მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეპრესიული სასამართლო სისტემა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა" - ირაკლი კობახიძე
"რეპრესიული სასამართლო სისტემა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა" - ირაკლი კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2012 წლის შემ­დეგ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვაა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო შე­მად­გენ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე. ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის ისეთ კან­დი­და­ტებს და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ზი­ცი­ას შე­ე­ხე­ბო­და, რომ­ლე­ბიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც იყ­ვნენ სის­ტე­მა­ში, "მით უფრო მა­შინ, როცა ამ სის­ტე­მის მან­კი­ე­რე­ბა თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც აღი­ა­რა".

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი 2012 წლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­ვი­და.

"სა­ა­კაშ­ვილ­სა და ადე­იშ­ვილს თა­ვის დრო­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჰქონ­დათ სის­ტე­მა 2004-2012 წლებ­ში, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც იყო რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი. რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნა იყო მთლი­ა­ნად რე­ჟი­მი, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი ადე­იშ­ვილ­თან, მე­რა­ბიშ­ვილ­თან, უგუ­ლა­ვას­თან და სხვებ­თან ერ­თად და ამ სის­ტე­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი იყო რეპ­რე­სი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. 2012 წლის შემ­დეგ ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და თან იმ პი­რო­ბებ­ში, რომ სა­სა­მარ­თლო კორ­პუ­სი არ შეც­ვლი­ლა, რაც არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მიღ­წე­ვა. ეს არის გან­სხვა­ვე­ბა 2012 წლამ­დე და 2012 წლის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მებს შო­რის. თა­ვის დრო­ზე იყო რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნა და დღეს სა­სა­მარ­თლო დგას სა­მარ­თლის სამ­სა­ხურ­ში.

2013 წელს როცა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­კი­თხი, რომ უნდა შეც­ვლი­ლი­ყო სის­ტე­მა სა­სა­მარ­თლო შე­მად­გენ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბით თუ ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე, მა­შინ გახ­სოვთ, რომ მთე­ლი ოპო­ზი­ცია, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ყვე­ლა ითხოვ­და არ­სე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და­ტო­ვე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე გა­და­წყდა ეს სა­კი­თხი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მოგ­ვი­წია სის­ტე­მის შეც­ვლა, სა­სა­მარ­თლო შე­მად­გენ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე. რა თქმა უნდა, ამის გა­მო­ძა­ხი­ლია ის, რომ არის გარ­კვე­უ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ ეს რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი რაც თა­ვის დრო­ზე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას მი­ად­გა და 2012 წლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თად გად­მო­ვი­და, იმ უმ­ძი­მე­სი სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ედგა გან­სას­ჯე­ლი და მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი,“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შენ დაუკა, წავიდა ზღაპრები...
1

იმიტომაც გაქებენ და გადიდებენ ვენეციის კომისიაში და ევროპარლამენტში???

ალექს
33

კონსტიტუცია სისტემური დოკუმენტია, ის ერის ძალისა და ნების მისსავე საკეთილდღეოდ მისამართად საჭირო წესების და პრინციპების ერთობლიობაა , ჩვენი კონსტიტუცია ერთეულების საკეთილდღეოდ ამ ძალთა დაქსაქსვით ერზე გასაბატონებლად წესთა ერთობლივობაა, სატუსაღო ბანაკის შინაგანაწესია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რეპრესიული სასამართლო სისტემა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა" - ირაკლი კობახიძე

"რეპრესიული სასამართლო სისტემა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა სასამართლო სისტემის ცვლილება, სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გარეშე. ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ისეთ კანდიდატებს და მათთან დაკავშირებულ პოზიციას შეეხებოდა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ სისტემაში, "მით უფრო მაშინ, როცა ამ სისტემის მანკიერება თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული რეპუტაციული პრობლემები 2012 წლის შემდგომ პერიოდზე მემკვიდრეობით გადმოვიდა.

"სააკაშვილსა და ადეიშვილს თავის დროზე ჩამოყალიბებული ჰქონდათ სისტემა 2004-2012 წლებში, 9 წლის განმავლობაში, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. რეპრესიული მანქანა იყო მთლიანად რეჟიმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად და ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო რეპრესიული სასამართლო სისტემა. 2012 წლის შემდეგ ეს მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა და თან იმ პირობებში, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა, რაც არის "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ეს არის განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემებს შორის. თავის დროზე იყო რეპრესიული მანქანა და დღეს სასამართლო დგას სამართლის სამსახურში.

2013 წელს როცა განიხილებოდა საკითხი, რომ უნდა შეცვლილიყო სისტემა სასამართლო შემადგენლობის ცვლილებით თუ ცვლილების გარეშე, მაშინ გახსოვთ, რომ მთელი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები ყველა ითხოვდა არსებული შემადგენლობის დატოვებას. აქედან გამომდინარე, ასე გადაწყდა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია სისტემის შეცვლა, სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გარეშე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის, რომ არის გარკვეული რეპუტაციული პრობლემები, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ეს რეპუტაციული ზიანი რაც თავის დროზე სასამართლო სისტემას მიადგა და 2012 წლის შემდგომ პერიოდზე მემკვიდრეობითად გადმოვიდა, იმ უმძიმესი სისხლიანი რეჟიმის დამსახურებაა, რომელსაც სათავეში ედგა განსასჯელი და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი,“- განაცხადა კობახიძემ.