მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა... 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაშიც ვითხოვთ მის მონაწილეობას" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა... 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაშიც ვითხოვთ მის მონაწილეობას" - ადვოკატი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მო­ხა­რუ­ლია, რომ გუ­შინ, სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან 2 დე­კემ­ბერს და­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს პრო­ცე­სებ­ზე დას­წრე­ბა კვლავ სურს.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ შე­ვე­ხეთ გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მას და მო­ხა­რუ­ლია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ე­მარ­თა. მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, მან ყვე­ლა ძალა მო­იკ­რი­ბა იმის­თვის, რომ ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში შეძ­ლე­ბო­და და გა­და­ე­ცა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სათ­ქმე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 2 დე­კემ­ბერს გა­სა­მართ სა­სა­მარ­თლო სხდო­მას, აქაც ვი­თხოვთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ილუ­ზია არ გვაქვს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი იყოს და დად­გინ­დეს ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ით იდევ­ნე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ვი­თხოვთ, თუნ­დაც, უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ საქ­მის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღოს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც გუ­შინ სა­სა­მარ­თლოს გარე პე­რი­მეტრზე ხდე­ბო­და, მის­ცე­მენ თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში დას­წრე­ბის უფ­ლე­ბას, სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამა­ზე "წი­ნას­წარ ვერ ისა­უბ­რებს“.

"მო­ლო­დი­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა ფუჭი აღ­მოჩ­ნდეს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლად და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვა. არ ვიცი, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ხაზი უნდა გა­ვუს­ვათ, რომ ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბაა არამ­ხო­ლოდ შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­კუ­თა­რი საქ­მის გან­ხილ­ვა­ში. გუ­შინ, სა­სა­მარ­თლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბა­ნი იყო, რად­გან სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ხდე­ბო­და, თა­ვად პო­ლი­ცია იქ­ცე­ო­და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად, გარ­კვე­ულ ინ­ცი­დენ­ტებს ჰქონ­და ად­გი­ლი, თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
0

მე მარტო ის მაინტერესებს ამათგან ვინმეს სიტყვა "თავმოყვარეობა" გაგონილი აქვს?

125
1

ერთი ლენინი მყავდა მობეზრებული, სულ ლაპარაკობდა გაუჩერებლად და იგივე ა მიშა, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა... 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაშიც ვითხოვთ მის მონაწილეობას" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა... 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაშიც ვითხოვთ მის მონაწილეობას" - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მოხარულია, რომ გუშინ, სასამართლოში ქართველი ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა მიეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საძაგლიშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილთან 2 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პროცესებზე დასწრება კვლავ სურს.

"ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ გუშინდელ სასამართლო სხდომას და მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა. მიუხედავად ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისა, მან ყველა ძალა მოიკრიბა იმისთვის, რომ ნორმალურ რეჟიმში შეძლებოდა და გადაეცა ქართველი საზოგადოებისთვის სათქმელი. რაც შეეხება 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომას, აქაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას, ილუზია არ გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ობიექტური და მიუკერძოებელი იყოს და დადგინდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივაციით იდევნება. ამის მიუხედავად, ჩვენ ვითხოვთ, თუნდაც, უსამართლო სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, სააკაშვილმა ამ საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რაც გუშინ სასამართლოს გარე პერიმეტრზე ხდებოდა, მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში დასწრების უფლებას, საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ამაზე "წინასწარ ვერ ისაუბრებს“.

"მოლოდინებზე საუბარი არ მინდა, რადგან ეს შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკმაოდ არათანმიმდევრულად და არაადეკვატურად იქცევა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა, ბუნებრივია, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ადამიანის ძირითადი უფლებაა არამხოლოდ შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საქმის განხილვაში. გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროტესტი, რომელიც მშვიდობანი იყო, რადგან სიტუაციის დაძაბვა პოლიციელების მხრიდან ხდებოდა, თავად პოლიცია იქცეოდა პროვოკაციულად, გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, თუმცა, საერთო ჯამში, ეს იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.