კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს

პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა პრო­ექტს, რო­მე­ლიც პატ­რო­ნის მიერ ძაღ­ლის ან კა­ტის მი­ტო­ვე­ბის­თვის ჯა­რი­მე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასეთ ქმე­დე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა 87-ხმით, ერ­თხმად მი­ი­ღეს.

ამას­თან, რო­გორც "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას ით­ქვა, ის ძა­ლა­ში 2022 წლის ბო­ლო­დან შევა. მა­ნამ­დე კი კომ­პა­ნი­ო­ნი ცხო­ვე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნი მომ­ზად­დე­ბა და იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ძაღ­ლის ან კა­ტის მი­ტო­ვე­ბა პატ­რო­ნის მიერ - გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნე ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 1 000 ლა­რით; იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი მე­პატ­რო­ნე იუ­რი­დი­უ­ლი ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის მიერ და­ის­ჯე­ბა 1 500 ლა­რით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში - 3000 ლა­რით. პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რის, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­დეს ძა­ლი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლი და სწო­რი ხედ­ვა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ასე­თი მუხ­ლი არის ყვე­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მი­ტო­ვე­ბას, მათ­და­მი სას­ტიკ და უდი­ერ მო­პყრო­ბას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ტა­ნი­ლი უნდა იყოს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში". სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას კონ­კრე­ტუ­ლი დათ­ქმე­ბით. მთა­ვა­რი დათ­ქმა ის არის, რომ კა­ნო­ნი კომ­პა­ნი­ო­ნი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ღე­ბაც და­გეგ­მი­ლია, უნდა ამოქ­მედ­დეს ამ ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად იმის­თვის, რომ კა­ნო­ნი აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წილ­ში იყოს ეფექ­ტუ­რი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისი
0

1

მარიამი
0

ადამიანების პრობლემები მოაგვარა სახელმწიფომ და ეხლა ძმხოლოდ ძაღლების პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი.ვაი ჩვენს პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივა 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.

ამასთან, როგორც "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას ითქვა, ის ძალაში 2022 წლის ბოლოდან შევა. მანამდე კი კომპანიონი ცხოველების თაობაზე სპეციალური კანონი მომზადდება და იქნება მიღებული.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 3000 ლარით. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან გამოკვეთილი და სწორი ხედვა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით.

"ასეთი მუხლი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველის მიტოვებას, მათდამი სასტიკ და უდიერ მოპყრობას. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში". სხვა საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას კონკრეტული დათქმებით. მთავარი დათქმა ის არის, რომ კანონი კომპანიონი ცხოველების შესახებ, რომლის მიღებაც დაგეგმილია, უნდა ამოქმედდეს ამ ცვლილებებთან ერთად იმისთვის, რომ კანონი აღსრულების ნაწილში იყოს ეფექტური", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.