მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმები იზრდება
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმები იზრდება

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. ამას­თან, თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ აკ­რძალ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი სა­ხის ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის შე­მო­ღე­ბა იგეგ­მე­ბა.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დაღ­ვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ინი­ცი­რე­ბის­თვის მზად არის, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რე­დი­ნე­ბა.

კერ­ძოდ, თამ­ბა­ქოს რე­ა­ლი­ზა­ცია ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ან მათ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე 50 მეტ­რის რა­დი­უს­ში გა­მო­იწ­ვევს ჯა­რი­მის და­კის­რე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო ამ ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა - 1000 ლა­რი­ან ჯა­რი­მას. (მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, სა­აღ­მზრდე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან 50 მეტ­რის რა­დი­უს­ში თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­სა­ზღვრუ­ლია 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით).

წეს­დე­ბა 1 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა ფარ­თის დათ­მო­ბა­ზე ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა პირ­და­პი­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გი, სა­პო­პუ­ლა­რი­ზა­ციო მა­სა­ლის, მათ შო­რის, სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლის გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის, თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ებ­ლის ან სა­ბი­თუ­მო მო­ვაჭ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ახ­დენს. ამ ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

წეს­დე­ბა ჯა­რი­მა თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის, თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ებ­ლის ან სა­ბი­თუ­მო მო­ვაჭ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ბეჭდ­ვი­თი ან ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით (მათ შო­რის ინ­ტერ­ნე­ტით) 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო ამ ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის­თვის - 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე ად­გენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ბრენ­დის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში, თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის სა­ვაჭ­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შიდა ან გარე ნა­წილ­ზე იმგვა­რი აღ­ნიშ­ვნე­ბის, სუ­რა­თე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბის, ციფ­რუ­ლი მა­სა­ლის ან ტექ­სტე­ბის გან­თავ­სე­ბის­თვის, ასე­ვე ამ საგ­ნე­ბის იმგვა­რი დი­ზა­ი­ნის­თვის, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა მომ­ხმა­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს ან მო­ახ­დი­ნოს ასო­ცი­რე­ბა მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის, თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის ან მწარ­მო­ებ­ლი­სად­მი. ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო ამ ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის­თვის - 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არსენა
0

რა სისულელეა. თამბაქოს ხალხი ისედაც გაჭირვებით ვყიდულობათ და ამდენი შეზღუდვა რა უბედურებაა, ამ დროს პლანი ლამის დახლზე დაგვილაგონ, აბსურდის თეატრი. ყველაფერს ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებას რომ აბრალებთ ის აღარ გითხრეს რომ ხალხს საშუალებაც უნდა ჰქონდეს ან საჭმელი იყიდოს ან საწვავი მაინც ჩაასხას იაფად?

თაზო
0

ხოო სიგარეტს მიაწექით ჯარიმებით და პლანზე გადაიყვანეთ ხალხი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმები იზრდება

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმები იზრდება

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, თამბაქოსთან დაკავშირებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ახალი სახის ფულადი ჯარიმების შემოღება იგეგმება.

ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედინება.

კერძოდ, თამბაქოს რეალიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში გამოიწვევს ჯარიმის დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა - 1000 ლარიან ჯარიმას. (მოქმედი კანონით, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გასაზღვრულია 200 ლარის ოდენობით).

წესდება 1 000 ლარიანი ჯარიმა ფართის დათმობაზე ისეთი ღონისძიებისათვის, როგორიცაა პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის გადაცემა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაციას ახდენს. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

წესდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაციისთვის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით) 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის - 10 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი ასევე ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ბრენდის გაფართოებისთვის, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსებისთვის, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინისთვის, რომელმაც შესაძლოა მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს ან მოახდინოს ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი. ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის - 10 000 ლარის ოდენობით.