საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის ჰიბრიდული ომი ევროკავშირის წინააღმდეგ - ეხმარება თუ არა პუტინი ლუკაშენკოს "მიგრანტების კრიზისის" შექმნაში, რას წერს რუსული მედია?
კრემლის ჰიბრიდული ომი ევროკავშირის წინააღმდეგ - ეხმარება თუ არა პუტინი ლუკაშენკოს "მიგრანტების კრიზისის" შექმნაში, რას წერს რუსული მედია?

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ბე­ლა­რუ­სი-პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­ზე ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, სამ­ხრეთ აზი­ი­დან და აფ­რი­კი­დან მო­მა­ვა­ლი მიგ­რან­ტე­ბი პო­ლო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­სა და ლიტ­ვა­ში გა­დას­ვლას ცდი­ლო­ბენ. ბე­ლა­რუ­სი ევ­რო­კავ­ში­რის ბრალ­დე­ბას, რომ მინ­სკი კრი­ზისს ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნის, უარ­ყოფს, თუმ­ცა, და­სავ­ლურ და ასე­ვე, რუ­სულ ან­ტიკ­რემ­ლის­ტურ მე­დი­ა­ში სა­პი­რის­პი­რო ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა...

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, მათ და­უ­კავ­შირ­დნენ სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი ბე­ლა­რუ­სი-პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლაქ გროდ­ნო­დან და უამ­ბეს, რომ სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ბა­ნაკს ორი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვია, რომ­ლებ­მაც ლტოლ­ვი­ლებს უთხრეს, რომ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლო­ნე­თის სა­ზღვა­რი უნდა გა­ერ­ღვი­ათ. მათ­გან ერთს სამ­ხედ­რო ფორ­მა ეცვა, მე­ო­რე კი სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მლით იყო.

"ის აბუ ომა­რად გაგ­ვეც­ნო და გვი­თხრა, რომ მათ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას ბე­ლა­რუ­სი მე­სა­ზღვრე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. თუ მათ ნათ­ქვამს არ შე­ვას­რუ­ლებ­დით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, ლტოლ­ვი­ლებს მინ­სკში და­აბ­რუ­ნებ­დნენ, იქი­დან კი, თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში, სი­რი­ა­ში გა­ა­და­რე­პორ­ტებ­დნენ... ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტის ცნო­ბით, გროდ­ნოს სა­სა­ზღვრო პუნ­ქტთან, 1400-ზე მეტი ლტოლ­ვი­ლია თავ­მოყ­რი­ლი ერა­ყის ქურ­თუ­ლი რა­ი­ო­ნი­დან და ასე­ვე, სი­რი­ი­დან. მათ­გან 150-მდე არა­ბია, 50-ზე მეტი კი სი­რი­ე­ლი, იდ­ლი­ბი­დან, ად­გი­ლი­დან, რო­მელ­საც ბა­შარ ასა­დი ჯე­რაც ვერ აკონ­ტრო­ლებს..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ლტოლ­ვი­ლე­ბი ბე­ლო­რუ­სია-პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­ზე - ფოტო: novayagazeta.ru

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ამის შემ­დეგ, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკს ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­არ­ხი "ბე­ლა­რუს-1" ეწ­ვია, რო­მელ­მაც ლტოლ­ვი­ლე­ბის აქ­ცია გა­და­ი­ღო. აქ­ცი­ა­ზე ისი­ნი რო­მის პაპს სთხოვ­დნენ დახ­მა­რე­ბას.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ უფრო ადრე, მის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ლტოლ­ვილ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, ბე­ლა­რუ­სის სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე ბე­ლა­რუ­სის ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ებ­ში, 4-5 ათას დო­ლა­რი­ან ტუ­რის­ტულ პა­კე­ტებს ყი­დუ­ლობ­დნენ, რა­შიც შე­დი­ო­და ე.წ. "პუ­ტი­ოვ­კა" ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის.

"რაც შე­ე­ხე­ბა, ბე­ლო­რუ­სის ვი­ზას, მას გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით, ბე­ლო­რუ­სის სპე­ცი­ა­ლუ­რი, "სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი" ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იღებ­დნენ. პა­კეტ­ში შე­დი­ო­და ფრე­ნის, ვიზა, სას­ტუმ­რო და სხვა ხარ­ჯე­ბი. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ყვე­ლა ლტოლ­ვილს, ცხა­დია, ვერ მის­ცემ­დნენ. ამი­ტო­მაც, უამ­რა­ვი თა­ვად ცდი­ლობ­და ევ­რო­პა­ში შეღ­წე­ვას" - წერს გა­მო­ცე­მა.

11 ნო­ემ­ბერს, ერა­ყის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ მინ­სკი­დან თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად წა­მოყ­ვა­ნა­ზე მუ­შა­ობ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით მსგავ­სი რამ არ უთ­ქვამს სი­რი­ას.

"ევ­რო­პა­ში გაქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასა­დის რე­ჟი­მის­თვის ცალ­სა­ხად მტრად ით­ვლე­ბი­ან. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამი­ტომ მი­ვიდ­ნენ მათ­თან ბე­ლა­რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბი, მათ კარ­გად იცი­ან, რომ სი­რი­ე­ლე­ბის­თვის, შინ დაბ­რუ­ნე­ბა ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რას, ან პირ­და­პირ სიკ­ვდილს ნიშ­ნავს" - წერს გა­მო­ცე­მა.

ლტოლ­ვი­ლე­ბის შეჭ­რის საფრ­თხის წი­ნა­შე მხო­ლოდ პო­ლო­ნე­თი არ არის. ლი­ე­ტუ­ვა, ეს­ტო­ნე­თი და ლატ­ვია აცხა­დე­ბენ, რომ ბე­ლა­რუ­სი ევ­რო­კავ­ში­რის უსაფრ­თხო­ე­ბას სე­რი­ო­ზულ რისკს უქ­მნის და გან­ზრახ ცდი­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას, სან­ქცი­ე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მიგ­რან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

პო­ლო­ნე­თი აცხა­დებს, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან დევ­ნილ მიგ­რან­ტთა ჯგუ­ფებს, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ პო­ლო­ნე­თის სა­ზღვრის­კენ ლუ­კა­შენ­კოს მთავ­რო­ბა უბიძ­გებს, რის გა­მოც "მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა საფრ­თხის ქვე­შაა".

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სეთ­მა პო­ლო­ნე­თის სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რედ, ბე­ლა­რუ­სის მხა­რეს, იქ სა­დაც ასო­ბით მიგ­რან­ტია და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო პა­რა­შუ­ტის­ტე­ბის დე­სან­ტი გა­დას­ხა.

კრემ­ლი აცხა­დებს, რომ ეს სამ­ხედ­რო წვრთნის ნა­წი­ლია. თუმ­ცა, მოს­კოვს აქამ­დეც ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ იმა­ში, რომ ის თა­ვის მო­კავ­ში­რე ბე­ლა­რუ­სის ლი­დერს, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ ჰიბ­რი­დულ ომში ეხ­მა­რე­ბო­და. კერ­ძოდ, მიგ­რან­ტე­ბის სა­ზღვარ­ზე მო­ზღვა­ვე­ბის გზით, მოს­კო­ვი და მინ­სკი ევ­რო­პა­ში სა­ე­მიგ­რა­ციო კრი­ზისს უწყო­ბენ ხელს.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და ბლო­გე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ კო­ვიდ-პან­დე­მი­ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის ფონ­ზე, კრემ­ლი სამ­ხედ­რო თა­მა­შე­ბის წე­სებს ცვლის - უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ კუნ­თე­ბის თა­მა­შის კვალ­დაკ­ვალ, ევ­რო­კავ­შირ­საც უტევს, ამით კი, თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სუ­ლი ძა­ლის პი­რის­პირ, ყვე­ლა, თვით ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რიც კი უძ­ლუ­რია. ხოლო სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კას კი, თა­ვად კარ­ნა­ხობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
1

ზოგადად რომ ვთქვათ ევროპელებს გააჩნიათ ისტორიული შიში ომებისა, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდიოდა.

ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ გამიგია მონღოლებისა და თურქ-სელჩუკების შესახებ. თურქები თითქმის ნახევარ ევროპაში ბატონობდნენ და ვასალებად ყავდათ ევროპული ქვეყნები.

რუსეთს რა როლი მიუძღვის ამ საქმეში? რაც ვიცი ისაა, რომ რუსეთის იმპერიაში შედიოდა ფინეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ბელორუსია, დღევანდელი უკრაინა, მოლდავეთი, კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები.

აშშ-ის შტატი ალიასკაც და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დღევანდელი კალიფორნიის შტატის ნაწილიც რუსეთის იმპერიაში შედიოდა. 

თვითონ ევროპელები რომ აჩაღებდნენ ომებს - ეს ასე ვთქვათ მათთვის მოსულა. პირველი და მეორე მსოფლიო ომებიც ხომ მათი დაწყებულია!

 

xx
1

ეგერ ხო არის ჰუმანური ევროპა? ჰოდა მიიღოს მერე ბიძიკო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კრემლის ჰიბრიდული ომი ევროკავშირის წინააღმდეგ - ეხმარება თუ არა პუტინი ლუკაშენკოს "მიგრანტების კრიზისის" შექმნაში, რას წერს რუსული მედია?

კრემლის ჰიბრიდული ომი ევროკავშირის წინააღმდეგ - ეხმარება თუ არა პუტინი ლუკაშენკოს "მიგრანტების კრიზისის" შექმნაში, რას წერს რუსული მედია?

უკვე რამდენიმე თვეა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლტოლვილთა ნაკადი არ წყდება. ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გადასვლას ცდილობენ. ბელარუსი ევროკავშირის ბრალდებას, რომ მინსკი კრიზისს ხელოვნურად ქმნის, უარყოფს, თუმცა, დასავლურ და ასევე, რუსულ ანტიკრემლისტურ მედიაში საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება...

novayagazeta.ru-ს ცნობით, მათ დაუკავშირდნენ სირიელი ლტოლვილები ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ გროდნოდან და უამბეს, რომ სირიელი ლტოლვილების ბანაკს ორი ადამიანი ეწვია, რომლებმაც ლტოლვილებს უთხრეს, რომ სამი დღის განმავლობაში პოლონეთის საზღვარი უნდა გაერღვიათ. მათგან ერთს სამხედრო ფორმა ეცვა, მეორე კი სამოქალაქო ტანსაცმლით იყო.

"ის აბუ ომარად გაგვეცნო და გვითხრა, რომ მათ თავისუფლად გადაადგილებას ბელარუსი მესაზღვრეები უზრუნველყოფდნენ. თუ მათ ნათქვამს არ შევასრულებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ლტოლვილებს მინსკში დააბრუნებდნენ, იქიდან კი, თავიანთ სამშობლოში, სირიაში გაადარეპორტებდნენ... ჩვენი რესპოდენტის ცნობით, გროდნოს სასაზღვრო პუნქტთან, 1400-ზე მეტი ლტოლვილია თავმოყრილი ერაყის ქურთული რაიონიდან და ასევე, სირიიდან. მათგან 150-მდე არაბია, 50-ზე მეტი კი სირიელი, იდლიბიდან, ადგილიდან, რომელსაც ბაშარ ასადი ჯერაც ვერ აკონტროლებს..." - წერს გამოცემა.

ლტოლვილები ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე - ფოტო: novayagazeta.ru

novayagazeta.ru-ს ცნობით, ამის შემდეგ, ლტოლვილთა ბანაკს ადგილობრივი ტელეარხი "ბელარუს-1" ეწვია, რომელმაც ლტოლვილების აქცია გადაიღო. აქციაზე ისინი რომის პაპს სთხოვდნენ დახმარებას.

გამოცემა წერს, რომ უფრო ადრე, მისთვის ცნობილი გახდა, ლტოლვილთა გარკვეული ნაწილი, ბელარუსის სპეციალური ვიზის საშუალებით, ასევე ბელარუსის ტურისტულ კომპანიებში, 4-5 ათას დოლარიან ტურისტულ პაკეტებს ყიდულობდნენ, რაშიც შედიოდა ე.წ. "პუტიოვკა" ევროპული ქვეყნებისთვის.

"რაც შეეხება, ბელორუსის ვიზას, მას გამარტივებული წესით, ბელორუსის სპეციალური, "საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ავტორიზებული" ტურისტული სააგენტოების მეშვეობით იღებდნენ. პაკეტში შედიოდა ფრენის, ვიზა, სასტუმრო და სხვა ხარჯები. ამის შესაძლებლობას ყველა ლტოლვილს, ცხადია, ვერ მისცემდნენ. ამიტომაც, უამრავი თავად ცდილობდა ევროპაში შეღწევას" - წერს გამოცემა.

11 ნოემბერს, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკიდან თავისი მოქალაქეების ორგანიზებულად წამოყვანაზე მუშაობდა. ჯერჯერობით მსგავსი რამ არ უთქვამს სირიას.

"ევროპაში გაქცეული ადამიანები, ასადის რეჟიმისთვის ცალსახად მტრად ითვლებიან. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მივიდნენ მათთან ბელარუსი სამხედროები, მათ კარგად იციან, რომ სირიელებისთვის, შინ დაბრუნება ციხეში მოხვედრას, ან პირდაპირ სიკვდილს ნიშნავს" - წერს გამოცემა.

ლტოლვილების შეჭრის საფრთხის წინაშე მხოლოდ პოლონეთი არ არის. ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია აცხადებენ, რომ ბელარუსი ევროკავშირის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკს უქმნის და განზრახ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას, სანქციების საპასუხოდ მიგრანტების გამოყენებით.

პოლონეთი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან დევნილ მიგრანტთა ჯგუფებს, ევროკავშირის წევრ პოლონეთის საზღვრისკენ ლუკაშენკოს მთავრობა უბიძგებს, რის გამოც "მთელი ევროკავშირის სტაბილურობა და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა".

რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ, ბელარუსის მხარეს, იქ სადაც ასობით მიგრანტია დაბანაკებული, სამხედრო პარაშუტისტების დესანტი გადასხა.

კრემლი აცხადებს, რომ ეს სამხედრო წვრთნის ნაწილია. თუმცა, მოსკოვს აქამდეც ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის თავის მოკავშირე ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში ეხმარებოდა. კერძოდ, მიგრანტების საზღვარზე მოზღვავების გზით, მოსკოვი და მინსკი ევროპაში საემიგრაციო კრიზისს უწყობენ ხელს.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები და ბლოგერები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კოვიდ-პანდემიის კატასტროფული შედეგების ფონზე, კრემლი სამხედრო თამაშების წესებს ცვლის - უკრაინის წინააღმდეგ კუნთების თამაშის კვალდაკვალ, ევროკავშირსაც უტევს, ამით კი, თავის მოსახლეობას აჩვენებს, რომ რუსული ძალის პირისპირ, ყველა, თვით ძლიერი და განვითარებული ევროკავშირიც კი უძლურია. ხოლო სამეზობლო პოლიტიკას კი, თავად კარნახობს.