მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"22 წლის ასაკში ლეიკემიამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა... კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი" - ახალგაზრდა დეპუტატის ორი გამარჯვება და გზა ფეხბურთიდან პოლიტიკამდე
"22 წლის ასაკში ლეიკემიამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა... კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი" - ახალგაზრდა დეპუტატის ორი გამარჯვება და გზა ფეხბურთიდან პოლიტიკამდე

"ერთი სული მაქვს, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ზუს­ტად ვიცი, რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგა" - ამ­ბობს კოტე ზარ­ნა­ძე, რო­მე­ლიც დღე­ი­დან უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­უდ­გე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რის საქ­მი­ა­ნო­ბას რა­ი­ონ­ში, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აკავ­ში­რებს. დიდი სურ­ვი­ლი აქვს და სჯე­რა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ამ­ტკი­ცებს იმას, რომ ღირ­სი იყო გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.

"ვი­ნა­ი­დან, იმ გზა­ზე დავ­დე­ქი, რა­საც პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა ჰქვია, არ ვა­პი­რებ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბას. გლ­და­ნი­დან და­ი­წყო ჩემი წარ­მა­ტე­ბა და მინ­და, წინ ვი­ა­რო, და­ვამ­ტკი­ცებ, რომ შე­მიძ­ლია ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თო ჩემი ქა­ლა­ქის­თვის და რა­ი­ო­ნის­თვის. ვოც­ნე­ბობ, მე­ტად განვვი­თარ­დე და გლ­და­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავ­დეს ჩემი სა­ხით", - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პო­დენ­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლატ­ვი­ის უმაღ­ლეს ლი­გა­ში თა­მა­შობ­და და დიდ სპორ­ტულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ.

თუმ­ცა 22 წლის ასაკ­ში მოხ­და ის, რა­მაც ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა და ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტის ცხოვ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც შეც­ვა­ლა. იმა­ში, რომ დღეს ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლია, თბი­ლი­სის მერს კახა კა­ლა­ძეს უმად­ლის, რო­მელ­მაც მის გა­დარ­ჩე­ნა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. შემ­დეგ, მათი გზე­ბი ისევ გა­და­იკ­ვე­თა და ამ­ბობს, რომ ახლა მისი ჯე­რია, ცდი­ლობს სი­კე­თეს სი­კე­თით უპა­სუ­ხოს და ნდო­ბას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მერ­მა გა­მო­უ­ცხა­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს.

  • ბავ­შვო­ბა

გლ­დან­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. დედ-მამა ერთ სკო­ლა­ში და­დი­ო­და და ერთ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნი, უბა­ნი და ქვე­ყა­ნა გვქონ­და, მა­ინც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე წლე­ბი, ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა. მე­ზობ­ლე­ბის კარი არ იკე­ტე­ბო­და. მის­ვლა-მოს­ვლა იყო ერ­თმა­ნეთ­ში. მთაწ­მინ­და­ზე ვსწავ­ლობ­დი, 47-ე სკო­ლა­ში. დე­დაც ამ სკო­ლა­ში იყო პე­და­გო­გი და დღემ­დე ას­წავ­ლის ქი­მი­ას. 6 წლის ვი­ყა­ვი, ფეხ­ბურთზე რომ შე­მიყ­ვა­ნეს, დი­ღომ­ში, კლუბ "ოლიმ­პიკ­ში" ვვარ­ჯი­შობ­დი.

კარ­გად ვთა­მა­შობ­დი და ახალ­გაზ­რდა ნაკ­რებ­შიც მოვ­ხვდი, სა­დაც გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნი იყო მწვრთნე­ლი. იქი­დან წა­მიყ­ვა­ნეს ლატ­ვი­ა­ში, იყო ასე­თი უმაღ­ლე­სი ლი­გის გუნ­დი "ოლიმპსი" და ალექ­სან­დრე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი გახ­და ჩემი მე­ნე­ჯე­რი. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­შის პა­რა­ლე­ლუ­რად ვთა­მა­შობ­დი ლატ­ვი­ის უმაღ­ლეს ლი­გა­ში, 50-მდე თა­მა­ში მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე რთუ­ლი წლე­ბი გა­ვი­ა­რე, 13 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა და მე და დე­დას მარ­ტოს მოგ­ვი­წია ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს ლი­გა­შიც ვთა­მა­შობ­დი, საკ­მა­ოდ კარ­გად მი­დი­ო­და ჩემი კა­რი­ე­რა. 20 წლის ასაკ­ში მო­ვიყ­ვა­ნე ცოლი, 2 პა­ტა­რა გო­გო­ნა გვე­ყო­ლა - მა­რი­ა­მი და ბარ­ბა­რე. როცა მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აე­წყო, ჩემი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დად­გა...

  • "კლი­ნი­კი­დან სხვა ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვე­დი"

22 წლის ასაკ­ში და­მიდ­გინ­და ძა­ლი­ან რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბაც კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დზე დგო­მით მო­ვა­ხერ­ხე. ერთი წე­ლი­წა­დი თურ­ქეთ­ში ვიმ­კურ­ნა­ლე და შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად "გა­მოვ­ძვე­რი". და­ა­ვა­დე­ბის გამო მო­მი­წია ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შეც­ვლა, ამის შემ­დეგ გა­და­ვა­ფა­სე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­გობ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი კი უმ­ნიშ­ვნე­ლოა. ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი თურ­მე სულ სხვა რამ ყო­ფი­ლა. კლი­ნი­კი­დან სხვა ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვე­დი, სულ სხვა აზ­რე­ბით და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით.

მინ­და მო­ვუ­წო­დო ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ვინც დღეს მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, რომ ლე­ი­კე­მია ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­მენ­ტად ჩათ­ვა­ლონ, ამ დროს და­ძა­ბუ­ლო­ბა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა ადა­მი­ანს თრგუ­ნავს და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ტემპს აფერ­ხებს. მე პი­რა­დად, რა ძა­ლაც იქამ­დე არ მქონ­და, ყვე­ლა ერ­თბა­შად მო­მი­ვი­და, სი­ცო­ცხლე იმა­ზე მე­ტად შე­მიყ­ვარ­და, ვიდ­რე მა­ნამ­დე მიყ­ვარ­და. ამას­თან, მყავ­და შვი­ლე­ბი და მათ­თვის უნდა მებ­რძო­ლა, ვერ ვაძ­ლევ­დი თავს იმის უფ­ლე­ბას, მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და ფარ-ხმა­ლი და­მე­ყა­რა, ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან მედგრად. ჩემს გარ­შე­მო მყო­ფე­ბი უფრო იყ­ვნენ დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი და იქეთ ვამ­ხნე­ვებ­დი. არ მქონ­და და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა და ამან ისე გა­მო­მი­მუ­შა­ვა ხა­სი­ა­თიც, რომ წა­გე­ბა და და­ნე­ბე­ბა არ უნდა და­მეშ­ვა. ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ალ­ბათ, სპორ­ტმაც გა­მო­მი­მუ­შა­ვა...

  • კა­ხას მად­ლო­ბის წე­რი­ლი მივ­წე­რე

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა ლატ­ვი­ა­ში მო­მი­წია, პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია ერ­ქვა და იქვე ჩა­ვა­ბა­რე აკა­დე­მი­ა­ში იუ­რი­დი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­თან ერ­თად ვსწავ­ლობ­დი. შემ­დეგ და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი. მივ­ხვდი, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბა არ იყო ჩემი მო­წო­დე­ბა და 2017 წელს, როცა თბი­ლი­სის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე კახა კა­ლა­ძემ და­ა­ყე­ნა კან­დი­და­ტუ­რა, ავ­დე­ქი და მივ­წე­რე. მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ როცა ლე­ი­კე­მია აღ­მო­მაჩ­ნდა, კახა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ამ ადა­მი­ანს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, რო­გორც ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ფეხ­ბურ­თელს, ისე და­მეხ­მა­რა. ასე­ვე ჩემს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­საც.

კა­ხას პირ­და­პირ მივ­წე­რე მად­ლო­ბა - როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და, მა­შინ და­მი­დე­ქით გვერ­დით, ახლა ჩემი ჯე­რია, გლ­დან­ში ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ და რი­თაც შე­მიძ­ლია, და­გეხ­მა­რე­ბით-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. როცა კახა მერი გახ­და, თვი­თონ და­მი­ძა­ხა და მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. იმ პე­რი­ოდ­ში ეს ჩემ­თვის ხსნა იყო იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მა­ში ყოფ­ნა. გა­ვი­ა­რე კონ­კურ­სე­ბი და მე­რი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რა­მაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა. შემ­დეგ გად­მო­ვე­დი გლ­და­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გარ­და იმი­სა, რომ ეს რა­ი­ო­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს, მისი თი­თო­ე­უ­ლი ქუ­ჩის პრობ­ლე­მა და მათი გა­დაჭ­რის გზე­ბი ვის­წავ­ლე. კარ­გად მო­ვა­ხერ­ხე ადაპ­ტი­რე­ბა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩა­ვერ­თე ამ პრო­ცეს­ში.

  • "ამ გა­მარ­ჯვე­ბამ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და"

ერთ დღეს, კონ­ტრაქ­ტორ მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად მივ­დი­ო­დი მუ­ხი­ან­ში (სკვე­რებს, პარ­კებს და საგ­ზაო მი­მარ­თუ­ლე­ბას ვკუ­რი­რებ­დი) და გზა­ში კა­ხამ და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. მი­თხრა, გა­დავ­წყვი­ტეთ, გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში და­გა­ყე­ნოთ დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად და შეძ­ლებ, ამ­ხე­ლა რა­ი­ონს გა­უ­ძღვეო? ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე და ბო­ლოს ის ვუ­თხა­რი, თქვენ­თან ერ­თად შევ­ძლებ-მეთ­ქი. სულ მინ­დო­და და ვფიქ­რობ­დი, რისი გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო ჩემი რა­ი­ო­ნის­თვის და ჩემი ქვეყ­ნის­თვის, ამის­თვის ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი მზად, ვი­ცო­დი, ადრე, თუ გვი­ან, ეს პე­რი­ო­დი და­მიდ­გე­ბო­და, მაგ­რამ ასე სწრა­ფად თუ მოხ­დე­ბო­და, არ მე­გო­ნა. ამ­ხე­ლა რა­ი­ონ­ში დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­ყე­ნე­ბა დიდ ნდო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში ვფიქ­რობ­დი იმას, რომ კა­ხას­თვის იმე­დი არ გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნი, თა­ვი­სი მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა­ი­ო­ნია, იქ ყვე­ლას თა­ვის ენა­ზე უნდა და­ლა­პა­რა­კე­ბა, ყვე­ლას პრობ­ლე­მა უნდა იცო­დე. მერე აქ­ტი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყო. უნდა ვა­ღი­ა­რო, ოპო­ზი­ცი­ამ გლ­დან­ში 2 ძლი­ე­რი კან­დი­და­ტუ­რა და­ა­ყე­ნა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ ელე­ნე ხოშ­ტა­რია, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ - ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი. თა­ვი­დან ყვე­ლა სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას, ალ­ბათ ფიქ­რობ­დნენ, ახალ­გაზ­რდა და გა­მო­უც­დე­ლი­აო, მაგ­რამ ჩვენს გუნდთან ერ­თად შევ­ძე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, 8500 ხმით მო­ვუ­გე ელე­ნეს.

ეს ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო და ამან უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და. ერთი სული მაქვს, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ზუს­ტად ვიცი, რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგა. ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ხში­რად მსმე­ნო­და, ახლა შენ მო­დი­ხარ, შენ გჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა, მოხ­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში და მერე ვინ­ღა გი­პო­ვი­სო. დღემ­დე მაქვს იმის გან­ცდა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ეს ცუდი და სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნო, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მომ­ცემს ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, დრო და და­ნარ­ჩე­ნი. ცხა­დია, ყვე­ლას­თან ვერ მიხ­ვალ, ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, ფი­ზი­კუ­რად ამის დრო არ გე­ყო­ფა, დღე­ვან­დე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მის­ვლის გა­რე­შე გავცვა­ლოთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, მაგ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც მწე­რენ, პა­სუხს ვცემ, რაც საქ­მეს მი­მარ­ტი­ვებს, მაქვს შეხ­ვედ­რე­ბიც და მინ­და, რომ მათი მო­თხოვ­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შევ­ძლო.

  • მე და ჩემი ოჯა­ხი

ჩემი მე­უღ­ლეც გლ­და­ნე­ლია, მე ხომ ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გლ­დან­თან მა­კავ­ში­რებს... სან­დრა გვერ­დზე კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და, მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, 5-6 წელი ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. მერე, როცა ლატ­ვი­ა­ში წა­ვე­დი, დის­ტან­ცი­უ­რად, სკა­ი­პით ვურ­თი­ერ­თობ­დით. 20 წლის და ძა­ლი­ან გა­მო­უც­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა შე­ვუღლდით. ორ წე­ლი­წად­ში შე­მექ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, რაც ერ­თად გა­დავ­ლა­ხეთ და ამან მეტი ძალა შეგვმა­ტა. მეც და სან­დრაც 1993 წლი­ა­ნე­ბი ვართ. ზო­გა­დად, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ბევრ წი­ნა­ღო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამას სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს და თუ გა­და­ლა­ხე, მერე მყარ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვენ ერ­თად ვიზ­რდე­ბით...

ერ­თწ­ლი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, იქი­დან უფრო ძლი­ე­რი გა­მო­ვე­დი, უფრო მყა­რად დავ­დე­ქი ფეხ­ზე. მე­უღ­ლე უნდა აგ­ყვეს და ვფიქ­რობ, სან­დრა რა­ღაც დო­ნე­ზე ამ­ყვა და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. სან­დრამ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ, ბავ­შვე­ბი იმ­დე­ნად მი­ეკრნენ დე­დას, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მუ­შა­ობს. რად­გან ბავ­შვე­ბი უკვე წა­მო­ი­ზარ­დნენ, მე­უღ­ლეს ვე­უბ­ნე­ბი, რო­გორ­მე და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა და რე­ა­ლიზ­დეს. მა­რი­ა­მი და ბარ­ბა­რე ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბი­ან, და­დი­ან ცეკ­ვა­ზე, სოლ­ფე­ჯი­ო­ზე, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი და რთუ­ლი რე­ჟი­მი აქვთ.

მინ­და, არა მარ­ტო საქ­მე­ზე ვიყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიზ­რუ­ნო. ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ჩემს საქ­მე­ში, რთუ­ლი რე­ჟი­მი კი მაქვს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებ იმას, რომ ღირ­სი ვი­ყა­ვი, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.

მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რის დროს სულ ვამ­ბობ, რომ არც ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ მი­ღირს იმად, ხვალ და ზეგ ვინ­მეს­თვის თვა­ლებ­ში შე­ხედ­ვის მო­მე­რი­დოს. ჩემ­ში ძა­ლი­ან მომ­წონს ის, რომ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ, მაგ­რამ ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბაც მაქვს, მთლად კარ­გი ხა­სი­ა­თი არ მაქვს, ცოტა სიმ­ძი­მეს ვუ­ჩი­ვი (იცი­ნის), მაგ­რამ როცა საქ­მეს ეხე­ბა, ხა­სი­ათს ყო­ველ­თვის გვერ­დზე ვდებ და ვცდი­ლობ, უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი ჩემ­ში ჩავკლა.

ვი­ნა­ი­დან იმ გზა­ზე დავ­დე­ქი, რა­საც პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა ჰქვია, არ ვა­პი­რებ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბას. გლ­და­ნი­დან და­ი­წყო ჩემი წარ­მა­ტე­ბა და მინ­და წინ ვი­ა­რო, და­ვამ­ტკი­ცებ, რომ შე­მიძ­ლია ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თო ჩემი ქა­ლა­ქის­თვის და რა­ი­ო­ნის­თვის. ვოც­ნე­ბობ, მე­ტად განვვი­თარ­დე და გლ­და­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავ­დეს ჩემი სა­ხით.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულიკო
1

თუ გულით გინდათ კარგი საქმეები აკეთოთ,ძალიან კარგი.ჰაა ბურთი და მოედანი...დაამტკიცეთ განაცხადის სამართლიანობა.ჯამრთელობას გისურვებთ, ადამიანად დარჩენას და არა სიყალბეს..

დალი ჯღარკავა
3

მიზანდასახული ახალგაზრდა ხართ...წარმატებებს გისურვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"22 წლის ასაკში ლეიკემიამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა... კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი" - ახალგაზრდა დეპუტატის ორი გამარჯვება და გზა ფეხბურთიდან პოლიტიკამდე

"22 წლის ასაკში ლეიკემიამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა... კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი" - ახალგაზრდა დეპუტატის ორი გამარჯვება და გზა ფეხბურთიდან პოლიტიკამდე

"ერთი სული მაქვს, ძალიან აქტიურად ჩავერთო საქმიანობაში და ზუსტად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა" - ამბობს კოტე ზარნაძე, რომელიც დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუდგება მაჟორიტარის საქმიანობას რაიონში, რომელთანაც ყველაფერი მნიშვნელოვანი აკავშირებს. დიდი სურვილი აქვს და სჯერა, აუცილებლად დაამტკიცებს იმას, რომ ღირსი იყო გლდანის რაიონის მოსახლეობის ნდობა დაემსახურებინა.

"ვინაიდან, იმ გზაზე დავდექი, რასაც პოლიტიკის კეთება ჰქვია, არ ვაპირებ ამ პოზიციაზე გაჩერებას. გლდანიდან დაიწყო ჩემი წარმატება და მინდა, წინ ვიარო, დავამტკიცებ, რომ შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის და რაიონისთვის. ვოცნებობ, მეტად განვვითარდე და გლდანის მაცხოვრებლებს ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდეს ჩემი სახით", - გვეუბნება რესპოდენტი, რომელიც ბავშვობიდან საფეხბურთო კარიერაზე ოცნებობდა, საქართველოს ნაკრების პარალელურად, ლატვიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და დიდ სპორტულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

თუმცა 22 წლის ასაკში მოხდა ის, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ახალგაზრდა იურისტის ცხოვრების მიმართულებაც შეცვალა. იმაში, რომ დღეს ცოცხალი და ჯანმრთელია, თბილისის მერს კახა კალაძეს უმადლის, რომელმაც მის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა. შემდეგ, მათი გზები ისევ გადაიკვეთა და ამბობს, რომ ახლა მისი ჯერია, ცდილობს სიკეთეს სიკეთით უპასუხოს და ნდობას, რომელიც თბილისის მერმა გამოუცხადა, აუცილებლად გაამართლებს.

  • ბავშვობა

გლდანში დავიბადე და გავიზარდე. დედ-მამა ერთ სკოლაში დადიოდა და ერთ კორპუსში ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ ჩაბნელებული რაიონი, უბანი და ქვეყანა გვქონდა, მაინც კარგად მახსენდება ის სიყვარულით სავსე წლები, ბედნიერი ბავშვობა. მეზობლების კარი არ იკეტებოდა. მისვლა-მოსვლა იყო ერთმანეთში. მთაწმინდაზე ვსწავლობდი, 47-ე სკოლაში. დედაც ამ სკოლაში იყო პედაგოგი და დღემდე ასწავლის ქიმიას. 6 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შემიყვანეს, დიღომში, კლუბ "ოლიმპიკში" ვვარჯიშობდი.

კარგად ვთამაშობდი და ახალგაზრდა ნაკრებშიც მოვხვდი, სადაც გიორგი დევდარიანი იყო მწვრთნელი. იქიდან წამიყვანეს ლატვიაში, იყო ასეთი უმაღლესი ლიგის გუნდი "ოლიმპსი" და ალექსანდრე რეხვიაშვილი გახდა ჩემი მენეჯერი. საქართველოს ნაკრებში თამაშის პარალელურად ვთამაშობდი ლატვიის უმაღლეს ლიგაში, 50-მდე თამაში მაქვს ჩატარებული. მანამდე რთული წლები გავიარე, 13 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მე და დედას მარტოს მოგვიწია ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება. საქართველოს უმაღლეს ლიგაშიც ვთამაშობდი, საკმაოდ კარგად მიდიოდა ჩემი კარიერა. 20 წლის ასაკში მოვიყვანე ცოლი, 2 პატარა გოგონა გვეყოლა - მარიამი და ბარბარე. როცა მეგონა, ყველაფერი კარგად აეწყო, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა...

  • "კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი"

22 წლის ასაკში დამიდგინდა ძალიან რთული დაავადება, რომელთან გამკლავებაც კეთილი ადამიანების გვერდზე დგომით მოვახერხე. ერთი წელიწადი თურქეთში ვიმკურნალე და შედარებით მარტივად "გამოვძვერი". დაავადების გამო მომიწია ცხოვრებისეული ნაბიჯების შეცვლა, ამის შემდეგ გადავაფასე ღირებულებები, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრობა, ურთიერთობები, ყოველდღიური პრობლემები კი უმნიშვნელოა. ნამდვილი პრობლემები თურმე სულ სხვა რამ ყოფილა. კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი, სულ სხვა აზრებით და შეხედულებებით.

მინდა მოვუწოდო ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს, ვინც დღეს მსგავს სიტუაციაშია, რომ ლეიკემია ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მომენტად ჩათვალონ, ამ დროს დაძაბულობა და ნერვიულობა ადამიანს თრგუნავს და გამოჯანმრთელების ტემპს აფერხებს. მე პირადად, რა ძალაც იქამდე არ მქონდა, ყველა ერთბაშად მომივიდა, სიცოცხლე იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე მანამდე მიყვარდა. ამასთან, მყავდა შვილები და მათთვის უნდა მებრძოლა, ვერ ვაძლევდი თავს იმის უფლებას, მოვდუნებულიყავი და ფარ-ხმალი დამეყარა, ვიყავი ძალიან მედგრად. ჩემს გარშემო მყოფები უფრო იყვნენ დათრგუნულები და იქეთ ვამხნევებდი. არ მქონდა დანებების უფლება და ამან ისე გამომიმუშავა ხასიათიც, რომ წაგება და დანებება არ უნდა დამეშვა. ბრძოლისუნარიანობა ალბათ, სპორტმაც გამომიმუშავა...

  • კახას მადლობის წერილი მივწერე

სკოლის დამთავრება ლატვიაში მომიწია, პირველი კლასიკური გიმნაზია ერქვა და იქვე ჩავაბარე აკადემიაში იურიდიული მიმართულებით. ფეხბურთის თამაშთან ერთად ვსწავლობდი. შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა საჯარო სამართლის მიმართულებით. ჩემი პირველი სამსახური იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. მივხვდი, რომ საგამოძიებო მიმართულება არ იყო ჩემი მოწოდება და 2017 წელს, როცა თბილისის მერობის არჩევნებზე კახა კალაძემ დააყენა კანდიდატურა, ავდექი და მივწერე. მანამდე გეტყვით, რომ როცა ლეიკემია აღმომაჩნდა, კახა ძალიან დამეხმარა. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი, როგორც ყოფილი ფეხბურთელი ფეხბურთელს, ისე დამეხმარა. ასევე ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი მიუძღვის ლევან კობიაშვილსაც.

კახას პირდაპირ მივწერე მადლობა - როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაშინ დამიდექით გვერდით, ახლა ჩემი ჯერია, გლდანში ბევრ ადამიანს ვიცნობ და რითაც შემიძლია, დაგეხმარებით-მეთქი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე განვითარდებოდა. მოკლედ, მერის არჩევნებში აქტიურად ჩავერთე. როცა კახა მერი გახდა, თვითონ დამიძახა და მერიაში მუშაობა შემომთავაზა. იმ პერიოდში ეს ჩემთვის ხსნა იყო იმიტომ, რომ არ მინდოდა საპოლიციო სისტემაში ყოფნა. გავიარე კონკურსები და მერიაში უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების უფროსად დავიწყე მუშაობა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. შემდეგ გადმოვედი გლდანის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს რაიონი ძალიან მიყვარდა და მიყვარს, მისი თითოეული ქუჩის პრობლემა და მათი გადაჭრის გზები ვისწავლე. კარგად მოვახერხე ადაპტირება და თავიდან ბოლომდე ჩავერთე ამ პროცესში.

  • "ამ გამარჯვებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა"

ერთ დღეს, კონტრაქტორ მშენებელ კომპანიასთან შესახვედრად მივდიოდი მუხიანში (სკვერებს, პარკებს და საგზაო მიმართულებას ვკურირებდი) და გზაში კახამ დამირეკა, ძალიან გამიკვირდა. მითხრა, გადავწყვიტეთ, გლდანის რაიონში დაგაყენოთ დეპუტატობის კანდიდატად და შეძლებ, ამხელა რაიონს გაუძღვეო? ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მანქანა გავაჩერე, ვერაფერი მოვიფიქრე და ბოლოს ის ვუთხარი, თქვენთან ერთად შევძლებ-მეთქი. სულ მინდოდა და ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო ჩემი რაიონისთვის და ჩემი ქვეყნისთვის, ამისთვის ნამდვილად ვიყავი მზად, ვიცოდი, ადრე, თუ გვიან, ეს პერიოდი დამიდგებოდა, მაგრამ ასე სწრაფად თუ მოხდებოდა, არ მეგონა. ამხელა რაიონში დეპუტატობის კანდიდატად დაყენება დიდ ნდობასთან არის დაკავშირებული. მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვფიქრობდი იმას, რომ კახასთვის იმედი არ გამეცრუებინა.

მოგეხსენებათ, გლდანის რაიონი, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე რთული რაიონია, იქ ყველას თავის ენაზე უნდა დალაპარაკება, ყველას პრობლემა უნდა იცოდე. მერე აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო. უნდა ვაღიარო, ოპოზიციამ გლდანში 2 ძლიერი კანდიდატურა დააყენა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ ელენე ხოშტარია, გიორგი გახარიამ - ნათია მეზვრიშვილი. თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს გამარჯვებას, ალბათ ფიქრობდნენ, ახალგაზრდა და გამოუცდელიაო, მაგრამ ჩვენს გუნდთან ერთად შევძელი გამარჯვება, 8500 ხმით მოვუგე ელენეს.

ეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება იყო და ამან უფრო თავდაჯერებული გამხადა. ერთი სული მაქვს, ძალიან აქტიურად ჩავერთო საქმიანობაში და ზუსტად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა. ადამიანებისგან ხშირად მსმენოდა, ახლა შენ მოდიხარ, შენ გჭირდება მხარდაჭერა, მოხვალ პოლიტიკაში და მერე ვინღა გიპოვისო. დღემდე მაქვს იმის განცდა, რომ მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ეს ცუდი და სკეპტიკური დამოკიდებულება მაქსიმალურად მინიმუმამდე დავიყვანო, რის საშუალებასაც მომცემს ჩემი მდგომარეობა, დრო და დანარჩენი. ცხადია, ყველასთან ვერ მიხვალ, ვერ დაელაპარაკები, ფიზიკურად ამის დრო არ გეყოფა, დღევანდელი თანამედროვე ეპოქა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისვლის გარეშე გავცვალოთ ინფორმაციები, მაგ. სოციალურ ქსელში, სადაც მწერენ, პასუხს ვცემ, რაც საქმეს მიმარტივებს, მაქვს შეხვედრებიც და მინდა, რომ მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება შევძლო.

  • მე და ჩემი ოჯახი

ჩემი მეუღლეც გლდანელია, მე ხომ ყველაფერი მნიშვნელოვანი გლდანთან მაკავშირებს... სანდრა გვერდზე კორპუსში ცხოვრობდა, მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი, 5-6 წელი ვიყავით შეყვარებულები. მერე, როცა ლატვიაში წავედი, დისტანციურად, სკაიპით ვურთიერთობდით. 20 წლის და ძალიან გამოუცდელები ვიყავით, როცა შევუღლდით. ორ წელიწადში შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ერთად გადავლახეთ და ამან მეტი ძალა შეგვმატა. მეც და სანდრაც 1993 წლიანები ვართ. ზოგადად, ადრეულ ასაკში ქორწინება ბევრ წინაღობასთან არის დაკავშირებული, ამას სირთულეები ახლავს და თუ გადალახე, მერე მყარდება ურთიერთობა. ჩვენ ერთად ვიზრდებით...

ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, იქიდან უფრო ძლიერი გამოვედი, უფრო მყარად დავდექი ფეხზე. მეუღლე უნდა აგყვეს და ვფიქრობ, სანდრა რაღაც დონეზე ამყვა და ძალიან დამეხმარა. სანდრამ სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ, ბავშვები იმდენად მიეკრნენ დედას, სამწუხაროდ, ვერ მუშაობს. რადგან ბავშვები უკვე წამოიზარდნენ, მეუღლეს ვეუბნები, როგორმე დაიწყოს მუშაობა და რეალიზდეს. მარიამი და ბარბარე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, დადიან ცეკვაზე, სოლფეჯიოზე, საკმაოდ დატვირთული და რთული რეჟიმი აქვთ.

მინდა, არა მარტო საქმეზე ვიყო ორიენტირებული, ბავშვების განვითარებაზეც მაქსიმალურად ვიზრუნო. ძალიან ბევრი მაქვს დასამტკიცებელი ჩემს საქმეში, რთული რეჟიმი კი მაქვს, მაგრამ აუცილებლად დავამტკიცებ იმას, რომ ღირსი ვიყავი, გლდანის რაიონის მოსახლეობის ნდობა დამემსახურებინა.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სულ ვამბობ, რომ არც ერთი თანამდებობა არ მიღირს იმად, ხვალ და ზეგ ვინმესთვის თვალებში შეხედვის მომერიდოს. ჩემში ძალიან მომწონს ის, რომ მიზანდასახული ვარ, მაგრამ ბევრი უარყოფითი თვისებაც მაქვს, მთლად კარგი ხასიათი არ მაქვს, ცოტა სიმძიმეს ვუჩივი (იცინის), მაგრამ როცა საქმეს ეხება, ხასიათს ყოველთვის გვერდზე ვდებ და ვცდილობ, უარყოფითი თვისებები ჩემში ჩავკლა.

ვინაიდან იმ გზაზე დავდექი, რასაც პოლიტიკის კეთება ჰქვია, არ ვაპირებ ამ პოზიციაზე გაჩერებას. გლდანიდან დაიწყო ჩემი წარმატება და მინდა წინ ვიარო, დავამტკიცებ, რომ შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის და რაიონისთვის. ვოცნებობ, მეტად განვვითარდე და გლდანის მაცხოვრებლებს ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდეს ჩემი სახით.