კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ერთი ყანწი ღვინო დავლიე და..." - "ჩცდ"-ს ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფათერაკიანი ცხოვრება
"ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ერთი ყანწი ღვინო დავლიე და..." - "ჩცდ"-ს ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფათერაკიანი ცხოვრება

პო­პუ­ლა­რუ­ლი და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლი "ჩცდ“ 10 წლის გახ­და. მე-18 სე­ზო­ნია, ის მა­ყუ­რე­ბელს არ კარ­გავს. მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“ პირ­ვე­ლი­ვე სე­ზო­ნი­დან ჩა­ერ­თო და მისი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­შინ­ვე შე­იყ­ვა­რა. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მზრუნ­ვე­ლი და ცოტა მო­ქოთ­ქო­თე დედა და ბე­ბი­აა. თუ რო­გო­რია მსა­ხი­ო­ბი ეკ­რანს მიღ­მა, ამა­ზე ambebi.ge მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ესა­უბ­რა.

- 10 წელი გა­ვი­და, არა­და, ეს დრო ისე გაფ­რინ­და, ვერც გა­ვი­გე, რად­გან სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მო­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან, რე­ჟი­სო­რებ­თან მი­წევს ყოფ­ნა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სცე­ნა­რის­ტია ქეთი დევ­და­რი­ა­ნი, სა­ი­დან მოს­დის ეს აზ­რე­ბი, გა­გიჟ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი... ასე­თი­ვე კარ­გი ბი­ჭია გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვაც, სულ­ში რომ ჩა­იძ­ვრენ, ისე­თი რე­ჟი­სო­რია. რო­გორც მსა­ხი­ობს, გა­და­ღე­ბი­სას რა უნდა მთხო­ვონ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ მათი და­ვა­ლე­ბა არ შე­ვას­რუ­ლო და ვა­წყე­ნი­ნო... გა­და­სა­რე­ვი კო­ლექ­ტი­ვია, მსა­ხი­ო­ბე­ბიც სა­უ­კე­თე­სო - გო­გო­ე­ბი, ბი­ჭე­ბი სუ­ლით და გუ­ლით არი­ან საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, იქ არა­ვინ ჩხუ­ბობს. ამ ყვე­ლა­ფერს ასე ვხსნი, - უბ­რა­ლოდ, კარ­გი მშობ­ლე­ბის გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან. როლ­ზე, სე­რი­ა­ლი რომ იწყე­ბო­და, სე­რი­ა­ლის "დე­დამ“ ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მი­მიწ­ვია. და­მი­ბა­რეს, და­მე­ლა­პა­რაკ­ნენ, ზოგი გა­ვაკ­რი­ტი­კე, ზოგი შე­ვა­ქე, თან, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი გა­ვა­ცი­ნე. მოკ­ლედ, როლი მომ­ცეს...

- თქვენ გმირს 2 შვი­ლი და 6 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ეს ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით ახ­ლო­სა თქვენ­თან?

- მა­ნა­ნას­ნა­ი­რი არ ვარ... ის წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ქა­ლია, თან გა­დაჰ­ყვა ოჯახს. შვი­ლებს ას­წავ­ლა, და­ა­ო­ჯა­ხა, მუდ­მი­ვად დატ­ვირ­თუ­ლი მი­დი­ო­და სახ­ლში - საჭ­მელ-სას­მე­ლი მიჰ­ქონ­და. იქ კი ასე ხვდე­ბოდ­ნენ, - ჩვენ ბავ­შვე­ბით კა­ფე­ში მივ­დი­ვართ, იქ ვი­სა­უზ­მებთ... მა­ნა­ნა ხმას მა­ინც არ იღებ­და, სა­ერ­თოდ, ბევ­რს ით­მენ­და და ით­მენს. რძა­ლი ადგა, მი­ა­ტო­ვა ყვე­ლა­ფე­რი და სა­დღაც წა­ვი­და. რა­ტომ? რის­თვის? - არც ამა­ზე თქვა რამე. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ასე­ვე ისე­თი არ­ტის­ტის გვერ­დით მუ­შა­ო­ბა, რო­გო­რიც ლეო ან­თა­ძეა... ამა­შიც გა­მი­მარ­თლა.

- რა მო­გი­ტა­ნათ ამ როლ­მა?

- სახ­ლში ჯდო­მას გა­და­მაჩ­ვია. სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მი­ტა­ნა. ამ­ხა­ნა­გე­ბი არას­დროს მაკ­ლდა, მაგ­რამ მეტი შემ­ძი­ნა. რომ ვკვდე­ბო­დე, თუ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვარ წა­სას­ვლე­ლი, ვდგე­ბი და მა­ინც მივ­დი­ვარ. იქ უფ­როს-უმ­ცრო­სი არ არ­სე­ბობს - ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი ასა­კის ვართ და ერთ საქ­მეს ვა­კე­თებთ.

- თემა შევ­ცვა­ლოთ, - პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რო­გორ ცხოვ­რობთ?

- 83 წლის ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში რა არ გა­და­მი­ტა­ნია, რა გა­ჭირ­ვე­ბა არ მი­ნა­ხავს, ინ­ფარ­ქტიც მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც წა­ვე­დი და ავი­ცე­რი. ამ საქ­მე­ში ჩემი შვი­ლო­ბი­ლი გი­ორ­გი ბე­რი­ძე და­მეხ­მა­რა, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობს. გა­და­სა­რე­ვი ექი­მი და ექთა­ნი შემ­ხვდა. ექი­მი გა­მე­სა­უბ­რა და მერე ექთან­მა ნემ­სი გა­მი­კე­თა, არა­ფე­რიც არ გა­მი­გია. მი­თხრეს, - შე­იძ­ლე­ბა, სი­ცხემ აგი­წი­ოს, ან რა­ი­მე გეტ­კი­ნო­სო. არა­ფერს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. შინ მი­სუ­ლი სი­ცხეს ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ ვი­სინ­ჯავ­დი და არ მქონ­და და სა­ერ­თოდ, რაც მა­ნამ­დე მა­წუ­ხებ­და, ყვე­ლა ტკი­ვი­ლი, თით­ქოს ამ აც­რამ მო­მის­პო. გული მტკი­ვა, პან­დე­მი­ამ ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა და ტკი­ვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნა. ცუ­დია, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს რიგ შემ­თხვე­ვა­ში უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ რომ ეკი­დე­ბი­ან: რე­გუ­ლა­ცი­ებს არ იცა­ვენ, პირ­ბა­დეს არ იკე­თე­ბენ, არც თავს და არც სხვას ინ­დო­ბენ....

- ბრძა­ნეთ, - ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რი გა­ჭირ­ვე­ბა, ტკი­ვი­ლი არ გა­და­მი­ტა­ნი­აო... ე.ი. არ იყო თქვენ­თვის მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა?

- 1938 წელს ფოთ­ში და­ვი­ბა­დე. ბავ­შვო­ბა 1941 წლის მერე მახ­სოვს. სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი იყო - ჩვე­ნი სახ­ლი ხიდ­თან იდგა, იქვე ახ­ლოს გერ­მა­ნელ­თა ბა­ნა­კე­ბი იყო - ტყვე­ე­ბი ჰყავ­დათ. იყო შიმ­ში­ლი და ათა­სი უბე­დუ­რე­ბა. მამა ფო­თის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ, მერე ქუ­თა­ი­სი­სა და გო­რის.

დედა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მეც ამ სფე­რო­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. მერე ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თა. ჩემი ოჯა­ხი გორ­ში გეგ­მავ­და სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას, მაგ­რამ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მამა და­ი­ღუ­პა. ავა­რი­ი­სას მეც იმ მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი - მამა გარ­და­იც­ვა­ლა, მე დავ­შავ­დი... რო­გორც იტყვი­ან, ჩემს თავ­ზე ერთი წის­ქვი­ლის ქვა არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა...

- მე­უღ­ლეც ადრე და­კარ­გეთ, ხომ?

- მე­უღ­ლე "ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის“ მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, კარ­დი­ო­ლო­გი იყო და ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ, 5 გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რია, რა­საც ახლა მე­დი­ცი­ნა­ში აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ექი­მი კაცი გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. წე­სი­ე­რი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ასე დავ­კარ­გეთ. ჩემი ცხოვ­რე­ბა მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად კარ­გი წლე­ბი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი...

- სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რით, ფა­თე­რა­კი­ა­ნი ვარო...

- კი... მა­გა­ლი­თად, ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თხელ დავ­ლიე ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სა­სა­მე­ლი და თავ­ბე­დი მა­წყევ­ლი­ნა. სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის "სა­ხალ­ხო თე­ატ­რის“ მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი. ჰოდა, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც "სა­სოფ­ლოს“ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­და­ი­ხა­დეს, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი ნა­წი­ლი და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბიც მიგ­ვიწ­ვი­ეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქორ­წი­ლი იყო, ჩემ წინ მა­შინ­დე­ლი სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი სა­რიშ­ვი­ლი, უბრწყინ­ვა­ლე­სი პი­როვ­ნე­ბა იჯდა და რა­ტომ­ღაც ღვი­ნით სავ­სე ყან­წი გად­მო­მა­წო­და, - წყვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო უნდა შე­მეს­ვა. რექ­ტო­რის გად­მო­წო­დე­ბულ ყან­წზე უარი ვერ ვთქვი და ბო­ლომ­დე გა­მოვ­ცა­ლე, მაგ­რამ კი­ნა­ღამ მოვ­კვდი. ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბო­დი. გა­ვი­თი­შე, არა­ფე­რი მახ­სოვს. ხუმ­რო­ბა ხომ არ არის ლიტ­რამ­დე ღვი­ნო დავ­ლიე. ჩემ­მა გო­გო­ებ­მა ხელი მომ­კი­დეს და სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეს. თან მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - ცე­ცხლი და მდუ­ღა­რე და­ლიე, ამ­ხე­ლა ყან­წი რამ და­გაც­ლე­ვი­ნა, რო­მე­ლი მსმე­ლი შენ ხარო?!.

ლა­მის ერთი კვი­რა მე­ძი­ნა. თვალს რომ ვა­ხელ­დი, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სახ­ლი ტრი­ა­ლებ­და. მოკ­ლედ, გა­დავ­რჩი. ის იყო და ის, იმის მერე წვე­თი ღვი­ნო არას­დროს და­მი­ლე­ვია.

- პო­ლი­ტი­კა­ში არ ხართ რა­მე­ნა­ი­რად ჩარ­თუ­ლი?

- სა­ერ­თოდ არა. მაგ­რამ ნამ­დვი­ლად მა­წუ­ხებს ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ასე ვი­მე­ტებთ. რა­ტომ შეგვძულ­და ერ­თმა­ნე­თი, არ ვიცი. გა­ჭირ­ვე­ბამ, უმუ­შევ­რო­ბამ იცის ალ­ბათ. მთე­ლი მთის სოფ­ლე­ბი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია, ხალ­ხი მგო­ნი, მარ­თლა შე­იც­ვა­ლა, რა გვჭირს? ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულ დავ­კარ­გეთ. არ ჯო­ბია, ტკბი­ლად ვი­ყოთ, თბი­ლი სი­ტყვით ვა­კე­თოთ საქ­მე­ე­ბი? ასე უფრო არ გა­მო­ვა? ჩხუ­ბით და უბე­დუ­რე­ბით რა­ტომ ვცხოვ­რობთ! ამას სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბიც ეწი­რე­ბი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა მა­წუ­ხებს. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში არ ვე­რე­ვი, ეს ჩემი საქ­მე არ არის... მე­გობ­რე­ბი ერთ მხა­რე­საც მყავს და მე­ო­რე­საც და პო­ლი­ტი­კის გამო ჯერ არა­ვინ და­მი­კარ­გავს. არა­ვის გავ­ჭო­რავ, არა­ვი­სი არა­ფე­რი მშურს, ბო­რო­ტი არ ვარ, ყვე­ლას მინ­და, მო­ვე­ფე­რო, ენაც სას­წა­უ­ლი მაქვს, ლა­პა­რა­კი კი მიყ­ვარს, მაგ­რამ ცუდს არა­ფერს ვლა­პა­რა­კობ. ქეთი ჩხე­ი­ძე და მე მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დით და გა­უ­ჩე­რებ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი, უცებ მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, - ახლა "ზმე­ი­კა“ უნდა ვი­ყი­დო და პირი უნდა ამო­გი­კე­როო (იცი­ნის)... მიყ­ვარს ჩემი კარ­გი მე­გობ­რე­ბი.

მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი

- ალ­ბათ თქვე­ნი გვა­რით და წარ­მო­მავ­ლო­ბით ამა­ყობთ...

- მამა­ჩე­მის დიდი ბე­ბია მეფე სო­ლო­მო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­საც მა­მუ­ლე­ბი ჯი­ხა­იშ­ში ჰქონ­და. ბე­ბია, მა­მის დედა მი­ქე­ლა­ძის ქალი მყავ­და, დედა კი პო­ლო­ნე­ლი გრა­ფი­ნია, გვა­რად პაკ­როვ­სკა­ია. ცის­ფერ­სის­ხლი­ა­ნი ვარ (იცი­ნის), მე­უღ­ლე - მა­ხა­რა­ძე და მღვდლის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. ჩემი შვი­ლი სუფ­თა გუ­რუ­ლია, ოღონდ, მამა წყნა­რი, მშვი­დი ჰყავ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ვაჟ­კა­ცუ­რი გო­გოა. ექი­მი - ფსი­ქო­ლო­გია, მაგ­რამ ახლა თა­ვის პრო­ფე­სი­ით სა­მუ­შა­ოდ სად სცა­ლია, ბავ­შვე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. სი­ძეც სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნია და შვი­ლი­ვით მყავს. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ორი­ვე - ძა­ლი­ან ზრუ­ნავს ჩემ­ზე. აი, ასე ვცხოვ­რობ... ერ­თა­დერ­თი, რაც მა­წუ­ხებს, ისაა, რომ იქ­ნებ ადა­მი­ა­ნებ­მა ნერ­ვე­ბი და­ი­წყნა­რონ, შორს გა­ი­ხე­დონ, ერ­თმა­ნე­თი მე­ტად შე­ვიყ­ვა­როთ, სხვა არა­ფე­რი გვიშ­ვე­ლის.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო
10

ოხ იკვიზიტორ შენ რა გითხარი ხო გამგუდე ამ დილაადრიან სიცილით. რამ მოგაფიქრა. 

ინკვიზიტორი
29

OK მაგრამ ამ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას გვარს პირველი ასო რატომ არ დაუწრეთ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ერთი ყანწი ღვინო დავლიე და..." - "ჩცდ"-ს ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფათერაკიანი ცხოვრება

"ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ერთი ყანწი ღვინო დავლიე და..." - "ჩცდ"-ს ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფათერაკიანი ცხოვრება

პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი სერიალი "ჩცდ“ 10 წლის გახდა. მე-18 სეზონია, ის მაყურებელს არ კარგავს. მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე "ჩემი ცოლის დაქალებში“ პირველივე სეზონიდან ჩაერთო და მისი პერსონაჟი მაყურებელმა მაშინვე შეიყვარა. ქალბატონი მანანა გოცირიძეების ოჯახის მზრუნველი და ცოტა მოქოთქოთე დედა და ბებიაა. თუ როგორია მსახიობი ეკრანს მიღმა, ამაზე ambebi.ge მედეა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- 10 წელი გავიდა, არადა, ეს დრო ისე გაფრინდა, ვერც გავიგე, რადგან საუკეთესო გარემოში, ადამიანებთან, რეჟისორებთან მიწევს ყოფნა. არაჩვეულებრივი სცენარისტია ქეთი დევდარიანი, საიდან მოსდის ეს აზრები, გაგიჟდება ადამიანი... ასეთივე კარგი ბიჭია გიორგი ლიფონავაც, სულში რომ ჩაიძვრენ, ისეთი რეჟისორია. როგორც მსახიობს, გადაღებისას რა უნდა მთხოვონ ამ ადამიანებმა, რომ მათი დავალება არ შევასრულო და ვაწყენინო... გადასარევი კოლექტივია, მსახიობებიც საუკეთესო - გოგოები, ბიჭები სულით და გულით არიან საქმეში ჩართული, იქ არავინ ჩხუბობს. ამ ყველაფერს ასე ვხსნი, - უბრალოდ, კარგი მშობლების გაზრდილები არიან. როლზე, სერიალი რომ იწყებოდა, სერიალის "დედამ“ ეკა მჟავანაძემ მიმიწვია. დამიბარეს, დამელაპარაკნენ, ზოგი გავაკრიტიკე, ზოგი შევაქე, თან, გადამღები ჯგუფი გავაცინე. მოკლედ, როლი მომცეს...

- თქვენ გმირს 2 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს. ეს ქალბატონი თავისი ხასიათით ახლოსა თქვენთან?

- მანანასნაირი არ ვარ... ის წესრიგის მოყვარული ქალია, თან გადაჰყვა ოჯახს. შვილებს ასწავლა, დააოჯახა, მუდმივად დატვირთული მიდიოდა სახლში - საჭმელ-სასმელი მიჰქონდა. იქ კი ასე ხვდებოდნენ, - ჩვენ ბავშვებით კაფეში მივდივართ, იქ ვისაუზმებთ... მანანა ხმას მაინც არ იღებდა, საერთოდ, ბევრს ითმენდა და ითმენს. რძალი ადგა, მიატოვა ყველაფერი და სადღაც წავიდა. რატომ? რისთვის? - არც ამაზე თქვა რამე. დიდი ბედნიერებაა ასევე ისეთი არტისტის გვერდით მუშაობა, როგორიც ლეო ანთაძეა... ამაშიც გამიმართლა.

- რა მოგიტანათ ამ როლმა?

- სახლში ჯდომას გადამაჩვია. სიხარული და ბედნიერება მომიტანა. ამხანაგები არასდროს მაკლდა, მაგრამ მეტი შემძინა. რომ ვკვდებოდე, თუ გადასაღებ მოედანზე ვარ წასასვლელი, ვდგები და მაინც მივდივარ. იქ უფროს-უმცროსი არ არსებობს - ყველა ერთნაირი ასაკის ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ.

- თემა შევცვალოთ, - პანდემიის პირობებში როგორ ცხოვრობთ?

- 83 წლის ვარ, ცხოვრებაში რა არ გადამიტანია, რა გაჭირვება არ მინახავს, ინფარქტიც მქონდა, მაგრამ მაინც წავედი და ავიცერი. ამ საქმეში ჩემი შვილობილი გიორგი ბერიძე დამეხმარა, ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. გადასარევი ექიმი და ექთანი შემხვდა. ექიმი გამესაუბრა და მერე ექთანმა ნემსი გამიკეთა, არაფერიც არ გამიგია. მითხრეს, - შეიძლება, სიცხემ აგიწიოს, ან რაიმე გეტკინოსო. არაფერს შევუწუხებივარ. შინ მისული სიცხეს ნახევარ საათში ერთხელ ვისინჯავდი და არ მქონდა და საერთოდ, რაც მანამდე მაწუხებდა, ყველა ტკივილი, თითქოს ამ აცრამ მომისპო. გული მტკივა, პანდემიამ ამდენი პრობლემა და ტკივილი რომ გააჩინა. ცუდია, ადამიანები ამ ყველაფერს რიგ შემთხვევაში უპასუხისმგებლოდ რომ ეკიდებიან: რეგულაციებს არ იცავენ, პირბადეს არ იკეთებენ, არც თავს და არც სხვას ინდობენ....

- ბრძანეთ, - ცხოვრებაში როგორი გაჭირვება, ტკივილი არ გადამიტანიაო... ე.ი. არ იყო თქვენთვის მარტივი ცხოვრება?

- 1938 წელს ფოთში დავიბადე. ბავშვობა 1941 წლის მერე მახსოვს. საშინელი პერიოდი იყო - ჩვენი სახლი ხიდთან იდგა, იქვე ახლოს გერმანელთა ბანაკები იყო - ტყვეები ჰყავდათ. იყო შიმშილი და ათასი უბედურება. მამა ფოთის თეატრის დირექტორი გახლდათ, მერე ქუთაისისა და გორის.

დედა მსახიობი მყავდა. შესაბამისად, მეც ამ სფეროში მიწევდა ყოფნა. მერე ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ჩემი ოჯახი გორში გეგმავდა საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მამა დაიღუპა. ავარიისას მეც იმ მანქანაში ვიჯექი - მამა გარდაიცვალა, მე დავშავდი... როგორც იტყვიან, ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა...

- მეუღლეც ადრე დაკარგეთ, ხომ?

- მეუღლე "ლეჩკომბინატის“ მთავარი სპეციალისტი, კარდიოლოგი იყო და ქირურგიის ინსტიტუტში ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. პროფესორი გახლდათ, 5 გამოგონების ავტორია, რასაც ახლა მედიცინაში აქტიურად იყენებენ. დიდი დამსახურების ადამიანი იყო და წარმოიდგინეთ, რომ ექიმი კაცი გულით გარდაიცვალა. წესიერი, კეთილსინდისიერი ადამიანი ასე დავკარგეთ. ჩემი ცხოვრება მეუღლის გარდაცვალებამ ძალიან შეცვალა. მასთან ერთად კარგი წლები მაქვს გატარებული...

- საუბრის დაწყებამდე მითხარით, ფათერაკიანი ვარო...

- კი... მაგალითად, ცხოვრებაში ერთადერთხელ დავლიე ალკოჰოლიანი სასამელი და თავბედი მაწყევლინა. სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის "სახალხო თეატრის“ მსახიობი ვიყავი. ჰოდა, ნონა გაფრინდაშვილის ქორწილი იყო, რომელიც "სასოფლოს“ მეურნეობაში გადაიხადეს, სადაც სტუდენტები ნაწილი და თეატრის მსახიობებიც მიგვიწვიეს. არაჩვეულებრივი ქორწილი იყო, ჩემ წინ მაშინდელი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი, ბატონი სარიშვილი, უბრწყინვალესი პიროვნება იჯდა და რატომღაც ღვინით სავსე ყანწი გადმომაწოდა, - წყვილის სადღეგრძელო უნდა შემესვა. რექტორის გადმოწოდებულ ყანწზე უარი ვერ ვთქვი და ბოლომდე გამოვცალე, მაგრამ კინაღამ მოვკვდი. ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. გავითიშე, არაფერი მახსოვს. ხუმრობა ხომ არ არის ლიტრამდე ღვინო დავლიე. ჩემმა გოგოებმა ხელი მომკიდეს და სახლში წამიყვანეს. თან მეუბნებოდნენ - ცეცხლი და მდუღარე დალიე, ამხელა ყანწი რამ დაგაცლევინა, რომელი მსმელი შენ ხარო?!.

ლამის ერთი კვირა მეძინა. თვალს რომ ვახელდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი სახლი ტრიალებდა. მოკლედ, გადავრჩი. ის იყო და ის, იმის მერე წვეთი ღვინო არასდროს დამილევია.

- პოლიტიკაში არ ხართ რამენაირად ჩართული?

- საერთოდ არა. მაგრამ ნამდვილად მაწუხებს ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ასე ვიმეტებთ. რატომ შეგვძულდა ერთმანეთი, არ ვიცი. გაჭირვებამ, უმუშევრობამ იცის ალბათ. მთელი მთის სოფლები დაცარიელებულია, ხალხი მგონი, მართლა შეიცვალა, რა გვჭირს? ერთმანეთის სიყვარულ დავკარგეთ. არ ჯობია, ტკბილად ვიყოთ, თბილი სიტყვით ვაკეთოთ საქმეები? ასე უფრო არ გამოვა? ჩხუბით და უბედურებით რატომ ვცხოვრობთ! ამას სრულიად უდანაშაულო ადამიანებიც ეწირებიან. ეს ყველაფერი მართლა მაწუხებს. პოლიტიკურ პროცესებში არ ვერევი, ეს ჩემი საქმე არ არის... მეგობრები ერთ მხარესაც მყავს და მეორესაც და პოლიტიკის გამო ჯერ არავინ დამიკარგავს. არავის გავჭორავ, არავისი არაფერი მშურს, ბოროტი არ ვარ, ყველას მინდა, მოვეფერო, ენაც სასწაული მაქვს, ლაპარაკი კი მიყვარს, მაგრამ ცუდს არაფერს ვლაპარაკობ. ქეთი ჩხეიძე და მე მანქანით მივდიოდით და გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა, - ახლა "ზმეიკა“ უნდა ვიყიდო და პირი უნდა ამოგიკეროო (იცინის)... მიყვარს ჩემი კარგი მეგობრები.

მედეა ლორთქიფანიძის შვილი და შვილიშვილები

- ალბათ თქვენი გვარით და წარმომავლობით ამაყობთ...

- მამაჩემის დიდი ბებია მეფე სოლომონის ქალიშვილი იყო, რომელსაც მამულები ჯიხაიშში ჰქონდა. ბებია, მამის დედა მიქელაძის ქალი მყავდა, დედა კი პოლონელი გრაფინია, გვარად პაკროვსკაია. ცისფერსისხლიანი ვარ (იცინის), მეუღლე - მახარაძე და მღვდლის შთამომავალი გახლდათ. ჩემი შვილი სუფთა გურულია, ოღონდ, მამა წყნარი, მშვიდი ჰყავდა. ძალიან ლამაზი და ვაჟკაცური გოგოა. ექიმი - ფსიქოლოგია, მაგრამ ახლა თავის პროფესიით სამუშაოდ სად სცალია, ბავშვების სწავლა-განათლებაშია ჩართული. სიძეც საუკეთესო ადამიანია და შვილივით მყავს. ძალიან მეხმარება. ორივე - ძალიან ზრუნავს ჩემზე. აი, ასე ვცხოვრობ... ერთადერთი, რაც მაწუხებს, ისაა, რომ იქნებ ადამიანებმა ნერვები დაიწყნარონ, შორს გაიხედონ, ერთმანეთი მეტად შევიყვაროთ, სხვა არაფერი გვიშველის.