საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?
როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტია რო­მე­ლიც 2012 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­არ­სე­ბის დღი­დან დღემ­დე 150 000 ხე გა­და­არ­ჩი­ნა გა­ნად­გუ­რე­ბას და წარ­მო­ე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას. ამა­ში კი თი­თო­ე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის წვლი­ლია შე­ტა­ნი­ლი, რო­მელ­მაც მა­კუ­ლა­ტუ­რა ჩა­ა­ბა­რა. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია: შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გა­რე­მო ძველს და­ვუბ­რუ­ნოთ ახა­ლი სი­ცო­ცხლე და უსარ­გებ­ლო შევ­ცვა­ლოთ თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო ახა­ლი წიგ­ნით.

ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. სახ­ლში ყვე­ლა ჩვენ­განს მო­ე­პო­ვე­ბა მა­კუ­ლა­ტუ­რა - თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, გა­ზე­თე­ბი, წიგ­ნე­ბი ყო­ველ­გვა­რი მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც გა­და­საყ­რე­ლად არის გამ­ზა­დე­ბუ­ლი, მას აღარც გა­მო­ვი­ყე­ნებთ და აღარც წა­ვი­კი­თხავთ, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია, „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მი­წო­დე­ბით ხე­ე­ბიც ვიხ­სნათ და მათ ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც მო­ვუ­ძებ­ნოთ.

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ ახალ წიგ­ნებს გვთა­ვა­ზობს. მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათი წა­მო­წყე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვას, ისე წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას - აბა­რებთ უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რას, სა­ნაც­ვლოდ იღებთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ და სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას.

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის ანა ჯო­ჯუ­ას თქმით, „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ მრა­ვალ ოჯახს და­ეხ­მა­რა პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მნა­ში, გარ­და იმი­სა, რომ გა­რე­მოს მი­მართ ეკო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა:

„პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გა­რე­მო. უამ­რა­ვი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ქა­ღალ­დი, ჟურ­ნა­ლი, გა­ზე­თი, წიგ­ნი გროვ­დე­ბა სახ­ლში, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში. მე­ო­რე­უ­ლი ქა­ღალ­დი კი გა­და­მუ­შავ­დე­ბა, იქ­ცე­ვა ისევ ქა­ღალ­დად და უბ­რუნ­დე­ბა იმ ბა­ზარს, რომ­ლის­თვი­საც ხე უნდა მო­იჭ­რას. წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, გაც­ვა­ლონ უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა მათ­თვის სა­სურ­ველ და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებ­ში და ამით წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ გა­რე­მოს დაც­ვა­ში,“ - აღ­ნიშ­ნავს ანა ჯო­ჯუა.

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­გვი­მარ­ტეს, რომ ძვე­ლი წიგ­ნე­ბის, ჟურ­ნა­ლე­ბის, გა­ზე­თე­ბის, თუ სხვა მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ფი­ზი­კურ პი­რებს, ისე კომ­პა­ნი­ებს და ორი­ვე მათ­გა­ნი სა­ნაც­ვლოდ ახალ წიგ­ნებს მი­ი­ღებს.

პრო­ექ­ტი და­წყე­ბის დღი­დან უწყვე­ტად გრძელ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია, მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ ახა­ლი წიგ­ნე­ბი მი­ი­ღოს. მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ყო­ველ დღე, კვი­რის გარ­და, 10:00 - სა­ა­თი­დან 18:00 - სა­ა­თამ­დე.

მი­სა­მარ­თე­ბი:

თბი­ლი­სი: წე­რეთ­ლის 116, დი­დუ­ბე პლა­ზის ეზო. (ტელ: 599 88 82 26)

ქუ­თა­ი­სი: ავე­ჯის კომ­ბი­ნა­ტი სულ­ხან-სა­ბას 2/ გუ­გუ­ნა­ვას.(ტელ: 599 04 77 32)

მარინა
0

დააბრუნეთ რუსთავის ოფისი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?

როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?

„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტია რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს. დაარსების დღიდან დღემდე 150 000 ხე გადაარჩინა განადგურებას და წარმოებისთვის გამოყენებას. ამაში კი თითოეული იმ ადამიანის წვლილია შეტანილი, რომელმაც მაკულატურა ჩააბარა. პროექტის მიზანია: შევინარჩუნოთ გარემო ძველს დავუბრუნოთ ახალი სიცოცხლე და უსარგებლო შევცვალოთ თქვენთვის სასარგებლო ახალი წიგნით.

ამ პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სახლში ყველა ჩვენგანს მოეპოვება მაკულატურა - თაბახის ფურცლები, რვეულები, გაზეთები, წიგნები ყოველგვარი მხატვრული ღირებულების გარეშე, რომლებიც გადასაყრელად არის გამზადებული, მას აღარც გამოვიყენებთ და აღარც წავიკითხავთ, თუმცა შეგვიძლია, „მაკულიტერატურისთვის“ მიწოდებით ხეებიც ვიხსნათ და მათ ახალი დანიშნულებაც მოვუძებნოთ.

„მაკულიტერატურა“ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მხოლოდ ახალ წიგნებს გვთავაზობს. მისი წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათი წამოწყება ემსახურება როგორც ეკოლოგიაზე ზრუნვას, ისე წიგნის გავრცელების ხელშეწყობას - აბარებთ უსარგებლო მაკულატურას, სანაცვლოდ იღებთ თქვენთვის სასურველ და საინტერესო ლიტერატურას.

პროექტის მენეჯერის ანა ჯოჯუას თქმით, „მაკულიტერატურა“ მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკის შექმნაში, გარდა იმისა, რომ გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა:

„პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო. უამრავი გამოუსადეგარი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში. მეორეული ქაღალდი კი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. წიგნის მოყვარულებს ვაძლევთ საშუალებას, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში და ამით წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში,“ - აღნიშნავს ანა ჯოჯუა.

„მაკულიტერატურის“ წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ ძველი წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, თუ სხვა მაკულატურის ჩაბარება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს და ორივე მათგანი სანაცვლოდ ახალ წიგნებს მიიღებს.

პროექტი დაწყების დღიდან უწყვეტად გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს. მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ ყოველ დღე, კვირის გარდა, 10:00 - საათიდან 18:00 - საათამდე.

მისამართები:

თბილისი: წერეთლის 116, დიდუბე პლაზის ეზო. (ტელ: 599 88 82 26)

ქუთაისი: ავეჯის კომბინატი სულხან-საბას 2/ გუგუნავას.(ტელ: 599 04 77 32)