საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის "პატრიარქის შემოდგომა“ - ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას" - ირაკლი კობახიძე
"სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის "პატრიარქის შემოდგომა“ - ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას" - ირაკლი კობახიძე

"სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ­მა გა­მოს­ვლამ, ალ­ბათ, ყვე­ლას გაგ­ვახ­სე­ნა მარ­კე­სის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, "პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მა“, გუ­შინ ჩვენ ვი­ხი­ლეთ ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რი, რო­მე­ლიც მის­ტი­რის ჭარბ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მას თა­ვის დრო­ზე ჰქონ­და და რო­მელ­საც ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­რო­ტად იყე­ნებ­და" - ასე შე­ა­ფა­სა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­ა­კე­თა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღემ­დე არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად სა­ში­ში.

"ჩვენ რომ და­ვუშ­ვათ თე­ო­რი­უ­ლად, რომ ის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და გეგ­მას, რომ­ლი­თაც ის ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტრა­ი­ლე­რით, მა­ცივ­რით, პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად, მა­შინ შე­სა­ცო­დი იქ­ნე­ბო­და უკვე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ხალ­ხი, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ეს არის თე­ო­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ვერ მოხ­დე­ბო­და, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და სის­ტე­მა მუ­შა­ობს ისე, რო­გორც უნდა მუ­შა­ობ­დეს. წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, მე­დი­ის მი­ტა­ცე­ბა, მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­და­ცე­მა - ეს არის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ჩა­ი­დი­ნა თა­ვის დრო­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, მის­მა რე­ჟიმ­მა და იმ პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ, რო­მელ­საც ჰქვია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი გან­შტო­ე­ბე­ბი დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში. ამის გან­მე­ო­რე­ბას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ხალ­ხი არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბი არც გან­მე­ორ­დე­ბა, ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ვართ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის­თვი­საც არის მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც წინა რე­ჟი­მი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სჩა­დი­ო­და. ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ არ­სე­ბი­თად სხვა ტი­პის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

მარკესს კითხულობ და 1921 წლის კონსტიტუცია არ წაგიკითახვს ?კონსტიტუცია სისტემური დოკუმენტია, ის ერის ძალისა და ნების მისსავე საკეთილდღეოდ მისამართად საჭირო წესების და პრინციპების ერთობლიობაა , ჩვენი კონსტიტუცია ერთეულების საკეთილდღეოდ ამ ძალთა დაქსაქსვით ერზე გასაბატონებლად წესთა ერთობლივობაა, სატუსაღო ბანაკის შინაგანაწესია ! ვინც უკვე დასვით ანლაიქები, ან აწი დასვამთ, გირჩევთ 1921 წლის კონსტიტუცია წაიკითხოთ, ასი წლით წინ კი არა, ასი წლით უკანა ვართ , იმასთან შედარებით, რაც იქა სწერია, სწორედ რომ ნაცქოცმოქკავშირის მოღვაწეობით, ვისი დამქაშებიცა ბრძანდებით და ან წევრები ! სარგებელი კონსტიტუციისაგან ხალხს უნდა ქონდეს, და არა მმართველ მორიგე ძალას , მორიგე ღმერთი გამიგია და პოლიტიკური ძალა არა ! რას მორიგეობთ მანდ მონაცვლეობით პოზიცია, ოპოზიცია !? რაღაც არ მახსენდება არასაორჭოფოდ აგვერჩიეთ ან პოზიცია, ან ოპოზიცია ამ 30 წელიწადში! კარგად დაიმახსოვრეთ ორივემ, დიდსულოვანია ქართველი ერი, მაგრამ ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ მოვიდა და მოსულთა ნახევარზე მეტმა სწორედ თქვენ ორის წინააღმდეგ მისცა ხმა !რა ნამუსით გვმოძღვრავთ მაქედან ?!

 

ერთაოზ ძუყნურელი
0

"პატრიარქის შემოდგომა" რა იციან მელიამ, ხაბეიშვილმა, ხაბაზმა, შუბლაძემ, გოცირიძემ ... მათთვის გასაგებად მათი სალოცავი "ნახევარქათამას'" მთავარი . გმირივით ირჯებოდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის "პატრიარქის შემოდგომა“ - ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის "პატრიარქის შემოდგომა“ - ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები, "პატრიარქის შემოდგომა“, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა" - ასე შეაფასა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში გააკეთა.

როგორც კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებას ახსოვს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები და უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილი დღემდე არის საზოგადოებრივად საშიში.

"ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად, რომ ის განახორციელებდა გეგმას, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის თეორიული დაშვება და ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰქვია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში. ამის განმეორებას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არ იმსახურებდა. ბუნებრივია, ეს დანაშაულები არც განმეორდება, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.