კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა, 48 ბაინდერია თარიღების მიხედვით" - პროკურორი
"ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა, 48 ბაინდერია თარიღების მიხედვით" - პროკურორი

"სა­ნამ ჩვენს პო­ზი­ცი­ას და­ვა­ფიქ­სი­რებთ ჩვენ დაც­ვის მხა­რეს ვუს­მენთ და არ ვა­წყვე­ტი­ნებთ. სამ­მა ად­ვო­კატ­მა და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია ისე, რომ არ­ცერთ პრო­კუ­რორს არ შეგ­ვი­წყვე­ტი­ნე­ბია სი­ტყვა და მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ისი­ნიც პა­ტი­ვის­ცე­მით და ღირ­სე­ბით მოგ­ვე­პყრო­ბი­ან და სი­ტყვას არ შეგ­ვა­წყვე­ტი­ნე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის დიდი ოდე­ნო­ბით ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­შია.

პრო­კუ­რორ­მა მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა, რომ ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აცი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.

"რაც შე­ე­ხე­ბა და­ყე­ნე­ბულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რაც ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა პრო­კუ­რო­რის აცი­ლე­ბა­ზე და­ა­ყე­ნა, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 59-ე მუხ­ლი და ეს სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც დაც­ვის მხა­რემ და­ა­სა­ბუ­თა არის "ე“ ქვე­პუნ­ქტი, არ­სე­ბობს სხვა გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ეჭ­ვოს ხდის მის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­სა და მის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას და ამ ქვე­პუნ­ქტზე დაყ­რდნო­ბით ასა­ბუ­თებს დაც­ვის მხა­რე თა­ვის პო­ზი­ცი­ას. ასე­ვე მო­იყ­ვა­ნა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი "პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ“ და ნე­ბის­მი­ერ­მა იუ­რის­ტმა იცის, რომ პრო­კუ­რორს უფ­ლე­ბა აქვს დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და შე­ფა­სე­ბე­ბი. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვიხ­დე­ბა პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვაქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ვა­კე­თოთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მოდ­გე­ნილ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას, საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 48 ბა­ინ­დე­რი პა­ტა­კე­ბი, თა­რი­ღე­ბის მი­ხედ­ვით. რა თქმა უნდა, ბუ­ნებ­რი­ვია, თი­თო­ე­უ­ლი თა­რი­ღი უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნას. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ 2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ვი­ზი­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 181 000 ლარი იქნა გა­ხარ­ჯუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს თა­რი­ღე­ბი შეგ­ვიძ­ლია და­უ­კავ­ში­როთ აღ­ნიშ­ნულ მოვ­ლე­ნებს და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ეს გა­რე­მო­ე­ბა, რომ ჩვენ ვართ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი, ნამვდი­ლად არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. ჩვენ გიც­დი­დით ბა­ტო­ნო ნიკა (გვა­რა­მი­ას მი­მარ­თავს) და თქვენ­გა­ნაც გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მოგ­ვის­მენთ, ჩვენც და­ვა­სა­ბუ­თოთ და ჩემს შემ­დეგ ისა­უბ­რეთ თქვენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მის მა­სა­ლებ­ში გვაქვს დად­გე­ნი­ლი და თა­რი­ღე­ბის მოხ­სე­ნი­ე­ბა ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია სი­ტყვით გა­მოს­ვლებ­ში. ეს გა­რე­მო­ე­ბა ნამ­დვი­ლად ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბი­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბის ტესტს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს კა­ნო­ნი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, გთხოვთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგო­მო­ლო­ბა აცი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ“, - მი­მარ­თა პრო­კუ­რორ­მა მო­სა­მარ­თლეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
3

გამძლეობას გიურვებთ პროკუორებს ,სანამ გვარამიას და მის ნაირებთან შეხებ გაქთ

ჯიგარა
16

ობიექტურობის დაცვისთვის მოდით გამოვაქვეყნოთ რამდენი დახარჯეს პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ოცნების 9 წელიწადში! მაგალითად ღარიბაშვილმა რამდენი გადაიხადა ნიუ-იორკში ცოლთან ერთად რომ იყო მივლინებაში და ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში( მანდარინ-ორიენტალი) ორი ნომერი რომ ჰქონდა მოხსნილი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა, 48 ბაინდერია თარიღების მიხედვით" - პროკურორი

"ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა, 48 ბაინდერია თარიღების მიხედვით" - პროკურორი

"სანამ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ ჩვენ დაცვის მხარეს ვუსმენთ და არ ვაწყვეტინებთ. სამმა ადვოკატმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ისე, რომ არცერთ პროკურორს არ შეგვიწყვეტინებია სიტყვა და მოლოდინი გვაქვს, რომ ისინიც პატივისცემით და ღირსებით მოგვეპყრობიან და სიტყვას არ შეგვაწყვეტინებენ, - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.

პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, რომ ადვოკატების შუამდგომლობა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილოს.

"რაც შეეხება დაყენებულ შუამდგომლობას, რაც ერთ-ერთმა ადვოკატმა პროკურორის აცილებაზე დააყენა, ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი და ეს საფუძველი, რომელიც დაცვის მხარემ დაასაბუთა არის "ე“ ქვეპუნქტი, არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მის მიუკერძოებლობას და ამ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ასაბუთებს დაცვის მხარე თავის პოზიციას. ასევე მოიყვანა ბექა ბასილაიამ საქართველოს კანონი "პროკურატურის შესახებ“ და ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ პროკურორს უფლება აქვს დასკვნები გააკეთოს სისხლის სამართლის საქმეზე და შეფასებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვიხდება პრესასთან ურთიერთობა, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ გარკვეული შეფასებები გავაკეთოთ სისხლის სამართლის საქმეზე. რაც შეეხება წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებას, საქმეში წარმოდგენილია 48 ბაინდერი პატაკები, თარიღების მიხედვით. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, თითოეული თარიღი უკავშირდება საქართველოში გარკვეულ მოვლენას. მაგალითად, ავიღოთ 2012 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დავალებით დაახლოებით 181 000 ლარი იქნა გახარჯული. აქედან გამომდინარე, ეს თარიღები შეგვიძლია დაუკავშიროთ აღნიშნულ მოვლენებს და მხოლოდ და მხოლოდ ეს გარემოება, რომ ჩვენ ვართ მიკერძოებულები, ნამვდილად არ არის დასაბუთებული. ჩვენ გიცდიდით ბატონო ნიკა (გვარამიას მიმართავს) და თქვენგანაც გვაქვს მოლოდინი, რომ მოგვისმენთ, ჩვენც დავასაბუთოთ და ჩემს შემდეგ ისაუბრეთ თქვენ. აქედან გამომდინარე, საქმის მასალებში გვაქვს დადგენილი და თარიღების მოხსენიება ნამდვილად შეგვიძლია სიტყვით გამოსვლებში. ეს გარემოება ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ტესტს, აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს კანონიდან, შესაბამისად, გთხოვთ, რომ აღნიშნული შუამდგომოლობა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილოთ“, - მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.