კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები? - კახა კალაძის განმარტება
როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები? - კახა კალაძის განმარტება

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი“ დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის მონ­ტაჟს გა­ნაგ­რძობს. ამ­ჟა­მად სა­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე მო­ნაკ­ვეთ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას დღეს თბი­ლი­სის მერი გა­ეც­ნო.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის და სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის ან­თე­ბა 10 დე­კემ­ბერს იგეგ­მე­ბა. სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ასე­ვე მო­ე­წყო­ბა სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი, სა­დაც სტუმ­რებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დახ­ვდე­ბათ.

"სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის მონ­ტა­ჟი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში დას­რულ­დე­ბა. ამის შემ­დეგ ნაძ­ვის ხე აე­წყო­ბა. 10 დე­კემ­ბრის­თვის მინ­და, რომ ნაძ­ვის ხე და ზო­გა­დად, ქა­ლაქ­ში ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი აინ­თოს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი, რო­გორც ყო­ველ­თვის. გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას და არა­მარ­ტო, ასე­ვე, ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, ჩა­მო­სულ სტუმ­რებს სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას ვპირ­დე­ბით. იქ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი, სა­დაც არა მარ­ტო ბავ­შვე­ბის­თვის, არა­მედ ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის იქ­ნე­ბა დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კონ­ცერ­ტე­ბით, გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მით, სა­ბავ­შვო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ უფრო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ ამ მძი­მე, ორ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, რაც პან­დე­მი­ას ვებ­რძვით და ეს ბრძო­ლა ისევ გრძელ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მივ­ცეთ გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ახა­ლი წელი არის ახა­ლი იმე­დე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის, სი­კე­თე­ე­ბის მომ­ტა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი ცუდი, რაც იყო, უნდა გა­ვა­ტა­ნოთ წარ­სულს და ახა­ლი იმე­დე­ბით უნდა შევ­ხვდეთ ახალ 2022 წელს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

სა­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე 30 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, 00:00-დან 07:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში იწარ­მო­ებს. ამ მიზ­ნით ჩა­ი­კე­ტე­ბა პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
VAX
3

VAX SAKARTVELO AMAT XELSHI WADI MAG NADZVIS XIS FULIT BIUJETIDAN ROM IGEB SAAXALWLOD DSAURIGE MSHIE3R XALXS MAGRAM NERE OCNEBEBI ROM DEAGEMSXVREVA RAT UNDA XALXS SHENI NADZVI

ვაჟა
2

უძლიერესი მერიყავს თბილისს, შეეტყო მისიხელი მე აუცილებლად დავესწრები საქართველოს მთავარი ნაძვისხის ანთებას🎄🎆🎇✨👍👏აგრეთვე ახალ წელს მთავარ ნაძვისხესთან🥂🍾🎄🎆🎇✨

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები? - კახა კალაძის განმარტება

როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები? - კახა კალაძის განმარტება

"თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

"საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა, თბილისის მოსახლეობას და არამარტო, ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით. იქნება საახალწლო სოფელი, სადაც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა კონცერტებით, გასართობი პროგრამით, საბავშვო ღონისძიებებით. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მძიმე, ორწლიანი პერიოდის შემდეგ, რაც პანდემიას ვებრძვით და ეს ბრძოლა ისევ გრძელდება, საზოგადოებას მივცეთ განტვირთვის საშუალება. ახალი წელი არის ახალი იმედების, სურვილების, სიკეთეების მომტანი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით უნდა შევხვდეთ ახალ 2022 წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.