საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს მაკო (მაია) გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგი სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს.
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.
ამასთან, მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. აღსანიშნავია, რომ საიას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი. სხვა დაზარალებულების სახელითაც უახლოეს მომავალში იგეგმება სასამართლოში სარჩელების წარდგენა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შვილო, მართლა მეცოდები, ადამიანურად გითანაგრძნობ, მაგრამ მილიონი შანსი გქონდა, რომ გარიდებოდი ავანტურისტი მელიას პროვოკაციულ წამოწყებას, მაგრამ არ განერიდე. თვლიდი შენს თავს ბრძოლაში ჩართულად? თუ კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა არ იყო, ხომ იცი, რომ ბრძოლაში იღუპებიან კიდეც, ასე რომ, ნუ ჩივი. წესით, ეს "ბრძოლა" იყო ერთი ნაძირალას პროვოკაცია. პრეტენზია მის მამართ კი, რატომღაც, არ გაქვს.
ჩატაევის განეიტრალებას შეეწირა ჩვენი ქართველი სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი,ახალგაზრდა კაცი,დარჩა პატარა შვილები.ჩვენთან მას არავინ სცნობს,სამაგიეროდ ვიცნობთ ტამერლან მაჩალიკაშვილს. არც ის უნდა მომკვდარიყო, ახალგაზრდა ბიჭი იყო და აუცილებლად უნდა ეცოცხლა და დედა არ გაემწარებინა. მაგრამ ურთიერთობა ჰქონდა ჩატაევთან.ტერორისტული იდეები აწუხებდა, სპეცრაზმი რომ შევიდა ხელი წაიღო ტელეფონისკენ,რამაც გამოიწვია პროვოცირება. მერე დაჭრილი რომ იყო გერმანიამ მიზეზი რომ გაიგო არც კი მიიღეს.ეხლა მამამისი შეეკრა ნაცებს და პოლიტიკაში გადავარდა, ვიღაცეებს აბრალებს შვილის მკვლელობას.ასეთ შემთხვევაში ყველა ქვეყანაში გოლაშვილი უფრო ეცნობებოდათ.