეხ­ბურ­თი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ლექ­სოს­თან ერ­თად მო­ვი­და, მა­ნამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არც ვყო­ფილ­ვარ, უბ­რა­ლოდ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტებს მო­დის გამო ვუ­ყუ­რებ­დი. ფეხ­ბურ­თი, რო­გორც ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი და არა ჰობი, ეს ლექ­სოს­თან ერ­თად გაჩ­ნდა. ჩემი პრო­ფე­სი­აც ისე­თია, რომ მთელ ცხოვ­რე­ბას შთან­თქავს, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სია - მსა­ხი­ო­ბო­ბა - ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია და ის გა­დაძ­ლევს ხოლ­მე. ვამ­ჩნევ, სხვა ოჯა­ხებ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბით, რე­ჟი­სო­რე­ბით არის მო­ცუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი და თით­ქოს ისი­ნი არი­ან წამ­ყვან­ნი და მთე­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს თე­ატ­რით, კი­ნო­თი, რე­ჟი­სუ­რით. ჰოდა, ეს ორი სფე­რო და­ე­ტა­კა ერ­თმა­ნეთს, ფეხ­ბურ­თი და თე­ატ­რი. ფეხ­ბურ­თმა შთან­თქა, სძლია. ფეხ­ბურ­თმა და­ი­კა­ვა ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბიც. პი­რი­ქით არ მოხ­და ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ლექ­სო არ გამ­ხდა­რა დიდი თე­ატ­რა­ლი ჩემ მერე. მე უფრო დიდი ქო­მა­გი გავ­ხდი და სუ­ლაც არ ვნა­ნობ ამას. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ მოხ­და, რომ თე­ატ­რი და ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს. მე ისე კარ­გად მეს­მის, რაზე ლა­პა­რა­კობს ლექ­სო, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - იქაც თა­მა­შია, ჩვენ­თა­ნაც თა­მა­შია, იქაც არე­ნაა, ჩვენ­თა­ნაც არე­ნაა, იქაც გუნ­დია, ჩვენ­თა­ნაც გუნ­დია, იქაც არი­ან პრო­ტა­გო­ნის­ტე­ბი და ჩვენ­თა­ნაც, რე­ჟი­სო­რი და მწვრთნე­ლი". წყა­რო

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ­მა გა­და­ცე­მა"და­ვით გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნელ სიმ­სუ­ბუ­ქე­ში“სა­კუ­თარ თავ­ზე, ოჯახ­სა და კა­რი­ე­რა­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

შვი­ლე­ბი

"ახლა ჩემი ყვე­ლა გეგ­მა შვი­ლებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... არ არის ეს სწო­რი, შენ შენი ცხოვ­რე­ბა უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ იმის­თვის, რომ მე შე­მეც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მჭირ­დე­ბა დრო. ახლა რომ 31 წლის ვიყო, ორ შვილს გა­ვა­ჩენ­დი მი­ყო­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მეც... ჩემ შვი­ლებს აქ უნ­დათ ცხოვ­რე­ბა, უყ­ვართ აქა­უ­რო­ბა. ისე მე­ში­ნია ეს არ შე­იც­ვა­ლოს".

სიყ­ვა­რუ­ლი

"ძა­ლი­ან დიდ გრძნო­ბას ძნე­ლია სა­ხე­ლი და­არ­ქვა და ამა­ზე ილა­პა­რა­კო. ეს იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია შენ­თვის, მაგ­რამ ვერ­ბა­ლი­ზა­ცი­ას გთხოვს, თან სა­ხე­ლი უნდა და­არ­ქვა. თუ სიყ­ვა­რუ­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი იყოს, მაგ­რამ და­არ­ქმევ თუ არა, უფა­სურ­დე­ბა, ქრე­ბა... მაგ­რამ ზოგ­ჯერ უნდა თქვა..."

ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­ზე

"ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლის გა­რე­შე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. ვიცი, უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზა­ზას­თან ერ­თად წა­ვი­და თე­ატ­რი­დან და აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. გული გა­უ­ტყდათ და თქვეს, - არა­სო­დეს აღარ მო­ვალ­თო... შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი თა­ვის დრო­ზე ზა­ზამ მო­იყ­ვა­ნა...

ნინო კას­რა­ძე და ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი - სცე­ნა "მაკ­ბე­ტი­დან"

მე არა­სო­დეს წა­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, ამის ცოდ­ნა არ მაქვს, არც ძალა. შე­იძ­ლე­ბა ზაზა ამი­ტომ წა­ვი­და, რომ რა­ღა­ცის შეც­ვლა უნ­დო­და კარ­გის­კენ და იფიქ­რა, რომ მა­შინ იყო ამი­სი დრო. ზაზა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პარტნი­ო­რია. ვფიქ­რობ, რომ მის ტკი­ვი­ლებს ვგრძნობ. ალ­ბათ ექ­ვსი წე­ლია არ მი­ნა­ხავს, ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ თე­ატ­რში ზაზა აღარ არის, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს".

რო­ბერტ სტუ­რუ­ა­ზე

"თე­ატ­რში მი­სულს ყვე­ლა­ზე დიდი ინ­სპი­რა­ცია რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მომ­ცა. დღეს აღარ, მაგ­რამ ის რჩე­ბა დიდ მეტ­რად. ინ­სპი­რა­ცია უკვე სხვა რა­ღაც არის, მე ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობ ვერც სპექ­ტაკლს, ვერც სა­მუ­შაო პრო­ცესს, რე­პე­ტი­ცი­ე­ბიც წლე­ბია არ მქო­ნია. მინ­და კა­რი­ე­რა­ში კი­დევ რა­ღა­ცის და­პყრო­ბა. რა შან­სი მაქვს რამე პრე­მი­ა­ზე ვი­ფიქ­რო, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი ქარ­თუ­ლად თა­მა­შობ. პრი­ზებ­ზე არ ვფიქ­რობ, მაგ­რამ რა­ღაც რო­ლე­ბი ახლა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩემ­თვის უკვე გვი­ა­ნია, მაგ­რამ ანა კა­რე­ნი­ნას ვი­თა­მა­შებ­დი. 34 წლის ვი­ყა­ვი რომ წა­ვი­კი­თხე, მე­ო­რე შვილ­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად... მე ისე­თი რო­ლე­ბი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან, თან ისეთ თე­ატ­რში, რომ ყვე­ლაფ­რით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ.

ცხოვ­რე­ბა უცხო­ეთ­ში

ნინო კას­რა­ძე პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ორი წელი, ოჯახ­თან ერ­თად, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლი­ონ­ში ცხოვ­რობ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ იქ ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ზე ლა­პა­რა­კობს. ამ­ბობს, რომ ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბი­სას ყო­ველ კვი­რას გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ მე­სიჯს სკო­ლა­ში კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბო... "მე არა­სო­დეს მი­ცხოვ­რია სა­ზღვარ­გა­რეთ და ასე აღ­მოვ­ჩნდი ევ­რო­პა­ში, რო­გორც ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი, პან­დე­მი­ის დროს. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლი იყო და ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, მა­ღა­ზია, აფ­თი­ა­ქი, ექვს სა­ათ­ზე კა­რან­ტი­ნი. იქ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლია ყვე­ლა, ჩვენ ჯერ - არა..."

სიკ­ვდილ­ზე...

"არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა იქ არა­ფე­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მკლავს, რომ მშობ­ლებს, ქმარს ვე­ღარ ვნა­ხავ. დე­დას ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, რომ თუ რამე მოხ­დე­ბა, შენ არ იქ­ნე­ბი ქალი, იქი­დან თუ არ მაგ­რძნო­ბი­ნო, რომ მე ნინო ვარ. ნუთუ ჩვენ ერ­თმა­ნე­თი იმი­ტომ ვი­პო­ვეთ, რომ დავ­კარ­გოთ სა­მუ­და­მოდ... მე მგო­ნია, რომ იქ უფრო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა ერ­თად ვიქ­ნე­ბით". იხი­ლეთ გა­და­ცე­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოქროყანელები
1

ნინო საყვარელო გვიყვარხარ და უდიდეს პატივს გცემთ. არაჩვეულებრივი შვილი, და და,ასევე მეუღლე, დედა და რაც მნიშვნელოვანია ძლიერი პროფესიონალი, .ზედმიწევნით საინტერესი პიროვნება... რომელი ერთი ჩამოვთვალო! 

777
7

წრეზე მაგარი ადამიანია,არც პოლიტიკაზე ხარჯავს სიტყვებს და მწარემწარეებს არ ისვრის რომელიმე მხარის სასარგებლოდ!!ამიტომ აფის ძალიან კარგი ქალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ლექსოსთან ერთად მოვიდა... ის არ გამხდარა დიდი თეატრალი, მე უფრო დიდი ქომაგი გავხდი" - ვინ არის ნინო კასრაძის მეორე ნახევარი და რას ჰყვება მსახიობი შვილებზე?

"ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ლექსოსთან ერთად მოვიდა... ის არ გამხდარა დიდი თეატრალი, მე უფრო დიდი ქომაგი გავხდი" - ვინ არის ნინო კასრაძის მეორე ნახევარი და რას ჰყვება მსახიობი შვილებზე?

ნინო კასრაძე 2004 წლიდან ოქროყანაში ცხოვრობს. საცხოვრებლად ქალაქგარეთ მას მერე გადავიდა, რაც მსახიობის ვაჟი დაიბადა. ამბობს, რომ პირველი წლები მძიმე იყო, რადგან რთული იყო ტრანსპორტით გადაადგილება. მსახიობს ქალ-ვაჟი - ლუკა და სალომე თოფურიები ჰყავს. მისი მეუღლე ლექსო თოფურია საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელია.

გამომცემლობა "არტანუჯთან" ინტერვიუში ნინო კასრაძე ამბობს:

"ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ლექსოსთან ერთად მოვიდა, მანამდე გულშემატკივარი არც ვყოფილვარ, უბრალოდ, ახალგაზრდობაში ჩემპიონატებს მოდის გამო ვუყურებდი. ფეხბურთი, როგორც ცხოვრების დიდი ნაწილი და არა ჰობი, ეს ლექსოსთან ერთად გაჩნდა. ჩემი პროფესიაც ისეთია, რომ მთელ ცხოვრებას შთანთქავს, მაგრამ ჩემი პროფესია - მსახიობობა - ძალიან ემოციურია და ის გადაძლევს ხოლმე. ვამჩნევ, სხვა ოჯახებში მსახიობებით, რეჟისორებით არის მოცული ყველაფერი და თითქოს ისინი არიან წამყვანნი და მთელი ოჯახი ცხოვრობს თეატრით, კინოთი, რეჟისურით. ჰოდა, ეს ორი სფერო დაეტაკა ერთმანეთს, ფეხბურთი და თეატრი. ფეხბურთმა შთანთქა, სძლია. ფეხბურთმა დაიკავა ჩემი ინტერესებიც. პირიქით არ მოხდა ყოველ შემთხვევაში, ლექსო არ გამხდარა დიდი თეატრალი ჩემ მერე. მე უფრო დიდი ქომაგი გავხდი და სულაც არ ვნანობ ამას. შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ თეატრი და ფეხბურთი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე ისე კარგად მესმის, რაზე ლაპარაკობს ლექსო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე - იქაც თამაშია, ჩვენთანაც თამაშია, იქაც არენაა, ჩვენთანაც არენაა, იქაც გუნდია, ჩვენთანაც გუნდია, იქაც არიან პროტაგონისტები და ჩვენთანაც, რეჟისორი და მწვრთნელი". წყარო

მეუღლესთან ერთად

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გადაცემა "დავით გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ საკუთარ თავზე, ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მომენტებს ინტერვიუდან.

შვილები

"ახლა ჩემი ყველა გეგმა შვილებთან არის დაკავშირებული... არ არის ეს სწორი, შენ შენი ცხოვრება უნდა გქონდეს, მაგრამ იმისთვის, რომ მე შემეცვალოს დამოკიდებულება, მჭირდება დრო. ახლა რომ 31 წლის ვიყო, ორ შვილს გავაჩენდი მიყოლებით, შეიძლება მესამეც... ჩემ შვილებს აქ უნდათ ცხოვრება, უყვართ აქაურობა. ისე მეშინია ეს არ შეიცვალოს".

სიყვარული

"ძალიან დიდ გრძნობას ძნელია სახელი დაარქვა და ამაზე ილაპარაკო. ეს იმდენად ძვირფასია შენთვის, მაგრამ ვერბალიზაციას გთხოვს, თან სახელი უნდა დაარქვა. თუ სიყვარულია, სიყვარული იყოს, მაგრამ დაარქმევ თუ არა, უფასურდება, ქრება... მაგრამ ზოგჯერ უნდა თქვა..."

ზაზა პაპუაშვილზე

"ძალიან გულდასაწყვეტია ზაზა პაპუაშვილის გარეშე რუსთაველის თეატრი. ვიცი, უამრავი მაყურებელი, რომელიც ზაზასთან ერთად წავიდა თეატრიდან და აღარასოდეს დაბრუნებულა. გული გაუტყდათ და თქვეს, - არასოდეს აღარ მოვალთო... შეიძლება ისინი თავის დროზე ზაზამ მოიყვანა...

ნინო კასრაძე და ზაზა პაპუაშვილი - სცენა "მაკბეტიდან"

მე არასოდეს წავალ პოლიტიკაში, ამის ცოდნა არ მაქვს, არც ძალა. შეიძლება ზაზა ამიტომ წავიდა, რომ რაღაცის შეცვლა უნდოდა კარგისკენ და იფიქრა, რომ მაშინ იყო ამისი დრო. ზაზა ძალიან მიყვარს, ჩემი უსაყვარლესი პარტნიორია. ვფიქრობ, რომ მის ტკივილებს ვგრძნობ. ალბათ ექვსი წელია არ მინახავს, ძალიან გული მწყდება, რომ თეატრში ზაზა აღარ არის, მაგრამ შეიძლება დაბრუნდეს".

რობერტ სტურუაზე

"თეატრში მისულს ყველაზე დიდი ინსპირაცია რობერტ სტურუამ მომცა. დღეს აღარ, მაგრამ ის რჩება დიდ მეტრად. ინსპირაცია უკვე სხვა რაღაც არის, მე ვეღარ ვნახულობ ვერც სპექტაკლს, ვერც სამუშაო პროცესს, რეპეტიციებიც წლებია არ მქონია. მინდა კარიერაში კიდევ რაღაცის დაპყრობა. რა შანსი მაქვს რამე პრემიაზე ვიფიქრო, როდესაც მსახიობი ქართულად თამაშობ. პრიზებზე არ ვფიქრობ, მაგრამ რაღაც როლები ახლა უფრო საინტერესოა. ჩემთვის უკვე გვიანია, მაგრამ ანა კარენინას ვითამაშებდი. 34 წლის ვიყავი რომ წავიკითხე, მეორე შვილზე ვიყავი ორსულად... მე ისეთი როლები მაქვს ნათამაშები რობერტ სტურუასთან, თან ისეთ თეატრში, რომ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ.

ცხოვრება უცხოეთში

ნინო კასრაძე პანდემიის პერიოდში, ორი წელი, ოჯახთან ერთად, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ცხოვრობდა. ინტერვიუში ამბობს, რომ იქ ყველა სამსახურზე ლაპარაკობს. ამბობს, რომ ევროპაში ცხოვრებისას ყოველ კვირას გვიგზავნიდნენ მესიჯს სკოლაში კოვიდის შემთხვევების შესახებო... "მე არასოდეს მიცხოვრია საზღვარგარეთ და ასე აღმოვჩნდი ევროპაში, როგორც ერთი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, პანდემიის დროს. მაშინ ყველაფერი დაკეტილი იყო და ჩემი ცხოვრება შემოიფარგლებოდა, მაღაზია, აფთიაქი, ექვს საათზე კარანტინი. იქ ცხოვრების წესზე შეთანხმებულია ყველა, ჩვენ ჯერ - არა..."

სიკვდილზე...

"არ ვიცი, შეიძლება იქ არაფერი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მკლავს, რომ მშობლებს, ქმარს ვეღარ ვნახავ. დედას ვეუბნები ხოლმე, რომ თუ რამე მოხდება, შენ არ იქნები ქალი, იქიდან თუ არ მაგრძნობინო, რომ მე ნინო ვარ. ნუთუ ჩვენ ერთმანეთი იმიტომ ვიპოვეთ, რომ დავკარგოთ სამუდამოდ... მე მგონია, რომ იქ უფრო დიდი სიყვარული იქნება, ყველა ერთად ვიქნებით". იხილეთ გადაცემა