სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილმა აღსარება თქვა, ეზიარა, შვიდჯერ იცხო ზეთი - ამბობენ, ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება" - მეუფე ნიკოლოზი
"მიხეილ სააკაშვილმა აღსარება თქვა, ეზიარა, შვიდჯერ იცხო ზეთი - ამბობენ, ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება" - მეუფე ნიკოლოზი

ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზმა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც მე­უ­ფემ ჰოს­პიტ­ლი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თხოვ­ნით, 7-ჯერ ზე­თის­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლო შე­უს­რუ­ლა.

მე­უ­ფე იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე კარ­გად იმოქ­მე­დებს.

"დღეს გორ­ში ჩა­მო­ვე­დი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი თხოვ­ნა იყო. მას სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა შე­ვუს­რუ­ლე. ახა­ლი აღ­თქმის შვი­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ­სე­ბობს და მე­ექ­ვსე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, რო­მე­ლიც მას მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, ეს არის ზე­თის კურ­თხე­ვის სა­ი­დუმ­ლო. ეს არის ლოც­ვე­ბი, რო­მელ­ზეც პი­რა­დად 2 სა­ა­თი მჭირ­დე­ბა ხმა­მა­ღა­ლი კი­თხვი­სას, რომ მთლი­ა­ნად შე­ვას­რუ­ლო. 7-ჯერ ზე­თის­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა შე­ვას­რუ­ლე, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი გან­კურ­ნე­ბაც ხდე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ასეთ დროს ადა­მი­ანს და­ვი­წყე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბიც მი­ე­ტე­ვე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ში­ნა­არ­სის ლოც­ვე­ბია და ორი­ვე­ზე არის ერ­თდრო­უ­ლად ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. პირ­ჯვა­რი უნდა გა­და­ვი­წე­რო და გი­თხრათ, რომ ღრმად მწამს, ეს მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად იმოქ­მე­დებს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მე­უ­ფე აღ­ნიშ­ნავს, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი თავს სუს­ტად გრძნობს.

"ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი მო­მეჩ­ვე­ნა იმას­თან შე­და­რე­ბით რაც იყო. ჯერ პირ­ვე­ლად ვნა­ხე, მე­ო­რე­ჯერ ცი­ხე­ში ვა­ზი­ა­რე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ შიმ­ში­ლო­ბის თით­ქმის 40 დღე იყო გა­სუ­ლი, მა­შინ ფი­ზი­კუ­რად უფრო უკე­თე­სად მო­მეჩ­ვე­ნა“,-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან გან­ცხა­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მის ვი­ზიტს კი არა, არა­მედ მის კო­მენ­ტა­რებს მოჰ­ყვა.

"მე საქ­მე გა­ვა­კე­თე. 7-ჯერ ვა­ცხე ყო­ველ­გვა­რი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­რე­შე. კრი­ტი­კას იმით ვუ­პა­სუ­ხებ, რომ მო­ვე­დი, ვა­ცხე ზეთი და კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ“,-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მან გან­მარ­ტა ისიც, რომ პატ­რი­არ­ქმა ადრე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვის უფ­ლე­ბა მის­ცა.

"მე პატ­რი­არ­ქთან თა­ვის დრო­ზე შე­ვა­თან­ხმე მისი ზი­ა­რე­ბა და რად­გან მის­გან მი­ვი­ღე ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბაც მაქვს“,-გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რაც დრო გა­დის უფრო რწმუნ­დე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია.

„რაც დრო გა­დის უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია. აღ­სა­რე­ბა თქვა და ეზი­ა­რა, ახლა ხან­გრძლი­ვი ლოც­ვე­ბი მო­ის­მი­ნა და შვიდ­ჯერ იცხო ზეთი, ახა­ლი აღ­ქთ­მის შვი­დი სა­ი­დუმ­ლო­დან, ექ­ვსი მას­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და მეშ­ვი­დე ჯერ კი­დევ ად­რეა.

მე გახ­ლა­ვართ მღვდელმთა­ვა­რი, მიტ­რო­პო­ლი­ტი და ყო­ველ ჩემს სამ­ღვდე­ლო მოქ­მე­დე­ბა­ზე ლოც­ვა-კურ­თხე­ვის აღე­ბა არ შე­დის ჩვენს უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში. მე პატ­რი­არ­ქთან შე­ვა­თან­ხმე მისი ზი­ა­რე­ბა და რად­გან მი­ვი­ღე ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ეს ნიშ­ნავს, რომ მაქვს უფ­ლე­ბა სხვა წე­სე­ბიც შე­ვას­რუ­ლო“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xyz
0

უფალმა განგსაჯოთ და დაგსაჯოთ, იმ შეშლილის "გაპრავების" გამო! გეშინოდეთ უფლის სამსჯავროსი, თუმცა თქვენნაირებს უფალი არ გაღელვებთ.

=ანდრაც
0

~

მოგვაბეზრე ტავი რ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა აღსარება თქვა, ეზიარა, შვიდჯერ იცხო ზეთი - ამბობენ, ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება" - მეუფე ნიკოლოზი

"მიხეილ სააკაშვილმა აღსარება თქვა, ეზიარა, შვიდჯერ იცხო ზეთი - ამბობენ, ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მეუფემ ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა.

მეუფე იმედოვნებს, რომ ეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედებს.

"დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მას საიდუმლოება შევუსრულე. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას მიღებული არ ჰქონდა, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები, რომელზეც პირადად 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევასრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება. ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ, რომ ღრმად მწამს, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

  • რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს.

"ძალიან დასუსტებული მომეჩვენა იმასთან შედარებით რაც იყო. ჯერ პირველად ვნახე, მეორეჯერ ციხეში ვაზიარე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან აღნიშნა, რომ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება მიხეილ სააკაშვილთან მის ვიზიტს კი არა, არამედ მის კომენტარებს მოჰყვა.

"მე საქმე გავაკეთე. 7-ჯერ ვაცხე ყოველგვარი კომენტარების გარეშე. კრიტიკას იმით ვუპასუხებ, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან განმარტა ისიც, რომ პატრიარქმა ადრე მიხეილ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევის უფლება მისცა.

"მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ის ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“,-განაცხადა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, რაც დრო გადის უფრო რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

„რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აღსარება თქვა და ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი, ახალი აღქთმის შვიდი საიდუმლოდან, ექვსი მასზე შესრულებულია და მეშვიდე ჯერ კიდევ ადრეა.

მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება არ შედის ჩვენს უფლება-მოვალეობებში. მე პატრიარქთან შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მივიღე ლოცვა-კურთხევა ეს ნიშნავს, რომ მაქვს უფლება სხვა წესებიც შევასრულო“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.