საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს" - რას ამბობს 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
"დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს" - რას ამბობს 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

თბი­ლის­ში, სან­ზო­ნა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის დ.კ-ს მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლ.ი.-ს ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ად­ვო­კატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ლ.ი.-სთვის ბრა­ლი ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წა­რუდ­გე­ნი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მის­თვის უც­ნო­ბია.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ბრა­ლი არ წა­რუდ­გე­ნი­ათ და საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გად­მომ­ცე­მია, შე­სა­ბა­მი­სად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით. თა­ვად არას­რულ­წლო­ვა­ნი არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა გოგა ბოგ­ვე­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში არას­რულ­წლოვ­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ ორი პირი და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ი. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ვ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ლ.ი.-მ, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 დე­კემ­ბერს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 2006 წელს და­ბა­დე­ბულ დ.კ.-ს ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ლ.ი.-სთან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი პ.ვ. რო­მე­ლიც შე­ეს­წრო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულს და არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით და 376- ე მუხ­ლის მე- 3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

გაამკაცრეთ კანონები არასრულწლოვნებზე, აქაოდა სასჯელი არ გვეკუთვნისო წალეკეს ყველაფერი მათმა ქურდობებმა და უნამუსოებებმა

ნანა
0

რად უნდა მკვლელს ადვოკატი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს" - რას ამბობს 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს" - რას ამბობს 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

თბილისში, სანზონაში არასრულწლოვანის დ.კ-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლ.ი.-ს ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც საზოგადოებრივმა ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ლ.ი.-სთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, შესაბამისად საქმეში არსებული მტკიცებულებები მისთვის უცნობია.

"ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ და საქმის მასალები არ გადმომცემია, შესაბამისად, მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თავად არასრულწლოვანი არ აღიარებს დანაშაულს და დუმილის უფლებას იყენებს“, - აღნიშნა ადვოკატმა გოგა ბოგვერაძე.

ცნობისთვის, თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.