მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა "ქართულ ოცნებასაც“ და "ნაცმოძრაობასაც“, თუ საარჩევნო ბარიერი 2%-ზე მეტი იქნება, პროექტს მხარს არ დავუჭერთ" - იაგო ხვიჩია
"საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა "ქართულ ოცნებასაც“ და "ნაცმოძრაობასაც“, თუ საარჩევნო ბარიერი 2%-ზე მეტი იქნება, პროექტს მხარს არ დავუჭერთ" - იაგო ხვიჩია

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ჩაგ­დე­ბა უნდა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც“ - შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არი­ან და კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან თავს იზღვე­ვენ, არ აწყობთ კონ­კუ­რენ­ტე­ბის გა­ჩე­ნა ბა­ზარ­ზე, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ში მთა­ვა­რი ბა­რი­ე­რის სა­კი­თხია, რად­გან ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მხო­ლოდ შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს და ეს ყვე­ლას ეს­მის. მი­სი­ვე თქმით, თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი 2 პრო­ცენტზე მეტი იქ­ნე­ბა, "გირ­ჩი“ ცვლი­ლე­ბებს მხარს არ და­უ­ჭერს.

"პირ­ვე­ლი მოს­მე­ნის წინ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის გა­მარ­თულ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ თქვა, რომ ცვლი­ლე­ბებს მხარს და­უ­ჭერ­და, თუ პრო­ექ­ტი ამოქ­მედ­დე­ბო­და დღეს­ვე და არა 2024 წლი­დან. მა­შინ, ამას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­თან­ხმდა. დღეს იცით, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“ ამის ჩაგ­დე­ბა უნდა და თქვეს, რომ პრო­ექტს 2024 წლი­დან აა­მოქ­მე­დე­ბენ იმ იმე­დით, რომ ცვლი­ლე­ბებს მხა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ არ და­უ­ჭი­როს და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა ისე ჩა­ვარ­დეს, რომ მათ არ დაბ­რალ­დეთ. მგო­ნი, ყვე­ლას ეს­მის, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს 2024 წლამ­დე შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით და არა რო­მე­ლი­მე ლო­გი­კუ­რი ქმე­დე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ამ თე­მის გა­მო­გო­რე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ "ნა­ცებს“ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ჩაგ­დე­ბა დაბ­რალ­დეთ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პრო­ცე­სი­დან შე­და­რე­ბით სუფ­თად გა­მო­ვი­დეს,“ - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თუკი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ, ფორ­მუ­ლი­რე­ბა "მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბი“ პრო­ექ­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ბა­რი­ე­რის შემ­ცი­რე­ბაც და პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლაც მხო­ლოდ 2024 წელს მოხ­დე­ბა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე არ გავ­რცელ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მათ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ და თუკი ამას გა­ა­კე­თე­ბენ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი ოპო­ზი­ცი­ის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///34//
1

ბოლო 10 წელია პარლამენტი სუ ხალხზე ფიქრობს. გაჭაღარავდა დარდით და შრომით კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი, ოდიშარია. ერთი ბატონი აჩიკო გვარი დამავიწყდა, ალუჩაზე რო წერს ლექსებს, ეგღა დაგვრჩა უჭაღარო. 

ბარიერიი
0

მეტი უნდა იყოს ორპროცენტზეე

.. ნამდვილად... ბარიერის დაწევის შედეგია ის... რაც დღეს ხდება საკანონმდებლო ორგანოში 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა "ქართულ ოცნებასაც“ და "ნაცმოძრაობასაც“, თუ საარჩევნო ბარიერი 2%-ზე მეტი იქნება, პროექტს მხარს არ დავუჭერთ" - იაგო ხვიჩია

"საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა "ქართულ ოცნებასაც“ და "ნაცმოძრაობასაც“, თუ საარჩევნო ბარიერი 2%-ზე მეტი იქნება, პროექტს მხარს არ დავუჭერთ" - იაგო ხვიჩია

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა "ქართულ ოცნებასაც“ და "ნაციონალურ მოძრაობასაც“ - შეთანხმებულები არიან და კონკურენტებისგან თავს იზღვევენ, არ აწყობთ კონკურენტების გაჩენა ბაზარზე, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებში მთავარი ბარიერის საკითხია, რადგან ვადამდელი არჩევნები მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით შეიძლება ჩატარდეს და ეს ყველას ესმის. მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებით საარჩევნო ბარიერი 2 პროცენტზე მეტი იქნება, "გირჩი“ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

"პირველი მოსმენის წინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ კონსულტაციებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, თუ პროექტი ამოქმედდებოდა დღესვე და არა 2024 წლიდან. მაშინ, ამას "ქართული ოცნება“ დათანხმდა. დღეს იცით, რომ "ქართულ ოცნებასაც“ ამის ჩაგდება უნდა და თქვეს, რომ პროექტს 2024 წლიდან აამოქმედებენ იმ იმედით, რომ ცვლილებებს მხარი "ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭიროს და საკონსტიტუციო ცვლილება ისე ჩავარდეს, რომ მათ არ დაბრალდეთ. მგონი, ყველას ესმის, რომ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება მოხდეს 2024 წლამდე შემთხვევითობის წყალობით და არა რომელიმე ლოგიკური ქმედებათა ერთობლიობით. შესაბამისად, ახლა ამ თემის გამოგორება მიზანმიმართულია იმისკენ, რომ "ნაცებს“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დაბრალდეთ და "ქართული ოცნება“ პროცესიდან შედარებით სუფთად გამოვიდეს,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ფორმულირება "მომდევნო არჩევნები“ პროექტიდან ამოღებული იქნება, შესაბამისად, ბარიერის შემცირებაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც მხოლოდ 2024 წელს მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება. მისივე თქმით, მათ ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვთ და თუკი ამას გააკეთებენ, ეს შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის.